გორში ძიუდოს ახალი კლუბის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დამფუძნებლებს დიდი მიზნები აქვთ
გორში ძიუდოს ახალი კლუბის, "New Gori"-ს პრეზენტაცია გაიმართა. როგორც მისი დამფუძნებლები აცხადებენ, კლუბს დიდი მიზნები აქვს, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს საკლუბო პირველობებზე წარმატებები.

დამაარსებლები ქართული ძიუდოსთვის ცნობილი ადამიანები: არსენ აზალაძე, ანზორ თენაძე, ჯონი თაყნიაშვილი, გოგიტა ღვინიაშვილი (ბექა ღვინიაშვილის მამა) და დავით ტატულაშვილი არიან. სწორედ ტატულაშვილის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა ამ ახალი კლუბის დაფუძნება და მისი პრეზიდენტიც ისაა.

"New Gori"-ს პრეზენტაციაზე სპორტსმენები, მწვრთნელები, საქართველოს ძიუდოს, სამბოს და ქართული ჭიდაობის ფედერაციათა ხელმძღვანელები, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ასაკობრივი გუნდების თავკაცები, აგრეთვე, ადგილობრივი და შიდა ქართლის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საპატიო სტუმრებმა "New Gori"-ს ხელმძღვანელებს და წევრებს წარმატებები უსურვეს.

ნიშანდობლივია, რომ კლუბი მხოლოდ ადგილობრივი სპორტსმენებით არ იქნება დაკომპლექტებული. აქ ვიხილავთ საქართველოს სხვა ქალაქების სპორტსმენებს, აგრეთვე, უცხოელ ლეგიონერებს. მალე ძიუდოს გულშემატკივარი ამ კლუბში ქართული ძიუდოს არაერთ ტიტულოვან წარმომადგენელს იხილავს.

გარდა ამისა, "New Gori"-ს პრეზიდენტი დავით ტატულაშვილი გეგმავს გორში ახალი დარბაზის აშენებას, რომელიც არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ საშეჯიბრო იქნება და გარკვეული რაოდენობის მაყურებელსაც დაიტევს.

"ჩვენს კლუბში ძიუდოს გულშემატკივარი იხილავს არაერთ ცნობილ და ტიტულოვან ძიუდოისტს. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ახალგაზრდა ძიუდოისტების ხელშეწყობაცაა და მათთან ერთად სამომავლო დიდი წარმატებებისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

ყველა მათგანს შევუქმნით სათანადო პირობებს, რათა ქართული ძიუდოს და გორის სახელი კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერდეს მსოფლიო ძიუდოს სამყაროში", - თქვა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა არსენ აზალაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფერნანდო
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ფერნანდო
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
gaixaret qartveleboo
ცარმატებები ამ პატრიოტ ხალხსს და სპორცმენებს
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
ძიუდოს საკლუბო ჩემპიონატი: კლუბები გაირკვა, რევოლუცია აპრილში იწყება
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საკლუბო ლიგა: "შევარდენი" მეოთხედ - ნაცნობი ფინალი ნაცნობი შედეგით
ძველ წონაში, ახალი შემართებით - ინტერვიუ ბექა ღვინიაშვილთან
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
ანზორ თენაძე: ბექა ღვინიაშვილის ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ