ოსტინში მას მეტოქე არ ჰყავს - ხუთიდან ხუთი!
"ჰონდას" პილოტმა მარკ მარკესმა კარიერაში მეხუთედ მოიგო მოტოგრანპრიში აშშ-ის ეტაპი.

პოულის მფლობელმა მარკმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა - თანაგუნდელ დანი პედროსას უკან. "ჰონდას" დუეტი თანდათან შორდებოდა კონკურენტებს და ესპანელები მხოლოდ ერთმანეთში იბრძოდნენ.

თავდაპირველად პედროსა ლიდერობდა, მაგრამ რბოლის ეკვატორზე მან ტემპს მოუკლო, რადგან წინა საბურავი "მედიუმისა" ჰქონდა, მარკესს კი უფრო მყარი "ჰარდი" ეყენა. ამის გამო, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს.

საბოლოოდ, მარკმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და შეინარჩუნა ოსტინში 100-პროცენტიანი მაჩვენებელი - ხუთიდან ხუთი. პედროსა კი მეორე ადგილზეც კი ვერ გავიდა - წინ გაუშვა ვალენტინო როსი.

ისევ გაუცრუა იმედები თავის გულშემატკივრებს ხორხე ლორენსომ: ყოფილმა ჩემპიონმა მეექვსე ადგილიდან აიღო სტარტი და მეცხრეზე გავიდა. რაც შეეხება ამ სეზონში ორი რბოლის მომგებ მავერიკ ვინიალესს, მან პირველივე წრეზე დაკარგა კონტროლი თავის "იამაჰაზე" და გამოეთიშა ბრძოლას. ესპანელი ამ მომენტისთვის მეოთხე პოზიციაზე იყო.

ვინიალესის წაფორხილებით ისარგებლა ვალენტინო როსიმ, რომელმაც საერთო ჩათვლაში ლიდერობა მოიპოვა. ლეგენდარულ იტალიელს 56 ქულა აქვს და ექვსით უსწრებს თანაგუნდელს. მესამეზე გადავიდა მარკესი - მისი ჩამორჩენა როსისთან 18 ქულაა.

აშშ-ის გრანპრი

1. მარკესი (ჰონდა) - 43.58,770

2. როსი (იამაჰა) - +3,069

3. პედროსა (ჰონდა) - +5,112

საერთო ჩათვლა

1. როსი (იამაჰა) - 56

2. ვინიალესი (იამაჰა) - 50

3. მარკესი (ჰონდა) 38

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
ბასტონი ან ტორესი - "ბარსელონა" ზაფხულში ცენტრალურ მცველს აუცილებლად შეიძენს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს