დარჩა მხოლოდ ერთი ეტაპი
მალაიზიაში გაიმართა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი, რის შემდეგაც, შემცირდა სხვაობა ლიდერ ვალენტინო როსისა და ხორხე ლორენსოს შორის.

ეტაპის გამარჯვებული გახდა "ჰონდას" პილოტი დანი პედროსა, მეორეზე აღმოჩნდა სამწამიანი ჩამორჩენით ლორენსო "იამაჰადან", ხოლო მესამეზე მისი თანაგუნდელი როსი.

რბოლის კულმინაცია აღმოჩნდა მესამე პოზიციისთვის ბრძოლა როსისა და მარკ მარკესს შორის. ეს უკანასკნელი პოდიუმს უმიზნებდა, მაგრამ ვალენტინოსთან ბრძოლაში ტრასაზე დაეცა და ეტაპს გამოეთიშა.

ასეთი შედეგების შემდეგ, ლორენსომ შეამცირა სხვაობა როსისთან. მათ შორის დისტანცია - შვიდი ქულაა. ასე რომ, ბოლო ეტაპზე ვალენსიაში თუ ლორენსო შეძლებს რბოლის მოგებას, ხოლო როსი მესამე მივა ფინიშთან, ჩემპიონი სწორედ ესპანელი გახდება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ტიტული ლორენსოს მიენიჭება, რადგან სეზონის მსვლელობისას, მას უფრო მეტი ეტაპი აქვს მოგებული.

თუმცა, არ არის გამორიცხული, ბოლო ეტაპის წინ, ძალთა თანაფარდობა სხვანაირი იყოს. მალაიზიის გრან-პრის შედეგები, შესაძლოა, გადაიხედოს, თუ გრან-პრის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ როსიმ შეგნებულად წააქცია მარკესი.

იმ შემთხვევაში, თუ როსის დისკვალიფიკაციით დასჯიან, ლორენსო ცხრა ქულით გავა წინ გენერალურ კლასიფიკაციაში.

"სიტუაცია ცხადია, როსიმ გააგდო მარკესი. ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ლორენსომ.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა სასჯელის შესახებ. როსის ქულები არ ჩამოაკლეს, მაგრამ 8 ნოემბერს, ვალენსიაში რბოლას ბოლო ადგილიდან დაიწყებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
საშინელი ავარია 310 კმ/სთ-ზე MOTO GP-ში - ლეგენდა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
ვალენტინო როსისთვის სეზონი დასრულდა
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: ორბორბლიანებმაც დაიწყეს
ვალენტინო როსი ბრუნდება
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა