კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიან უელსში დაწყებულ მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის ტოპ-ათეულის ყველა წევრია წარმოდგენილი
წლევანდელი სეზონის ცხრა მასტერსიდან პირველი კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიან უელსში დაიწყო. გასულ სეზონში ამ ტურნირს ყველა უძლიერესი ქალი და მამაკაცი ჩოგბურთელი სტუმრობდა და 12 დღის განმავლობაში მათ მატჩებს ჯამში 339 657-მა მაყურებელმა მიადევნა თვალი. ამით ის გახდა პირველი ტურნირი ("დიდი სლემის" ჩემპიონატების გარდა) ისტორიაში, რომლის აუდიტორიამაც 300 ათასს გადააჭარბა.

შესაძლოა, ეს რეკორდი წელს გაუმჯობესდეს. ასეთი ვარაუდის გამოთქმის საშუალებას მონაწილეთა შემადგენლობა გვაძლევს.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რობინ სიოდერლინგი, ენდი მიურეი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი, ენდი როდიკი, ფერნანდო ვერდასკო, იურგენ მელცერი...

პირველად ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ კორტზე გავა რაფაელ ნადალი. გასულ კვირას მან დევისის თასზე ითამაშა, მაგრამ ინდივიდუალურ ტურნირზე ის პირველად გავა კორტზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. რა თქმა უნდა, მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი აქ გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, თუმცა ხუთკვირიანი უთამაშებლობის გამო გაუჭირდება გამარჯვებაზე სერიოზული პრეტენზიის გამოთქმა.

ეს მასტერსი თითქმის ორ კვირას გრძელდება და ასეთი ხანგრძლივი ტურნირისთვის, პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა იყო კარგად მომზადებული, დღეს კი ესპანელის ფორმაზე დამაჯერებლად ლაპარაკი არ შეიძლება.

როჯერ ფედერერი ამ ტურნირის მეოთხედ მოგებაზე იზრუნებს. აქამდე მან ინდიან უელსში ზედიზედ სამჯერ (2004-06) გაიმარჯვა. შვეიცარიელი წელს სტაბილურად აგებს გადამწყვეტ მატჩებს, ამიტომაც ამ ტურნირზე საკუთარი ამბიციები დასამტკიცებელი ექნება. შესაბამისად, მოტივირებული ფედერერის ხილვა მართლაც საინტერესო უნდა იყოს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი კი შეეცდება მიმდინარე სეზონში თავისი შთამბეჭდავი წაუგებელი სერია გააგრძელოს. 2011 წელს სერბმა 14 მატჩი მოიგო, ერთხელაც არ დამარცხებულა და ორი ტიტული მოიპოვა. ამ მომენტისთვის "ჯოკერი" მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელად უნდა მივიჩნიოთ, თანაც ამ მოთამაშეს არ დაუკარგავს მსოფლიოს რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე ასვლის სურვილი. ამისთვის კი სწორედ მასტერსების მოგებაა აუცილებელი.

აღსანიშნავია, რომ სამივე ფავორიტს ერთხელ მაინც გაუმარჯვია ინდიან უელსში. ამას ვერ ვიტყვით მსოფლიოს მეოთხე ჩოგანზე - რობინ სიოდერლინგზე, სამაგიეროდ წელს მის აქტივში სამი ტიტულია. ასეთი პროდუქტიულობით ამ სეზონში ATP-ის ტურში არავინ თამაშობს.

რა თქმა უნდა, ინდიან უელსში კონკურენცია ძალიან მაღალი იქნება. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან იქ რეიტინგის ტოპ-ათეულის ყველა წევრი ჩასულია. პრინციპში შარშანაც ასე იყო, მაგრამ გამარჯვება ივან ლუბიჩიჩს დარჩა, რომელიც ათეულში არ შედის. ასე რომ, სიუპრიზები არც წელს არის გამორიცხული.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კაროლინ ვოზნიაცკი, კიმ კლაისტერსი, ვერა ზვონარევა, სამანტა სტოსური, ფრანჩესკა სკიავონე, ელენა იანკოვიჩი, ნა ლი, ვიქტორია აზარენკა, აგნიეშკა რადვანსკა, მარია შარაპოვა, სვეტლანა კუზნეცოვა...

ინდიან უელსში ქალთა შემადგენლობა ასევე ძლიერი და შთამბეჭდავია. რვა წარმომადგენელი რეიტინგის პირველი ათეულიდან და 18 - საუკეთესო ოცეულიდან. ასეთი მაჩვენებლები ხანდახან "დიდი სლემის" ტურნირებზე არ ფიქსირდება

მთავარი ინტრიგა მსოფლიოს რეიტინგის პირველი პოზიციისთვის ბრძოლა იქნება. ბოლო დროს კაროლინ ვოზნიაცკიმ დაუთმო კლასიფიკაციის პირველი ადგილი კიმ კლაისტერსს, მაგრამ ერთ კვირაში დაიბრუნა ლიდერობა. ახლა ისინი ერთად გამოვლენ ერთ ტურნირზე და ფინალამდე მისვლას შეეცდებიან. ეს იქნება მართლაც დიდებული ფინალი - ბრძოლა პრესტიჟული ტიტულისთვის და რეიტინგში პირველი პოზიციისთვის, მაგრამ აქამდე ჯერ შორია.

ნებისმიერ შემთხვევაში, რეიტინგის პირველი ნომრები გამარჯვებაზე მთავარი პრეტენდენტები იქნებიან. თუმცა კონკურენტების ჩამოწერაც არ შეიძლება. მაგალითად, უნდა ვახსენოთ რუსი ვერა ზვონარევა, რომელსაც თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ინდიან უელსში აქვს მოპოვებული (2008).

აქ წინა წლების სხვა ჩემპიონებსაც ვნახავთ - ელენა იანკოვიჩს (მოქმედი გამარჯვებული), მარია შარაპოვას, ანა ივანოვიჩს, დანიელა ჰანტუხოვას...

I წრე

ლუსი საფაროვა (ჩეხ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 7:6(9), 6:7(5), 6:0; ანასტასია სევასტოვა (ლატ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 7:5, 7:6(6); სარა ერანი (იტა)-გრეტა არნი (უნგ) 6:6 არნის უარი; ბეტანი მატეკი (აშშ)-ვერა დუშევინა (რუს) 6:4, 6:4; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 7:5, 2:6, 6:3; ხისელა დულკო (არგ)-ვანია კინგი (აშშ) 2:6, 6:3, 6:2; კიმიკო დატე (იაპ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:4, 7:5; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-ალისონ რისკე (აშშ) 6:2, 6:1; ალა კუდრიავცევა (რუს)-სორანა კირსტეა (რუმ) 3:6, 6:3, 6:3; მელანი ოუდინი (აშშ)-ელენა ვესნინა (რუს) 7:6(2), 6:2; ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ)-ლაურენ დევისი (აშშ) 6:2, 6:1; სიბილ ბამერი (ავსტრა)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 3:6, 6:3; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ანასტასია როდიონოვა (ავსტრა) 6:3, 6:1; ალიზ კორნე (საფ)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:1, 6:4; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ედინა გალოვიტცი (რუმ) 4:6, 6:3, 6:4; სანია მირზა (ინდ)-რომინა ოპრანდი (იტა) 2:1 ოპრანდის უარი.

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი
პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე