ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას შარმ ელ შეიხის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში
ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას შარმ ელ შეიხის 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

ერთეულთა შეჯიბრების მერვედფინალში ჩვენებურმა მეილინ ვანი (ჩინეთი) დაამარცხა - 6:7, 6:0, 6:3 და მეოთხედფინალში გერმანელ რებეკა სეკულიჩს დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა ორ სეტში არლინდა რუშუტი (შვეიცარია) ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:2.

დანარჩენები მეოთხედფინალში ასე დაწყვილდნენ: მაილენ ნუუდი (ესტონეთი)-ლაურა ანდრეი (რუმინეთი), ანა ვესელინოვიჩი (მონტენეგრო)-სანდრა სამირი (ეგვიპტე), მელანი კლაფნერი (ავსტრია)-მალალი კემპენი (ბელგია).

ბოლქვაძე წყვილებში ტაივანელ ჩინ-ვენ ჰსუსთან ერთად მესამე ნომრადაა განთესილი. მეოთხედფინალში ქართულ-ტაივანურმა დუეტმა იოლად სძლია ჩანდრა რანას (ინდოეთი) და კირსტენ ანდრეა ვეედონს (ეგვიპტე) - 6:1, 6:1 და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ანა ვესელინოვიჩსა (მონტენეგრო) და ქსიაოდი იუს (ჩინეთი) გაუწევენ მეტოქეობას. ამ ტანდემმა ოლა ზეკრუს და მაი ელ კამაშს (ორივე - ეგვიპტე) მოუგო - 6:3, 7:6.

მეორე ნახევარფინალში ლაურა-იონა ანდრეი (რუმინეთი), მელანი კლაფნერი (ავსტრია) და კირა შროფი, ტატაჩარ ვენუგოპალი (ორივე - იდოეთი) გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს