ესპანელმა მუხლის მყესები დაიზიანა და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ინგლისის ასოციაციის თასის 1/4-ფინალურ მატს გამოტოვებს

"მეთოფეებმა" გარდა იმისა, რომ "კამპ ნოუზე" პირი შეირცხვინეს და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ, ზარალი სხვანაირადაც ნახეს - გუნდმა კაპიტანი და ლიდერი ფრანსესკ ფაბრეგასი დაკარგა. ესპანელმა მუხლის მყესები დაიზიანა და "არსენალის" უახლოეს თამაშს გამოტოვებს ინგლისის ასოციაციის თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ.

აღნიშნული ინფორმაცია თავად არსენ ვენგერმა დაადასტურა. ის, რომ "ბარსასთან" სესკის მინდორზე გამოყვანა გარკვეულ რისკს შეიცავდა, ფრანგმა სპეციალისტმა წინდაწინ იცოდა. ფაქტია, რომ ამან არ გაამართლა.

ასევე ტრავმირებულია ბოლო ხანს გუნდის ძირითად მეკარედ ქცეული ვოიცეხ შჩესნი. როგორც გახსოვთ, მან "ბარსასთან" შეხვედრაში ხელი დაიზიანა და მინდორს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა. თუმცა შჩესნის არყოფნა გუნდს ნაკლებად დააზარალებს, რადგან მის მაგივრად მინდორზე შესულმა მანუელ ალმუნიამ ბწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და თავისი გუნდი 4-5 შემთხვევაში უეჭველ გოლს გადაარჩინა.

კარგა ხანია ტრავმირებულია და "არსენალს" ვერ ეხმარება ბელგიელი ცენტრალური მცველი ტომას ვერმაელენი. მინდორზე მისი დაბრუნება რამდენჯერმე გადაიდო. "არ ვიცი, როდის მომცემენ ექიმები იმის უფლებას, რომ მინდორს დავუბრუნდე. ახლა უკვე აშკარაა, რომ ეს თვის ბოლომდე არ მოხდება, მე ხომ ჯერ ინდივიდუალური გრაფიკით ვარჯიშიც არ დამიწყია, რადგან ჯერ კიდევ მჭირდება სამედიცინო პროცედურები. ჩემთვის ფსიქოლოგიურად ამის ატანა ძალზე ძნელია," - განუცხადა ფეხბურთელმა "სანს". შეგახსენებთ, რომ ვერმაელენმა იანვარში მუხლის მყესებზე საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა.

ლევან ბიბილაშვილი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა