"ჩელსის" მოთამაშე 21 წლის სტუდენტის ტომ კოუენისთვის პნევმატური იარაღიდან სროლის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გადაურჩა
პოლიციამ ლონდონის "ჩელსისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ეშლი კოულის მიერ 21 წლის სტუდენტის ტომ კოუენის მისამართით გასროლასთან დაკავშირებით საქმის გამოძიება შეწყვიტა. კოულისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

კოულის მონაწილეობით ინციდენტი 2011 წლის 20 თებერვალს "ჩელსის" საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. 30 წლის კოულმა ბაზაზე ღამის სამიზნიანი პნევმატური თოფი მიიტანა და კოუენს შემთვევით ესროლა, რომელიც "ჩელსიში" სტაჟირებას გადიოდა.

კოუენს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა მომხდარიდან ორი დღის შემდეგ სტუდენტს დამატებითი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოსთვის მიმართვა დასჭირდა. ინციდენტს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე არ ახმაურებდნენ, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია მედიაში მაინც გახმოვანდა.

ადრე იუწყებოდნენ, რომ "ჩელსი" კოულს დასჯიდა. კერძოდ რა სანქციას გამოუტანდნენ მოთამაშეს, არ იყო დაზუსტებული. კლუბს კოულისთვის დისკვალიფიკაცია არ მიუცია - მცველი "ჩელსის" შემადგენლობაში ისევ რეგულარულად თამაშობს.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა