ჩემპიონის სასიყვარულო ისტორია
1986 წელს, პროფესიული კარიერის დაწყების შემდეგ, ანდრე აგასი მაშინვე პუბლიკის ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშედ იქცა.

1987 წელს ანდრე რომში ჩაფრინდა. ქალაქმა მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. სწორედ იტალიის დედაქალაქში ჰქონდა მას პირველი ხმაურიანი და ცნობილი რომანი.

ვარჯიშებზე აგასი ახალგაზრდა არგენტინელს, გაბრიელა საბატინის გადაეყარა, რომელიც მთავარ საჩოგბურთო ლამაზმანად მიიჩნეოდა. მაშინ ანდრე ჯერ არ იყო სუპერვარსკვლავი, ამიტომაც სასტუმრო ნომერს იყოფდა თავის მეგობართან, ჯიმ კურიესთან. ქერათმიანი ამერიკელი დიდსულოვნად დათანხმდა ორი-სამი საათით გასეირნებას. შუაღამით დაბრუნებულმა ჯიმმა აღმოაჩინა, რომ ანდრე და გაბრიელა ისევ საწოლში იყვნენ.

თუმცა, რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. ერთმანეთისგან დაღლილები - აგასი და საბატინი ნაადრევად გამოვარდნენ რომის ტურნირიდან და დაიშალნენ, ოღონდ შეთანხმდნენ, რომ მომავალში გაიმეორებდნენ იმავეს. მაგრამ ბედმა მათ ასეთი შანსი აღარ მისცა.

საჩოგბურთო ვარსკვლავის დონჟუანურ სიაში შემდეგი იყო ვინმე ემი მოსი, რომელიც კაზინოს ტაქსისტად მუშაობდა და თან უძველესი პროფესიით იყო დაკავებული. ემი არ მოსწონდა აგასის მამას, რომელმაც კერძო დეტექტივები დაიქირავა. მათ გადაიღეს პატარა ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურებოდა გოგონა სხვა მამაკაცებს. თვალცრემლიანმა ანდრემ სახლიდან მოისროლა შეყვარებულის ნივთები.

დეპრესიაში ჩავარდნილ ჩოგბურთელს კინოვარსკვლავმა ბარბრა სტრეიზანდმა უშველა. ალბათ, სწორედ ამ ქალის მიმართ ჰქონდა აგასის ყველაზე წრფელი და ამაღლებული სიყვარული. ის ტიროდა მის ფილმებსა და სიმღერებზე, ხოლო დედამიწის მეორე ბოლოში ტურნირებზე ყოფნისას, გაუთავებლად ელაპარაკებოდა მსახიობს ტელეფონით. სამწუხაროდ, მათი რომანი განწირული იყო. მიზეზი ასაკში სხვაობა იყო - 28 წელი.

პირველი, ვინც ანდრე აგასი ქორწინებაში შეიტყუა, სწორედ ის გოგონა გახლდათ პლაკატიდან, რომელიც ჩოგბურთელს ოთახში ჰქონდა ჩამოკიდებული. მსახიობი ბრუკ შილდსი ანდრესთან ერთად 1993-99 წლებში ცხოვრობდა. რთული დასაჯერებელია, რომ ამ პერიოდში ჩოგბურთელს სხვა სასიყვარულო ისტორიები არ ჰქონდა (ამბობენ, რომ პიტ სამპრასი დელაინ მიულჰარის დაშორდა, როცა მას აგასის საძინებელში გადაღებული შეყვარებულის ფოტო უჩვენეს), მაგრამ ბრუკი ღირსეულად ატარებდა ოფიციალური შეყვარებულის, შემდეგ კი ცოლის სტატუსს.

ქორწილი მინიმუმ ათჯერ გადაიდო. პაპარაცები დაიტანჯნენ ლოდინით - ერთი სული ჰქონდათ, როდის აღბეჭდავდნენ ფოტოზე ქორწილს. ბოლოს და ბოლოს, 1997 წლის 19 აპრილს, 26 წლის ანდრე და 31 წლის ბრუკი დაქორწინდნენ. ქორწილი კალიფორნიის შტატის ქალაქ მონტერეში გაიმართა.

ცერემონიას დაახლოებით ასამდე მეგობარი და ნათესავი ესწრებოდა. მანამდე წყვილმა სქელტანიანი კონტრაქტი შეადგინა, რომელშიც ცალკე პარაგრაფად იყო აღნიშნული აგასის დამოკიდებულება სიდედრთან. დაიწყო თაფლობის თვე, რომლის დროსაც, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 141-ე პოზიციამდე დაეშვა და აღარ ჰქონდა კორტზე გასვლის სურვილი.

სულ მალე კი კონფლიქტებიც დაიწყო. ინიციატორად უფრო ხშირად ბრუკი გამოდიოდა. ის ყოველთვის აპროტესტებდა ქმრის გარეგნულ მხარეს: ხან მისი მოკლე შარვალი არ მოსწონდა, რომლითაც სახლში დააბიჯებდა, ხან უარს ამბობდა სექსზე იქამდე, სანამ მეუღლე თავის საშინელ წვერს არ მოიპარსავდა. მაგრამ აგასისაც ჰქონდა ცოლთან პრეტენზიები.

ბრუკმა არ შეასრულა საქორწინო კონტრაქტის მთავარი პირობა: არ დაფეხმძიმდა ქორწინების პირველ ნახევარ წელიწადში. ქალი პოპულარულ სერიალში იღებდა მონაწილეობას და არ სურდა კარიერის მსხვერპლად შეწირვა. გარდა ამისა, აგასიმდე მიაღწია ჭორებმა, რომ ბრუკი ერთ დროს ცნობილ პლეიბოის, დოდი ალ-ფაედს ხვდებოდა.

შეურაცხყოფილმა აგასიმ ბრუკისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, პასუხად კი ასეთი შინაარსის ფაქსი მიიღო: "ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს იმისთვის, რომ დრო ჭუჭყიანი საცვლების რეცხვაზე დავხარჯო. უმჯობესია, კორტზე წადი და ივარჯიშე!"

არასრული 24 თვის განმავლობაში, ვარსკვლავმა მეუღლეებმა ერთად სულ 76 დღე გაატარეს. გასაკვირი არ არის, რომ განქორწინებისას, ბრუკმა აგასის წინ დაუდო მთავარი კოზირი - ანდრეს მხრიდან ღალატის ექვსი შემთხვევა - დოკუმენტურად დაფიქსირებული ორი კერძო დეტექტივის მიერ, რომლებიც ბრუკმა დაიქირავა.

ასე რომ, ჩოგბურთელისა და მსახიობის ქორწინებამ კრახი განიცადა და მალე ოფიციალურად გაუქმდა. მაგრამ საოცარია შემდეგი: თუ ადრე პირად ფრონტზე წარუმატებლობა ანდრეს კორტზე დამარცხებებს იწვევდა, ახლა ცოლის გამო იმედგაცრუებული აგასი მკვეთრად წავიდა ზემოთ საჩოგბურთო რეიტინგში.

ორმხრივი სიმპათია ანდრე აგასისა და ლეგენდარულ გერმანელ ჩოგბურთელ შტეფი გრაფს შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ წარმოიშვა. გრაფის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ, რომ შტეფის პირველი მამაკაცი იყო... ანდრე. როგორც გაარკვიეს, გერმანელმა ქალიშვილობა აგასის მკლავებში 1989 წლის გაზაფხულზე დაკარგა, ამისთვის ყველაზე შესაფერის ადგილას - პარიზში, როლან გაროსის წინ. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში ანდრემ აღნიშნა: "არასოდეს შევხვედრივარ ქალს, რომელსაც შტეფისნაირი ტკბილი ტუჩები აქვს".

თავდაპირველად იყო საშობაო საჩუქრები ერთმანეთისთვის. შემდეგ აგასი ადრე დილით, შტეფის სახლიდან გამოსვლისას შეამჩნიეს. ეს ის პერიოდი იყო, როცა ანდრემ ბრუკ შილდსთან სკანდალები დაიწყო, შტეფის კი აღარ მოსწონდა თავისი უღიმღამო კავშირი ავტომრბოლ მიხაელ ბარტელსთან...

მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ გრაფი დაფეხმძიმდა. ჩოგბურთელმა ამას "ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება" უწოდა. შტეფისა და ანდრეს ეყოლათ ბიჭი - 50 სანტიმეტრი და 2.5 კილოგრამი.

მას უცნაური სახელი მისცეს - ჯეიდენ გილი. ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე, აშშ-ში ერთ-ერთი ტურნირის ორგანიზატორმა ჯონ კორფმა ანდრესა და შტეფის 10 მილიონი დოლარი შესთავაზა გარანტიის სანაცვლოდ, რომ მათი შვილი 2017 წელს მის ტურნირში ითამაშებდა. სხვათა შორის, 1999 წელს, სწორედ კორფის ტურნირზე გამოაცხადა გრაფმა ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ და ერთი თვის შემდეგ დატოვა დიდი სპორტი.

აგასიმ და გრაფმა ქორწილი საახალწლო ღამეს დაგეგმეს, როცა მთელი სამყარო მესამე ათასწლეულის შესახვედრად ემზადებოდა. ჰავაის კუნძულ მაუიზე 250 სტუმარი მიიწვიეს. მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთს ჩაიშალა. მაშინ აგასის პანიკურად ეშინოდა ქორწინების და ამიტომაც სასწრაფოდ გამოიძახა თავისი ადვოკატები, რომლებმაც მოულოდნელად გაარკვიეს, რომ ჩოგბურთელისა და ბრუკ შილდსის განქორწინება ჯერ ოფიციალურად არ იყო ძალაში შესული.

მაგრამ ქორწილი მაინც შედგა - 2001 წლის 8 სექტემბერს. აგასიმ ამ სასიხარულო მოვლენის ფონზე გულახდილად ილაპარაკა: "მეშინოდა, რომ ჩემი ყოფილი ცოლი ბრუკ შილდსი რაღაც ცუდს მოიმოქმედებდა.

მე ხომ ვიცი მისი აგრესიული ხასიათი: ადრე ის ეჭვიანობის ნიადაგზე თავში თეფშებს მირტყამდა და ნივთებს ფანჯრიდან ისროდა. მაგრამ, მოულოდნელად, ბრუკმა ძალიან თბილი წერილი გამოგვიგზავნა... ვერ წარმოგიდგენიათ, როგორი ბედნიერი ვიღვიძებ ყოველ დილას და შტეფისთან ერთად ვაღებ ტანსაცმელების კარადას. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი საერთო სახლის ყოველ კუთხეში იგრძნობა ქალის მზრუნველი ხელი.

საოცარია, მაგრამ შტეფი შესანიშნავი დიასახლისი აღმოჩნდა. ახლა ყოველი დღე ჩემთვის ზეიმად გადაიქცა. არ მეგონა, რომ ქორწინებაში ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი. ბრუკ შილდსმა არ იცოდა ჩემზე ამგვარად ზრუნვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ესეც პირველი ვარჯიში: ნოვაკი და ანდრე საქმეს შეუდგნენ
სერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი: აგასიმ არ იცოდა, რა ერჩია ჯოკოვიჩისთვის
უიმბლდონის 10 ფაქტი: უსახელო კორტები, თეთრი ფორმა და სხვა
ჯოკოვიჩს ისევ აგასი გაწვრთნის
კატარინა ვიტი - "პლეიბოის" საოცნებო სოციალიზმის ვნებიანი დედოფალი [PHOTO]
ანდრე აგასი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იქნება
აგასი ჩემი კერპი იყო, მასთან გამარჯვება არ დამავიწყდება - ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან