"მერსედესისა" და "ფერარის" ბრძოლა საჰირში გაგრძელდება
ბაჰრეინის გრანპრი შედარებით ახალი ეტაპია, რომელიც ფორმულა 1-ის კალენდარში 2004 წელს გამოჩნდა. იქიდან მოყოლებული, რბოლა რეგულარულად ტარდება. გამონაკლისი იყო 2011 წელი, როცა გრანპრი არ გაიმართა ქვეყანაში პოლიტიკური მღელვარების გამო.

ეტაპი საღამოს საათებში ტარდება, ხელოვნური განათების ქვეშ, როცა ჰაერისა და ასფალტის ტემპერატურა მცირდება.

ბაჰრეინის რბოლის საინტერესო თავისებურება ის არის, რომ პილოტები პოდიუმზე შამპანურის ნაცვლად, უალკოჰოლო გაზიანი სასმლით - Waard-ით წუწავენ ერთმანეთს.

საჰირის ტრასას ახასიათებს საწვავის მაღალი წვა და მუხრუჭების ინტენსიური ცვეთა. საბურავებზე ზედმეტი ზეწოლა მოდის იმის გამო, ბევრია დამუხრუჭების ზონა.

ტრეკზე თითქმის არ არის სწრაფი მოსახვევები, მაგრამ გრძელი სწორი მონაკვეთების ბოლოს დამუხრუჭებისას, სავსებით შესაძლებელია გასწრება.

კლიმატი ბაჰრეინში ძალიან ცხელია, დღისით ჰაერი 40 გრადუსამდე ცხელდება. ჯერჯერობით, საჰირში რბოლის დროს არასოდეს უწვიმია. სინოპტიკოსები ამჯერადაც მშრალ ამინდს ვარაუდობენ.

ჩემპიონატის პირველმა ორმა ეტაპმა აჩვენა, რომ "ფერარი" არ მისცემს "მერსედესს" იოლ ცხოვრებას. მოქმედ ჩემპიონებს ისევ აქვთ დიდი უპირატესობა კვალიფიკაციაში, მაგრამ "სკუდერიას" ახალი მანქანა არ ჩამორჩება "მერსედესს" რბოლის დისტანციაზე. SF70H უკეთესია საბურავებთან მიმართებაში და ბაჰრეინის 40-გრადუსიან სიცხეში ეს "ფერარის" უპირატესობა უნდა იყოს.

ბოლო სამი წელია, ბაჰრეინის გრანპრიზე მხოლოდ "მერსედესი" იმარჯვებდა. მიუხედავად ამისა, "ფერარი" არაერთხელ იყო ძალიან ახლოს გერმანულ საჯინიბოსთან. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სკუდერიას" ბოლო მოგება "საჰირზე" 2010 წლით თარიღდება - ეს იყო ფერნანდო ალონსოს პირველი რბოლა "ფერარის" მანქანით.

ამჟამად, "მერსედესისა" და "ფერარის" ბრძოლა იმდენად მჭიდროა, რომ ამ დუელში ფავორიტის წინასწარ დასახელება რთულია. "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და ეს იქნება ხასიათების დუელი, - ამბობს ლუის ჰემილტონი. - ფეტელი საუკეთესო ფორმაში იმყოფება, ის ფენომენალურად სწრაფია. "ფერარი", როგორც არასდროს ბოლო წლებში, ძალიან კარგად გამოიყურება. და ეს დუელი მე მომწონს".

ბაჰრეინის გრანპრი

საჰირი

სიგრძე: 5412 მ.

წრეების რაოდენობა (დისტანცია): 57 (308.238 კმ)

საბურავები: მედიუმი, სოფტი, სუპერსოფტი

DRS-ის ზონა: ორი

ტრასის რეკორდი (რბოლა): 1.31,447 (დე ლა როსა, "მაკლარენი", 2005 წელი)

ტრასის რეკორდი (კვალიფიკაცია): 1.29,493 (ჰემილტონი, "მერსედესი", 2016 წელი)

რეკორდსმენი მოგებების რაოდენობით: ფერნანდო ალონსო - 3

ბოლო ხუთი გამარჯვებული

2016 - ნიკო როსბერგი (მარსედესი)

2015 - ლუის ჰემილტონი (მარსედესი)

2014 - ლუის ჰემილტონი (მარსედესი)

2013 - სებასტიან ფეტელი (რედ ბული)

2012 - სებასტიან ფეტელი (რედ ბული)

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი - 43

1. ლუის ჰემილტონი - 43

3. მაქს ფერსტაპენი - 25

4. ვალტერი ბოტასი - 23

5. კიმი რაიკონენი - 22

6. დანიელ რიკარდო - 12

7. კარლო საინსი - 10

8. ფელიპე მასა - 8

8. სერხიო პერესი - 8

უქმეების განრიგი

14 აპრილი, პარასკევი

15:00 - I პრაქტიკა

19:00 - II პრაქტიკა

15 აპრილი, შაბათი

16:00 - III პრაქტიკა

19:00 - კვალიფიკაცია

16 აპრილი, კვირა

19:00 - III პრაქტიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა