ნოიერმა, სადამდეც შეძლო, კარში იომა...
* მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი 2014 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგო. "რეკორდმაისტერი" მაშინაც "რეალთან" დამარცხდა და თან - 0:4.

* ამ ორ მარცხს შორის "ბაიერნმა" შინ ზედიზედ 16 მატჩი მოიგო ლიგაზე.

* "ბაიერნმა" საერთოდ პირველად წააგო შინ (ნებისმიერ ტურნირში) 2016 წლის მარტის მერე.

* კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე 659-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

* "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე თავური გოლი 2014 წლის ოქტომბრის მერე პირველად გაუშვა.

ის, რომ რეკორდმაისტერს კიდევ რაღაც შანსი რჩება, დუელში სასწაულებრივი "ქამბექის" მოხდენის, თავიდან ბოლომდე მანუელ ნოიერის დამსახურებაა, რომელმაც 4-5 "მკვდარი ბურთი" მოიგერია. ის, რომ ეს შანსი ასეთი მცირეა, ორი კაცის დამსახურებაა - კრიშტიანო რონალდოსი, რომელმაც ნამდვილი ბენეფისი მოიწყო - ორი გოლით თამაში შემოატრიალა და თან მეტოქე 10 კაცის ამარა დატოვა და... არტურო ვიდალის, ვისაც შეეძლო "რეალი" გასახდელში 0:2-ზე გაეშვა, მან კი პენალტი ააცილა, მეორე ტაიმში კი სულ აიჭრა.

კარლო ანჩელოტის გუნდს ბუნდესლიგაში სერიოზული წინააღმდეგობა ვერ ხვდება, გუნდი ერთი თავით სჯობს ყველას. ბოლო წლებია, სწორედ ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას გუნდისთვის ევროთასების გადამწყვეტ ეტაპებზე. ეს ყველაფერი კი კიდევ ერთხელ ანჩელოტისა და მისი ყოფილი შეგირდის, ზინედინ ზიდანის "რეალის" დაპირისპირებაში დამტკიცდა - "სამეფო კლუბმა" 2:1 მოიგო (მეტიც შეეძლო) და საპასუხო მატჩის წინ ისეთივე ფავორიტია, როგორც ბუნდესლიგაში "ბაიერნი" "მაინცებისა" და "ინგოლშტადტების" წინააღმდეგაა.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, პირველი ტაიმი სულ სხვანაირი იყო, მეორე - სულ სხვა. თუ ქარიმ ბენზემას უხერხულ დარტყმას არ ჩავთვლით, რომელიც ნოიერმა მოიგერია, "რეალს" არაფერი შეუქმნია, "ბაიერნმა" კი ტიაგო ალკანტარას კუთხურის მერე გაიტანა, ნაჩოს არტურო ვიდალმა თავით დაასწრო. ტაიმის მიწურულს ნიკოლა რიცოლიმ ტყუილად დანიშნა სტუმართა კარში და კარვახალიც სულ ტყუილად გააფრთხილა (მას ხელით ნამდვილად არ უთამაშია), მაგრამ "მეფე არტურომ" ამჯერად, ვეღარ ივარგა.

ამის მერე დადგა კრიშტიანო რონალდოს ჯერი, რომელმაც ჯერ კარვახალის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა და ამით საკმაოდ გრძელი "მშრალი" სერია შეწყვიტა ლიგაში, მერე ხავი მარტინესი "წამოიკიდა", მეორე ყვითელი ბარათი მიაღებინა და შემდეგ დღის გმირ ნოიერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. ეს უკვე მადეირელის საიუბილეო, მე-100 გოლი იყო ევროთასებზე (აქ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის სუპერთასიც იგულისხმება).

ამის მერე იყო უცნაური გოლი სერხიო რამოსის შესრულებით, რომელიც სამართლიანად არ ჩაითვალა და კარს მიჯაჭვული დაბნეული "ბაიერნი". ბოლო დღეებში გუნდის დანაკლისი (მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი დაიმტვრნენ) აუნაზღაურებელი ზარალი გამოდგა. ვარსკვლავის აჩრდილად ქცეულ თომას მიულერს, ალბათ, მხარდაზიანებული ლევანდოვსკიც კი აჯობებდა.

"ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ნახევარფინალისკენ, მაგრამ წინ საპასუხო შეხვედრაა და ყველაფერი არ გადაწყვეტილა. გოლის გატანა ძალიან მინდოდა, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გამარჯვებაა. დღეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი დამსახურებულად დავამარცხეთ", - ეს "რეალის" კაპიტნის, სერხიო რამოსის სიტყვებია.

"ერთი-ორი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ამითაც კმაყოფილები ვართ. გარეთ ბეილი თავს კარგად ვერ გრძნობს, იმედია, სერიოზული არაფერია. კრიშტიანო გასახდელში გაბრაზებული იყო, მას კიდევ შეეძლო გოლების გატანა, თუმცა მიღწეულით, რა თქმა უნდა, ის კმაყოფილია", - თქვა ზინედინ ზიდანმა.

იხილეთ ვიდეო

ბაიერნი-რეალი 1:2

გოლები: 1:0 ვიდალი (25), 1:1 რონალდო (47), 1:2 რონალდო (77)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო (64. ბერნატი), ვიდალი - რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (66. დუგლას კოშტა) - მიულერი (81. კომანი)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (91. კოვაჩიჩი), კაზემირო, კროოსი - ბეილი (59. ასენსიო), ბენზემა (83. ხამეს როდრიგესი), რონალდო

გამოუყენებელი პენალტი: ვიდალი (45+2)

გაძევება: ხავი მარტინესი (61)

მაყურებელი: 69 950

საპასუხო მატჩი - 18 აპრილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გგგ
მართალია. ბაიერნი თავკომბალა ბუნდესლიკის მსხვერპლია, რომელიც აგერ უკვე კიდევ ერთხელ დარჩა ლიგის ფინალის მიღმა. ზოგადად გერმანული გუნდები სერიოზულ კრიზისს განიცდიან ევროტურნირებზე. ამ დუელში მაქსიუმ 5% ჰქონდეს ბაიერნს რამე შანსი
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება