ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევროუქმეების წინ: "მადონინა", ჟოზე VS კონტე და რევოლუცია "კამპ ნოუზე"

ევროუქმეების წინ: "მადონინა", ჟოზე VS კონტე და რევოლუცია "კამპ ნოუზე"

ევროთასებიდან ევროუქმეებზე - გადამწყვეტი ბრძოლების წინ
ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ბევრი თვალსასეირო მატჩი ვიხილეთ, გვარიანი შიშიც ვჭამეთ დორტმუნდსა და ლიონში მომხდარი ამბებით, თუმცა ახლა უკვე ევროუქმეების ჯერია - ევროპის საფეხბურთო ქარავანი ერთ ადგილზე არ ჩერდება.

მაშ ასე, მენიუს ყველაზე მსუყე ლუკმა მილანური დერბია და მატჩი "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ჟოზე მოურინიოს სასტიკად სურს, ანტონიო კონტეს "ჭკუა ასწავლოს". ვნახოთ, რა გამოვა აქედან. ევროპაში კი საინტერესო ბევრი სხვაც მოხდება ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში...

პრემიერლიგა: ტოტენჰემის შანსი?

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" კონკურენტი ვერ არის, ჟოზე მოურინიომ აქამდე სულ 57 ქულას მოუყარა თავი, მაშინ, როცა მის ყოფილ გუნდში ანტონიო კონტეს მონაგარი პირიქით იწერება - 75 ქულა. შესაბამისად, ორივე გუნდს სულ სხვა სახის მიზნები აქვს ამ სეზონის დასკვნით ეტაპზე, თუმცა ერთი რამ ცხადია - "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედი" "ჩელსის" წინააღმდეგ არასოდეს იქნება მეორეხარისხოვანი დაპირისპირება, განსაკუთრებით მაშინ, როცა "იუნაიტედს" "ჩელსის" ლეგენდა-მწვრთნელი წვრთნის.

ეს დაპირისპირება ტურს ასრულებს. "ჩელსის" დიდი უპირატესობა აქვს, რადგან ხუთშაბათს "იუნაიტედს" მნიშვნელოვანი დაპირისპირება ჰქონდა ბრიუსელში "ანდერლეხტის" წინააღმდეგ. ეს თამაში უეინ რუნიმ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ჟოზე ამბობს, რომ "ჩელსისთან" რუნის თამაში შეეძლება.

ყოველ შემთხვევაში, მისი გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში ძალზე საეჭვოა. მანჩესტერელებს არც იანგი, მატა, სმოლინგი, ჯონსი და უილსონი ეყოლებათ. მოურინიოს შური აქვს საძიებელი ოქტომბრის "სტემფორდ ბრიჯისთვის", მაშინ პედრომ, კეჰილმა, აზარმა და კანტემ "მანჩესტერი" გვარიანად შეარცხვინეს - 4:0 მოუგეს.

ყველას გვახსოვს მცირე დაპირისპირება მწვრთნელებს შორისაც, როცა ჟოზემ კონტეს ყურში ჩაჰყვირა, უნამუსოდ იქცევიო. ჟოზემ კიდევ ერთხელ მარტში წააგო ერთ დროს მშობლიურ "სტემფორდ ბრიჯზე", როცა "იუნაიტედი" ასოციაციის თასზე დამარცხდა "ჩელსისთან" და ტურნირს დაემშვიდობა. მაშინ "ჩელსიმ" კანტეს გოლით 1:0 მოიგო, მწვრთნელებმა მაშინაც "დასცხეს" ერთმანეთს...

"ჩელსის" ფეხის დაცდენის იმედი აქვს მაურისიო პოჩეტინოს, რომლის "ტოტენჰემიც" "ბორნმუთს" მასპინძლობს და თუ მოიგო, ეს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იქნება ჩემპიონატში. ამ ეტაპზე "დეზებზე" უკეთეს ფორმაში ევროპის ტოპ-5 ლიგაში არც ერთი გუნდი არ არის, თან, ლონდონელებს მთავარი გოლეადორი ჰარი კეინი დაუბრუნდათ. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. რა თქმა უნდა, 7 ქულა ბევრია, მაგრამ თუ ამ ტურში ვითარება შეიცვალა, ინგლისის ჩემპიონის საკითხი აქტუალური გახდება.

ლა ლიგა: ბასკები ტურინის სირცხვილის მერე

ტურინში შერცხვენილი "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" ყოჩაღ "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს და ტურის გამორჩეული თამაშიც უთუოდ ესაა. ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება მატჩს და ცუდ განწყობაზე - სანამ "სპორტინგს" დაამარცხებდა ეუსებიო საკრისტანის გუნდი, "სოსიედადმა" ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ მოიგო (ამათგან სამი სულაც წააგო).

"ბარსას" უიღბლობების შესახებ ისედაც ცნობილია - "მალაგასთან" მოულოდნელი 0:2-ის შემდეგ გუნდი ტურინში "იუვენტუსთან" 0:3 დაეცა. მოკლედ, ზედიზედ ორ მატჩში გოლი ვერ გაიტანა და აქეთ ხუთი გაუშვა.

ამას დავუმატოთ ნეიმარის დისკვალიფიკაცია და ლეო მესის გამოხდომა: მედიის ცნობით, ლუის ენრიკეს კრიტიკის პასუხად, არგენტინელმა ვარჯიში იუარა. არ ვიცით, ამ ისტორიაში რამდენი პროცენტია მართალი, მაგრამ ფაქტია, რომ ესპანეთის ჩემპიონის ბანაკში ვერ არის კარგი სიტუაცია. "ბარსას" არც ტრავმირებული ალეიშ ვიდალი და არდა თურანი ეყოლება, არც რაფინია. "სპორტის" ინფორმაციით, "ბარსას" ხელმძღვანელობა შემადგენლობაში ნამდვილ რევოლუციას აპირებს, ლუის ენრიკეს ბევრი ფეხბურთელი მიჰყვება.

ჩემპიონატის ლიდერი მადრიდის "რეალი" ხიხონს სტუმრობს, სადაც გააფთრებით, მაგრამ წარუმატებლად იბრძვის ლიგაში დარჩენისთვის "სპორტინგი".

"ლესტერის" 1:0 დამარცხების შემდეგ დიეგო სიმეონემ ცამდე აქო ანტუან გრიზმანი, ის საოცარი ფეხბურთელია, მე მისი მწვრთნელი ვარ და მეც კი ვერ დაგისახელებთ მის ზუსტ პოზიციას მოედანზეო. "ატლეტიკოს" შედარებით იოლი მატჩი ელის, "ვისენტე კალდერონს" ლა ლიგის აშკარა აუტსაიდერი "ოსასუნა" სტუმრობს, რომელმაც მოულოდნელად, ბოლო ორი მატჩი მოიგო (წინა 29 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო).

ბუნდესლიგა: ბაიერნის რეალობა

"რეალთან" დამარცხებული "ბაიერნი" შინაურ რეალობას უბრუნდება. იქ კი "რეკორდმაისტერს" ყველაფერი ჩინებულად აქვს, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე "ბაიერნი" ერთადერთ მდევარ "ლაიპციგს" 10 ქულით უსწრებს. კარლო ანჩელოტის გუნდის მომდევნო მეტოქე "ლევერკუზენია".

ეს დაპირისპირება სხვა დროს ტურის უმთავრესი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ახლა მას ასეთად ვერ მოვნათლავთ - "ლევერკუზენი" მხოლოდ მე-12 ადგილზეა და "ბაიერნს" 33 ქულით (!) ჩამორჩება. I წრეში "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" 2:1 იმარჯვა, ტიაგო ალკანტარას გოლი ჩალჰანოღლუმ გაქვითა (რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია), მაგრამ 56-ე წუთზე "ბაიერნს" გამარჯვება მატს ჰუმელსმა მოუტანა, რომელიც ახლა ტრავმირებულია და მისი თამაში საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად "რეალთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება რობერტ ლევანდოვსკიმაც გამოტოვა.

სატურნირო თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანია "ლაიპციგისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირება, მეორეადგილოსანი მე-6 ადგილზე მყოფ გუნდს მასპინძლობს.

"დორტმუნდი" "სიგნალ იდუნა პარკზე" "აინტრახტს" მასპინძლობს. გუნდს თავს დამტყარი ტერორისტული აქტისა და მერე "მონაკოსთან" წაგების შემდეგ თომას ტუხელის გუნდი ფორმიდან ამოვარდნილია, მაგრამ კიდევ უარეს დღეშია მეტოქე - "აინტრახტი" ლიდერების კუდში იყო, მაგრამ მერე რაღაც მოხდა და 12 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, ისიც, ქვეყნის თასზე. ბუნდესლიგაში ფრანკფურტელებს 5 თებერვლის მერე ვერ მოუგიათ, მაშინაც აშკარა აუტსაიდერი "დარმშტადტი" დაამარცხეს.

სერია A: მილანური გარჩევა ევროსაგზურისთვის

სერია A-ს 32 ტურის ყველა შეხვედრა შაბათს, 15 აპრილს გაიმართება, ყველაზე ადრე კი ტურის ცენტრალური შეხვედრაა ჩანიშნული - ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდება.

დიახ, წინ მილანური დერბია, მატჩი, რომელიც ყოველთვის და ყველა ვითარებაში დიდ ინტერესს იწვევს. შევიხედოთ ორივე გუნდის ბანაკში და გავარკვიოთ, როგორი განწყობით ელოდებიან მილანური კლუბები ამ უაღრესად მნიშვნელოვან პაექრობას...

ინტერი

გასულ ტურში "ინტერმა" "კროტონესთან" წააგო და საქვეყნოდ შეირცხვინა თავი. მილანურ გრანდს მცირე ჩავარდნა აქვს, რისი თქმის საფუძველსაც ბოლო ორ ტურში განცდილი ორი მარცხი გვაძლევს. "ნერაძური" "სამპდორიასთან" სახლში და "კროტონესთან" გასვლაზე 6 ქულას გეგმავდა, თუმც ხელმოცარული დარჩა და შედეგად, დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებას.

ეგ კი არა, მილანელებს ევროპალიგის საგზური გაუხდათ სანატრელი, რადგან სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე დაეშვნენ.

"ინტერი" დერბის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება - მხოლოდ რობერტო გალიარდინია დისკვალიფიცირებული, სხვა მხრივ, კი ყველაფერი რიგზეა. "ინტერის" მწვრთნელ-ფეხბურთელები გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციაზე ლაპარაკობენ და ანტონიო კანდრევას სიტყვებიც ამის დასტურია:

"წინა ტურში საშინლად ვითამაშეთ და დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. გულშემატკივართა წინაშე ვალში ვართ და მილანურ დერბიში საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. "მილანის" დამარცხების შემთხვევაში, ევროპალიგის საგზურს მივუახლოვდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. "ინტერი" ევროასპარეზის გარეშე არ უნდა დარჩეს, ეს დაუშვებელია".

სავარაუდო შემადგენლობა

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ანსალდი - მედელი, კონდოგბია - კანდრევა, ბანეგა, პერიშიჩი - იკარდი.

მილანი

"მილანში" უკეთესი განწყობაა, ვინჩენცო მონტელას გუნდმა "პალერმოს" 4 უპასუხო გოლი გაუტანა და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. დღეს "როსონერი" უფრო ახლოა ევროსაგზურთან, ვიდრე თუნდაც ერთი კვირის წინ და შესაბამისად, მწვრთნელიც უფრო ომახიან კომენტარს აკეთებს:

"დერბი დიდი გამოცდაა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროსაგზურისკენ. "ინტერს" დასაკარგი არაფერი აქვს და დიდი ძალებით შემოგვიტევს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საუკეთესო ხუთელში გვსურს შესვლა და ამისთვის ჩვენც მხოლოდ სამი ქულა გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი გველოდება".

"ინტერისგან" განსხვავებით, "მილანს" ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მაგრამ მათ ლაზარეთში ყოფნას უკვე მივეჩვიეთ - დიდი ხანია, რაც "როსონერის" რიკარდო მონტოლივო, ინაციო აბატე, ანდრეა ბერტოლაჩი და ჯაკომო ბონავენტურა ვერ ეხმარებიან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მილანური კლუბი ოფიციალურად გადავიდა ჩინელი ინვესტორების ხელში და ეს პირველი დერბი იქნება წლების მერე, როცა გუნდის მეპატრონე სილვიო ბერლუსკონი აღარ იქნება.

სავარაუდო შემადგენლობა

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, საპატა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, სოსა, ფერნანდესი - სუსო, დეულოფეუ, ბაკა.

ტურინის "იუვენტუსი" აუტსაიდერ "პესკარას" ესტუმრება - ძალთა თანაფარდობა აშკარად დარღვეულია, მაგრამ აქ არის ერთი ინტრიგა - "პესკარას" ზდენეკ ზემანი წვრთნის. თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ სეპციალისტს "ბებერი ქალბატონის" მიმართ, ყველას ეცოდინება.

"რომა" "იუვეს" 6 ქულით ჩამორჩება. 7 ტურით ადრე ჯერ კიდევ რჩება "სკუდეტოს" შანსი და დედაქალაქის გუნდი დანებებას ბოლო ტურამდე არ აპირებს. "ოლიმპიკოს" ბერგამოს "ატალანტა" ესტუმრება, რომელიც მე-5 პოზიციაზეა, რაც ამ გუნდისთვის დიდებული მიღწევაა.

ლიგა 1: მონაკო და მისი მდევრები

"მონაკო" ორივე ფრონტზე ისე ყოჩაღად იბრძვის, რომ უკვე აშკარაა, დანებებას არსად აპირებს, ძალები კი ორივეგან ეყოფა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდი 3 ქულით უსწრებს "პარი სენ-ჟერმენს", რომელიც კვლავ ფავორიტად რჩება.

ამ ტურში "მონაკო" "დიჟონს" მასპინძლობს და ისეთ ხასიათზეა, წესით, მეტოქის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს. უნაი ემერის კრებული კი დღეს ესტუმრება "ანჟერს". საჩემპიონო რბოლაში კიდევ ერთი გუნდი რჩება - "ნიცა", რომელიც ამ ტურში "ნანსის" შეხვდება.

მიმდინარე სერიები

* გამარჯვებები (ტოპ-5): 6 - ტოტენჰემი; 5 - მონაკო, პსჟ.

* გამარჯვებები (ევროპაში): 8 - ასტრა; 6 - ტოტენჰემი.

* დაუმარცხებელი (ტოპ-5): 21 - მანჩესტერი; 13 - მონაკო, პსჟ.

* დაუმარცხებელი (ევროპა): 32 - სელტიკი; 26 - კოპენჰაგენი; 25 - პორტუ.

* ფრეები (ტოპ-5): 3 - მარსელი.

* ფრეები (ევროპა): 5 - დნიპრო; 4 - როსტოვი.

* მოუგებელი (ტოპ-5): 14 - მიდლსბრო; 10 - ემპოლი.

* მოუგებელი (ევროპა): 14 - მიდლსბრო; 10 - ემპოლი, მორეირენშე, ვოლინი.

* წაგებები (ტოპ-5): 5 - მაინცი, პალერმო.

* წაგებები (ევროპა): 7 - ბორაცი; 6 - დანდი.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIII ტური

შაბათი. 15 აპრილი

ტოტენჰემი-ბორნმუთი 15:30

კრ. პალასი-ლესტერი 18:00

ევერტონი-ბარნლი 18:00

სტოკი-ჰალი 18:00

სანდერლენდი-ვესტ ჰემი 18:00

უოტფორდი-სუონსი 18:00

საუთჰემპტონი-სიტი 20:30

კვირა. 16 აპრილი

ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 16:30

მანჩესტერი-ჩელსი 19:00

ორშაბათი. 17 აპრილი

მიდლსბრო-არსენალი 23:00

ბომბარდირები: 23 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური

პარასკევი. 14 აპრილი

ბილბაო-ლას პალმასი 22:45

შაბათი. 15 აპრილი

დეპორტივო-მალაგა 15:00

სპორტინგი-რეალი 18:15

ატლეტიკო-ოსასუნა 20:30

ბარსელონა-სოსიედადი 22:45

კვირა. 16 აპრილი

ლეგანესი-ესპანიოლი 14:00

ვალენსია-სევილია 18:15

ბეტისი-ეიბარი 20:30

გრანადა-სელტა 22:15

ორშაბათი. 17 აპრილი

ალავესი-ვილიარეალი 22:45

ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXIX ტური

შაბათი. 15 აპრილი

დორტმუნდი-აინტრახტი 17:30

მაინცი-ჰერტა 17:30

ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი 17:30

აუგსბურგი-კიოლნი 17:30

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 17:30

ლაიპციგი-ფრაიბურგი 17:30

ლევერკუზენი-ბაიერნი 20:30

კვირა. 16 აპრილი

ვერდერი-ჰამბურგი 17:30

დარმშტადტი-შალკე 19:30

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXXII ტური

შაბათი. 15 აპრილი

ინტერი-მილანი 14:30

რომა-ატალანტა 17:00

პალერმო-ბოლონია 17:00

კალიარი-კიევო 17:00

ტორინო-კროტონე 17:00

ფიორენტინა-ემპოლი 17:00

პესკარა-იუვენტუსი 17:00

ჯენოა-ლაციო 17:00

სასუოლო-სამპდორია 20:00

ნაპოლი-უდინეზე 22:45

ბომბარდირები: 24 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 21 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIII ტური

პარასკევი. 14 აპრილი

ანჟერი-პსჟ 22:45

შაბათი. 15 აპრილი

ნიცა-ნანსი 19:00

მონპელიე-ლორიანი 22:00

რენი-ლილი 22:00

გენგამი-ტულუზი 22:00

მეცი-კაენი 22:00

მონაკო-დიჟონი 23:00

კვირა. 16 აპრილი

ნანტი-ბორდო 17:00

ბასტია-ლიონი 19:00

მარსელი-სტ. ეტიენი 23:00

ბომბარდირები: 29 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა

E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს

"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]

როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?

[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია

"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა

[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა

"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი

"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა

შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს

თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს

უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად

"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე

[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა

Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ედერსონი მიდის - "სიტი" ზაფხულში ბრაზილიელი მეკარის შემცვლელს დაიმატებს

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის

"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

სალიბას გრანდების რიგი დაუდგა - "სიტის" ტრანსფერის განხორციელება ამ ზაფხუსლვე სურს

"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]

"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა

"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის

გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს

კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება

ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

"სიტი" ედუარდო კამავინგას გადაბირებას შეეცდება

"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?

"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა

კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..

თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა

კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა

ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა

მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ

სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]

"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდერი ყიდულობს

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს

"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს