Sportall.ge დონეცკის "შახტარის" ახალწვეულს უკრაინაში დაუკავშირდა

სულ ახლახან გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს. 24 წლის ქართველმა მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ოფიციალურად: დავით ხოჭოლავა დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია

Sportall.ge ხოჭოლავას უკრაინაში უმალ დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ახალ კლუბს. "შახტარში" შენს შესაძლო გადასვლაზე მედიაში დიდი ხანი იწერებოდა. კონკრეტულად, როდის გადაწყდა ეს საკითხი?

- დიახ, ლაპარაკი მართლაც დიდი ხნის განმავლობაში იყო და შეთანხმებულები ვიყავით, რომ დონეცკში, "შახტართან" მატჩის შემდეგ დავრჩებოდი და კლუბის წარმომადგენლებთან კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებდით. ასეც მოხდა, შევთანხმდით და ივნისიდან უკვე "შახტარში" ვიქნები.

- "შახტართან" სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც (ოქრიაშვილი, თარგამაძე...) გაუფორმებიათ კონტრაქტი, მაგრამ კლუბს იჯარის წესით სხვაგან გაუშვია. ხომ არ მოხდება იგივე შენს შემთხვევაშიც?

- ვესაუბრე კლუბის ხელმძღვანელობას ჩემს როლზე. დიდი ალბათობით, კლუბს მცველი ალექსანდრ კუჩერი დატოვებს და ძირითადში ადგილის დამკვიდრება მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული. ჩემთვის მთავარია, რომ ხელმძღვანელობას ძალიან ვეიმედები.

- სეზონის ბოლომდე "ჩერნომორეცში" რჩები. რადგან კლუბს ტოვებ, ხომ არ არის საშიშროება, რომ ამ გუნდში სათამაშო პრაქტიკა მოგაკლდეს?

- ეს მწვრთნელების გადასაწყვეტი იქნება. არ მგონია, სკამზე დამსვან.

- 5-წლიანი კონტრაქტი ხანგრძლივია. ამ ხნის განმავლობაში იქნებ უკეთესი კლუბიდან გქონდეს შემოთავაზება. ასეთ შემთხვევაში, "შახტარი" გაგიშვებს?

- დიახ, ხანგრძლივია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე 5-წლიანი სათამაშო პრაქტიკაც ძალიან კარგია. მით უმეტეს, კონტრაქტში გაწერილია თანხა ჩემ სანაცვლოდ.

- ეროვნულ ნაკრებში სამჯერ ითამაშე და სამივეჯერ ამხანაგურში. როგორ ფიქრობ, იმსახურებ თუ არა მეტ ნდობას? იგულისხმება ოფიციალური მატჩი...

- მზად ვარ, ნაკრებს ოფიციალურ მატჩებშიც გამოვადგე, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გურამ კაშიასა და საბა კვირკველიას სახით ძლიერი კონკურენტები მყავს. ამიტომ მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ უკეთეს ფორმაში იქნება იმ კონკრეტული მატჩისთვის.

- დავით ხოჭოლავამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

kika
ძალიან გამეხარდა გულით ვუსურვებ წარმატებას,მაგარმ კონტრაქტის გაფორმება შახტართან ჯერ წარმატების 30 პროცენტია. მთავარი აწი იწყება თუ მიეცემა სათამაშო დრო, ესაა გადამწყვეტი ამ ტრანსფერში. შახტარში გვახსოვს ზარზეიმით გადასული ქართველები რომლებიც მთავარ გუნდს არ გააკარეს და ახლაც ელოდებიან მთავარ გუნდში თამაშს. იმედია ეს არ განმეორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით უკანსვლა იქნება. ისე 5 წლიანი კონტრაქტი მაინც გაუმართლებელი მგონია. თან როცა მუქთად ჩაიგდო კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი ხელში, დიდი ჭკვიანია ახმეტოვი.
jiji
ნამდვილად კარგი ამბავია! შესანიშნავი მონაცემების ბიჭია. თუ სერიოზულად მოეკიდება საქმეს (და არა ისე, როგორც აქ გაიხსენეს "ბენტლი", აიფონი და ა.შ) მაგის სახით ნაკრებს, ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი ეყოლება! კაშია ვეღარაფერს მოუმატებს, კვერკველია კი, ჯერჯერობით (ცნობილ მიზეზთა გამო), ეგ არის, რაც არის. წარმატებები დავითს, გვარიც მოსდგამს საფეხბურთო..!
luk
ვვააააა ძლივს ვიღაცა ნორმალურ კლუბში არ გადავიდა?! გილოცავ სულით და გულით მართლა იმსახურებ!!!
gilocav
გილოცავ დავით წარმატებას გისურვებ, იმედია აიფონით ხელში ბენტლიზე წამოსკუპებულ სურათებს არ გადაიღებ, გვეიმედები
giorgi
გილოცავ დავით, წარმატებას გისურვებ.
alexandre
წარმატებები ვუსურვოთ დიდი ქართველი მცველის - ხოჭოლავას მოგვარეს (თუ ნათესავია?)! წარმატებები დათოს!!!!!!
bebeto
ხოჭოლავა ნაკრებში ძირითადში თამაშს იმსახურებს,ძალიან კარგ გუნდში მოხვდა წინსვლა კიდევ უნდა გააგრძელოს, მაგარი მცველია.
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ