როცა სტატისტიკა კრიტიკოსებს არ ეთანხმება
ამბობენ, რომ მისი მზე ჩაესვენა, რომ ის ძველებურად ვერ თამაშობს, ღიზიანდება და ცუდად იქცევა, თუმცა სტატისტიკა სულ სხვაზე მეტყველებს - ლიონელ მესი, რომლის ანგარიშზე უკვე 29 გოლია ლა ლიგაში, თითქმის ყველა კომპონენტში პირველია.

პრემიერლიგა: ჟოზეს შურისძიება

* 2007 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "ჩელსიმ" მეტოქის კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად პრემიერლიგის მატჩში.

* ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) 34 გუნდს შეხვდა პრემიერლიგის მწვრთნელის რანგით და ყველასთან მიითვალა ერთი გამარჯვება მაინც. კოლექციას სწორედ მისი ყოფილი გუნდი "ჩელსი" აკლდა.

* ანდერ ერერამ (მანჩესტერი) პრემიერლიგის მატჩში გოლი და საგოლე პასი ერთად 2015 წლის მერე პირველად მიითვალა.

* "ლივერპულმა" უკვე მოაგროვა 66 ქულა, რაც 6-ით მეტია წინა სეზონის შედეგზე.

* "მანჩესტერ სიტიმ" მე-11 მატჩი მოიგო სტუმრად, რაც კლუბის რეკორდია.

* კევინ დე ბრუინი (სიტი) 13 საგოლე პასით პრემიერლიგის ლიდერია.

* ვენსან კომპანიმ (სიტი) პრემიერლიგაში 2015 წლის აგვისტოს მერე პირველად გაიტანა.

* ჯერდან შაკირის (სტოკი) ბოლო 5 პრემიერლიგური გოლი საჯარიმოს გარედანაა გატანილი.

* ლეიტონ ბეინესი (ევერტონი) პირველი მცველია პრემიერლიგაში, ვინც 50 საგოლე პასი გააკეთა.

* რაც "ლესტერს" კრეიგ შექსპირი წვრთნის (7 ტური) ჯეიმი ვარდიმ 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი).

* ვაჰბი ხაზრის (სანდერლენდი) გოლი 2016 წლის შემდეგ პირველი გოლია, რომელიც პირდაპირ კუთხურიდან გავიდა.

* "სანდერლენდმა" პრემიერლიგაში 701-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.

* "ტოტენჰემმა" ზედიზედ 12 მატჩი "უაით ჰართ ლეინზე" ერთ სეზონში პირველად მოიგო.

* ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) ზედიზედ სამ სეზონში შეძლო 20 და მეტი გოლის გატანა. პრემიერლიგაში ეს აქამდე მხოლოდ შირერს, ანრისა და ვან ნისტელროის გაუკეთებიათ.

* ჰიუნ-მინ სონმა (ტოტენჰემი) ბოლო 4 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 1 პასი).

ლა ლიგა: მესი - ყველგან პირველი

* ბილბაოს "ატლეტიკმა" პრიმერას მატჩის პირველ 20 წუთში სამი გოლი პირველად გაიტანა 1989 წლის შემდეგ.

* სტივენ ნ'ზონზიმ (სევილია) 105 პასი გააკეთა, რაც ანდალუსიელთა საგარეო მატჩებში ამ სეზონის რეკორდია.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოუპოვა თავის გუნდს - 29 გოლით 17 ქულა.

* ლიონელ მესიმ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 7.

* "ბარსელონამ" შინ ზედიზედ მე-18 მატჩი მოუგო "რეალ სოსიედადს" და ჯამში 51 გოლი გაუტანა.

* "ატლეტიკომ" ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი გააცუდა - 6.

* იანიკ ფერეირა-კარასკო (ატლეტიკო) არდა თურანს დაეწია და 13 გოლით ნახევარმცველებს შორის თანალიდერია ლა ლიგაში.

* "რეალმა" ამ სეზონში სტუმრად ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, მას მერე, რაც აგებდა - 10.

* ისკო ალარკონმა (რეალი) ბოლო 8 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი).

* სალვატორე სირიგუმ (ოსასუნა) 2 წუთში ორი პენალტი მოიგერია.

ბუნდესლიგა: "დორტმუნდის" სერია

* "შალკემ" ბოლო 14 პენალტიდან მხოლოდ ნახევარი გაიტანა.

* "დარმშტადტმა" ზედიზედ ორ ტურში ოქტომბრის მერე პირველად გაიტანა.

* 2017 წელს "ვერდერმა" 23 ქულას მოუყარა თავი 12 ტურში, ბოლოს ბრემენელებმა ასეთი რამ 11 წლის წინათ შეძლეს.

* "ჰამბურგმა" მე-14 გოლი გაუშვა ისეთი ფეხბურთელისგან, რომელიც შეცვლაზე შევიდა. ეს ბუნდესლიგის რეკორდია.

* მაქს კრუზემ (ვერდერი) 2017 წელს უკვე ორჯერ და მეტი გაიტანა (7), ვიდრე 2016 წლის განმავლობაში (3).

* ტინ იედვაი (ლევერკუზენი) ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც სამი გაძევება დაუგროვდა.

* არიენ რობენმა "ბაიერნის" მაისურით 250-ე მატჩი ითამაშა.

* რაც ტაიფუნი "ლევერკუზენს" წვრთნის, გუნდს 7 ტურია არ გაუშვია გოლი I ტაიმებში.

* ქერემ დემირბაიმ (ჰოფენჰაიმი) ბუნდესლიგაში პირველი დუბლი შეასრულა.

* ბუნდესლიგის დებიუტანტმა "ლაიპციგმა" უკვე გაინაღდა მე-4 ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზური.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) სეზონში ბუნდესლიგის ყველა გუნდს გაუტანა ("ვოლფსბურგის" ჩათვლით).

* იუნუს მალიმ "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში პირველად გაიტანა.

* ადამ სალაიმ (ჰოფენჰაიმი) 2017 წელს მესამე დუბლი შეასრულა.

* "დორტმუნდმა" პირველ 15 წუთებში ჯამში 14 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე მეტია.

* "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-19 მატჩში გაიტანა გოლი.

სერია A: პიპიტა - 200

* "ნაპოლი" ერთადერთი გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომლის 4-მა ფეხბურთელმა მოახერხა უკვე 10 და მეტი გოლის გატანა.

* ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ "ნაპოლიმ" ზედიზედ ორ ტურში ითამაშა ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით.

* ჯო ჰარტმა (ტორინო) ამ სეზონში 5 ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელმაც გუნდის კარში გოლი გამოიწვია. მხოლოდ იოსიპ პოზავეცმა დაუშვა მეტი სერიოზული შეცდომა - 7.

* ფრანჩესკო ტოტიმ (რომა) მატჩების რაოდენობით (615) გაუტოლდა ხავიერ ძანეტის.

* გონსალო იგუაინმა 23 გოლი გაიტანა ამ სეზონში, ერთ სეზონში ამაზე მეტი "იუვენტუსის" ფეხბურთელმა ბოლოს 2001/02 წლებში გაიტანა (დავიდ ტრეზეგე).

* გონსალო იგუაინმა ევროპის ტოპ-5 ლიგაში 200 გოლის გატანა მოახერხა (რეალი - 107, ნაპოლი - 71, იუვენტუსი - 22).

* კრისტიან საპატამ (მილანი) გოლი თამაშის დაწყებიდან 96 წუთისა და 40 წამის შემდეგ გაიტანა. კაკას მერე (2006 წ.) მილანურ დერბიში "მილანის" ფეხბურთელს 90-ე წუთის მერე აღარ გაუტანია.

* მაურო იკარდიმ (ინტერი) მილანურ დერბიში საჯარიმოში ბურთთან მეორე შეხებით გაიტანა.

* ბოლო 6 მილანური დერბია, რაც არც ერთი ფეხბურთელი არ გაუძევებიათ.

ლიგა 1: ფალკაოს შეხვედრა წარსულთან

* ანხელ დი მარიამ (პსჟ) ბოლო სამ მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 3 საგოლე პასი).

* ანხელ დი მარიამ ლიგა 1-ში უკვე 4 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმებით, რაც მისი დებიუტის შემდეგ, ლიგა 1-ში საუკეთესო შედეგია.

* მაქსიმ ლოპესმა (მარსელი) I ტაიმში 40-ვე პასი ზუსტი გააკეთა.

* ბაფეტიმბი გომისმა (მარსელი) პირველად შეძლო ლიგა 1-ის სეზონში 17 გოლის გატანა.

* უკვე 22 მატჩია, რაც "მარსელი" შინ "სენტ ეტიენთან" არ მარცხდება.

* რადამელ ფალკაომ 2012 წლის მერე პირველად გაიტანა საჯარიმო დარტყმით.

* ჯიმი ბრიანმა (გენგამი) პირველად გაიტანა ერთ სეზონში 10 გოლი ან მეტი.

* "ნიცამ" 1976 წლის მერე პირველად გაინაღდა სამეული.

* მიკაელ ლე ბიანმა (ნიცა) ბოლო სამი ზუსტი დარტყმით სამი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
კონტრაქტს გაუგრძელებენ - "გალათასარაის" იკარდის შენარჩუნება უნდა
ესპანეთის ნაკრები: ცხოვრება ჩავისა და ინიესტას შემდეგ
მადრიდის "რეალი" კონტრაქტს 6 ფეხბურთელს გაუხანგრძლივებს
დი მარია: ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელია
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
34 წლის ასაკში - გომესი ფეხბურთიდან ღირსეულად წავიდა
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
რადამელ ფალკაოს მამა ჩოგბურთის თამაშისას გარდაიცვალა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"ის გენიოსია! ჩემი აზრები წაიკითხა" - მარიო გომესმა "ჩელსისთან" პენალტების სერია გაიხსენა და პეტერ ჩეხზე ისაუბრა
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
მარიო გომესი სამკურნალოა
"ყველა ვარიანტში, "ოქროს ბურთი" მას უნდა გადასცენ" - სიმეონეს თავისი ფავორიტი ჰყავს
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
ანხელ დი მარიამ ახსნა, რატომ სჯობია მისი აზრით ლიონელ მესი კრიშტიანო რონალდოს
ზუსტად 4 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გაიმართა [VIDEO]
ფალკაო ევროპის კონტინენტს ტოვებს - ვეტერან კოლუმბიელს მექსიკაში უხმობენ
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
რადამელ ფალკაოს ქანდაკება რონალდოსა და ბეილისაზე უარესია
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
ვის აქვს ყველაზე მეტი ჰეთრიკი 21-ე საუკუნეში?
მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა
ჟორდი ალბა - ლუის ენრიკეს სქემებს შეწირული
ისკომ "რეალს" გაუტანა და აღნიშნა - "ბეტისმა" "ბლანკოსი" დაამარცხა [VIDEO]
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
ბუნდესლიგა. VI ტურის წინ: როგორ ასცდნენ ერთმანეთს მარიო და "ბაიერნი"
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
[VIDEO] "მაქსი იმდენად გულუხვია, მეგობარი გამაცნო და მასზე გავთხოვდი" - ვანდა ნარას განცხადებას ყოფილი ქმრის თანდასწრებით, დიდი განხილვა მოჰყვა
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
ფალკაოს უნდა კარიერა ბექჰემის გუნდში დაასრულოს
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
ისკოს შეძენა კიდევ ერთ იგნლისურ გუნდს სურს
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
ისკომ ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" უარით გაისტუმრა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა