იტალიურ მედიაში "ემპოლის" სასტარტოში დაბრუნებული ქართველი თავდამსხმელის მომავალზე ათასგვარი ვერსია გავრცელდა
ლევან მჭედლიძე "ემპოლის" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა და "ფიორენტინასთან" "არტემიო ფრანკზე" უმნიშვნელოვანესი საგარეო გამარჯვების (2:1) თანამონაწილე გახდა. იტალიური მედია უცებ ახმაურდა - ქართველი თავდამსხმელის მომავალზე ათასგვარი ვერსია გავრცელდა.

თავად მჭედლიძემ ნამატჩევს საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ფლორენციაში გამარჯვება ბევრს დაუჯერებელი ეგონა, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ, იმიტომ, რომ დარწმუნებულები ვიყავით - ეს შეგვეძლო! ბოლო კვირების განმავლობაში გადატანილი არაერთი სირთულის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ ცუდი პერიოდი წარსულს ჩაბარდა", - ამბობს 27 წლის ფორვარდი.

გამოცემა "ტუტომერკატო" კი ამტკიცებს - მართალია, ქართველი თავდამსხმელი მოედანს ახლახან დაუბრუნდა, მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის გახსნის შემდეგ მასზე დიდი მოთხოვნა იქნება და "ემპოლის" მისი შენარჩუნება გაუჭირდებაო:

"ქართველი მოთამაშე დაშავებული იყო, თუმცა სელექციონერებმა არ დაივიწყეს და ელოდნენ, როდის დაუბრუნდებოდა მოედანს და მოახერხებდა თუ არა "ემპოლიში" იმავე როლის შესრულებას, რასაც ტრავმამდე ახერხებდა. შესაძლოა, ზაფხულში მისი გადაბირება ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბმა სცადოს.

მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება. ტრანსფერი დაახლოებით 2 მილიონი ევრო დაჯდება, რაც ინგლისური კლუბებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს".

საინტერესოა, რომ მჭედლიძემ მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა და მიუხედავად ლამის სამთვიანი პაუზისა, დღემდე "ემპოლის" საუკეთესო ბომბარდირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kai bichi
levans tavis karierashi tundaz erti sezonis tramvis gareshe chatarebas vusurveb!

Da nakrebis reitingi? Dagaviwydat ?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები