დოღის 60 წლის მოყვარულმა სტივ უაიტლიმ ექვსი გარბენის შედეგები სწორად გამოიცნო, რისი ალბათობაც 1/368630 იყო
დოღის 60 წლის მოყვარულმა სტივ უაიტლიმ ინგლისურ ქალაქ ექსეტერიდან ტოტალიზატორში თითქმის 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო, როდესაც სულ რაღაც 2 ფუნტი ჰქონდა დადებული და მომდევნო ექვსი დოღის შედეგები სწორად გამოიცნო. ამასთან, გადამწყვეტ გარბენში ის იმ ჟოკეიზე ჩავიდა ფსონს, რომელსაც ადრე არასდროს ჰქონდა მოგებული.

უაიტლი, რომელიც იპოდრომს წელიწადში სულ ორჯერ სტუმრობს, თავისი ფული ტოტალიზატორის ჯეკპოტში ჩადო. მის მონაწილეებს ექვსი გარბენის გამარჯვებულები უნდა გამოეცნოთ. თუ ამას ვერავინ მოახერხებდა, საპრიზო ფონდი შემდეგ გათამაშებაზე გადავიდოდა.

პირველი დოღის შემდეგ მომგებიანი 363000 ბილეთი იყო, მეორეს შემდეგ მათი რიცხვი 9076-მდე შემცირდა. მესამე გარბენამ მთავარი პრიზის პრეტენდენტთა რიცხვი 571 ადამიანამდე შეამცირა, მეოთხემ - შვიდამდე.

ბოლო ორ დოღში გამარჯვებულთა ვინაობა სწორად მხოლოდ უაიტლიმ გამოიცნო. ამას გარდა, ფინალურ დოღში მან გამარჯვებულად ჟოკეი ჯესიკა ლოჯი ამოირჩია, რომელსაც ადრე არასდროს გაემარჯვა.

ბუკმეკერების შეფასებით, მოვლენების ამგვარად განვითარების ალბათობა 1 /368630 იყო.

გამარჯვების შემდეგ იღბლიანმა განაცხადა, რომ საპრიზო თანხით ცხოვრებას არ აპირებს და სიცოცხლის ბოლომდე ინჟინრად იმუშავებს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა