თუ სიახლემ ზუსტად ისე იმუშავა, როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ჩაიფიქრა, მაშინ იგი სხვა ფედერაციებსაც გამოადგებათ
ძიუდოს აკადემიაში დამთავრდა ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის საკლუბო ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის, რომელმაც სათავე დაუდო ახალ საკლუბო სისტემაზე გადასვლას ძიუდოში - გამოვლინდა ჭაბუკთა შორის ზედა და ქვედა ლიგების მონაწილე გუნდები, ანუ კლუბების დიფერენცირება იწყება და ასევე გაირკვა უფროსთა საკლუბო ჩემპიონატის მონაწილე 7 გუნდი.

ისინი უკვე აპრილში დაიწყებენ ახალ ჩემპიონატს, რაც რევოლუციური სიტყვა უნდა გამოდგეს ქართულ ძიუდოში. თუმცა აქ თუ გაამართლა, მაშინ რევოლუციურად მთლიანად ქართულ სპორტში იქცევა, რადგან მძლავრ ბიძგს მისცემს საკლუბო სისტემის განვითარებას საქართველოში. ყოველ შემთხვევაში, მას უკავშირებენ სპორტსმენთა სოციალური ანაზღაურების საკითხის მოგვარებას, მათ შორის - სათადარიგოებისაც, რომლებსაც ასევე მიეცემათ საშეჯიბრებო პრაქტიკა და აღარც უფულობა შეაწუხებთ.

ჭაბუკთა საკლუბო ჩემპიონატში ამჯერად 39 კლუბი ჩაება (შარშან 36 იყო), შემოდგომაზე გასამართავი "ოქროს ლიგის" საგზური კი 8 კლუბმა მოიპოვა. ესენია: "შევარდენი", "გლადიატორი", "ლიდერი", "მებრძოლი-2015" (ყველა - თბილისი), გორის "ვიპ-ძიუდო" და "ლომჭაბუკი", ქარელის "დურმიშხანი" და დუშეთის "არაგველები". სწორედ ამათ შედეგებზე იყო დამოკიდებული უფროსთა საკლუბო ჩემპიონატის მონაწილეთა სახელწოდებები და მწვრთნელთა ვინაობა, რაც კენჭისყრით განისაზღვრა. ოღონდ უფროსთა ლიგაში შვიდი კლუბი გამოდის, ანუ ჭაბუკებიდან ერთი ზედმეტი იყო. ამიტომ ბოლო ორ ადგილზე გასულები - "ლომჭაბუკი" და "არაგველები" ერთმანეთს დააჭიდეს. გამარჯვება და უფროსთა შორის გამოსვლის უფლება "ლომჭაბუკმა" მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ უკვე შერჩეული იყო უფროსთა კლუბების შემადგენლობა. რაკიღა შვიდი წონაა, მათთვის 7-7 კაცი შეარჩიეს (პლუს - სათადარიგოები): 4-4 მონაწილე საქართველოს ჩემპიონატის მედალოსანია, რომლებსაც 3-3 სპორტსმენი მეორე დონის, ანუ ეგრეთ წოდებული წაგებულთა ჩემპიონატიდან დაუმატეს (შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ფედერაციამ ქვეყნის ჩემპიონატში დამარცხებულებისთვის ცალკე ტურნირი ჩაატარა).

ეს შვიდეული შესაბამისი ნუმერაციით განლაგდა, კლუბების თანაბრად დაკომპლექტების მიზნით კი გარკვეული პრინციპით გადანაწილდნენ. მაგალითად, პირველ კლუბში მოხვდა 60 კილოგრამის პირველი ნომერი, 66-ის - მეორე, 73-ის - მესამე და ასე შემდეგ.

ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ყველა ძლიერი ან, პირიქით - ყველა შედარებით სუსტი ერთ კლუბში არ მოგროვილიყო, ახლა კი ყველას ჰყავს წონის როგორც ლიდერი, ასევე - აუტსაიდერი და საშუალო დონის ძიუდოისტი.

ასევე გაირკვა ამ კლუბების მწვრთნელებიც: "შევარდენი-2005"-ს გურამ მოდებაძე გაწვრთნის, "ლომჭაბუკს" - ქართლოს პავლიაშვილი, "მებრძოლს" - გოჩა ბერაძე, "გლადიატორს" - ალექსი ღვინიაშვილი, "ვიპ-ძიუდოს" - ანზორ თენაძისა და ნიკო ბიბილაშვილის ტანდემი, "ლიდერს" - ალექსანდრე მამუკიშვილი, ხოლო "დურმიშხანს" - გიორგი ბერუაშვილი.

უფროსთა საკლუბო პირველობა სტარტს 10 აპრილს აიღებს ისევ ძიუდოს აკადემიაში, სადაც პირველი და მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. თვეში 2-2 ტური ჩატარდება, სპორტსმენები კი ყოველ მოგებაზე ბონუსად პრემიას მიიღებენ.

თუ ამ მოდელმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ჩაიფიქრა, მაშინ იგი სხვა ფედერაციებსაც სამაგალითოდ გამოადგებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანამდებობას ტოვებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული "ლომჭაბუკი" გახდა
ოქროს ლიგა 2017: "შევარდენი" ჩემპიონი მეხუთედ გახდა!
ძველ წონაში, ახალი შემართებით - ინტერვიუ ბექა ღვინიაშვილთან
ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან
ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება
საკლუბო ლიგა: "შევარდენი" მეოთხედ - ნაცნობი ფინალი ნაცნობი შედეგით
შიდა ქართლში ჩემპიონების აღზრდა ტრადიციაა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გურამ მოდებაძე საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
"New Gori" - ახალი საკლუბო ამბიცია ძიუდოში
მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო
ონოს გასაღები გორში იჭედება! ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილის პირად მწვრთნელთან
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია
ანზორ თენაძე: ბექა ღვინიაშვილის ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ფინალური კვარტეტი ცნობილია