იტალიის "სერია A"-ს მე-15 ტურში "სტადიო ოლიმპიკოზე" დრამატული შეხვედრა და ბევრი გოლი ვიხილეთ - "ლაციომ" "უდინეზესთან" გამარჯვება მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე ხელიდან გაუშვა - 4:4.

რომაელები 32-ე წუთისთვის უკვე ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ - სტუმართა ფორვარდმა, პორტუგალიელმა ბეტომ დუბლი შეასრულა. "ლაციომ" ლიდერ იმობილეს მეშვეობით ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ტაიმის ბოლომდე უდინელებმა სტატუს-კვო აღადგინეს - დეულეფეუს პასით არგენტინელმა მოლინამ გაიტანა.

რომაელებმა, ტრადიციულად, ბოლომდე იბრძოლეს და 5-წუთიან მონაკვეთში პედრომ და მილინკოვიჩ-სავიჩმა ანგარიში გაათანაბრეს.

ეს დრამის მხოლოდ დასაწყისი იყო - ჯერ გუნდები 10-10 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ - მასპინძელთა ესპანელი მცველი პატრიკი და სტუმართა მხრიდან გოლის ავტორი მოლინა გააძევეს. აჩერბიმ "ლაციალე" 79-ე წუთზე დააწინაურა. არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი ჯერ 31 წლის ვეტერანმა გერმანელმა არსლანმა სტუმრებს ქულა გადაურჩინა, მალე კი უდინელთა ბრაზილიელი მცველი უოლესიც გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ "ლაციომ" გასულ ტურშიც ამდენივე გოლი გაუშვა (0:4 "ნაპოლისთან"). მაურისიო სარის გუნდი 22 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და 5 დეკემბერს "სამპდორიას" ესტუმრება, მე-14 ადგილოსანი "უდინეზე" კი 6 დეკემბერს "ემპოლის" სტუმრობს.

პელე
ძაან გახშირდა წითელი ბარათები ამ ბოლო დროს? თუ მე მეჩვენება?
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლაციო" ყველა კანონს არღვევს და არც ადარდებთ
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს