მადრიდის "რეალის" მწვრთნელის ვარსკვლავური ოჯახი
საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რაც ლეგენდარული ზინედინ ზიდანის სახელთანაა დაკავშირებული. მათ შორის არიან ზიზუს შვილები. დღევანდელ ჩვენს წერილში სწორედ მათ შესახებ დავწერთ...

ენცო ფერნანდესი

პირველ შვილს ზინედინ ზიდანმა მისი უსაყვარლესი ფეხბურთელის, ლეგენდარული ურუგვაელის, ენცო ფრანჩესკოლის სახელი დაარქვა. ზიდანმა შვილს ფეხბურთი თავიდანვე განუსაზღვრა მომავლად. 2000 წლამდე ენცო "იუვენტუსის" საფეხბურთო სკოლაში სწავლობდა. იყო რამდენიმე სტაჟირება ნაკლებად ცნობილ იტალიურ და ესპანურ კლუბებში. ამის შემდეგ 13 წლიდან დღემდე ის მადრიდის "რეალის" სისტემაშია.

პატარა ზიდანის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაიწყო. ის "რეალის" რანგით მესამე გუნდში თამაშობდა, რომელიც ესპანეთის მეოთხე ლიგაში ასპარეზობდა და ერთი წლის შემდეგ საერთოდ დაიშალა. მაშინ "ზიზუ" "რეალის" მეორე გუნდს წვრთნიდა. მოგვიანებით ენცო "კასტილიაში" მოხვდა.

"ენცო სისტემატურად თამაშობს, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამას იმსახურებს. მე ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ გასახდელში ის რიგითი ფეხბურთელი იყოს. არავითარი მამა-შვილობა. ის ჩემი შვილი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როცა სახლში ვართ. მე მას ისე ვეპყრობი, როგორც რიგით ფეხბურთელს და ეს მისი სურვილიცაა. ის კი არა, შეიძლება, ცოტა მეტად მკაცრიც კი ვარ, რადგან ვიცი, რა შეუძლია." - თქვა "ზიზუმ" შვილზე.

ენცო ზიდანს აქვს საფრანგეთისა და ესპანეთის მოქალაქეობა. დიდი ზიდანი ამბობს, რომ თუ მისი ძე სანაკრებო არჩევანის წინაშე დადგება, ის მას ძალას არავითარ შემთხვევაში არ დაატანს.

ამ დროისათვის ენცო მესამე დივიზიონში მოასპარეზე "რეალ კასტილიაში" თამაშობს. ხან მარცხენა ნახევარმცველია, ხან ცენტრალური. მიმდინარე სეზონში მან სულ 31 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. მათ შორის ოთხი - თერთმეტმეტრიანიდან. ამასთან, მის ანგარიშზე 5 საგოლე პასია. სეზონის დაწყებამდე საუბარი იყო პატარა ზიდანის იჯარით გაშვებაზე "მიდლსბროში", ან სხვა რომელიმე კლუბში, მაგრამ საბოლოოდ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

22 წლის ფეხბურთელმა "რეალის" შემადგენლობაში ერთადერთი მატჩი ითამაშა. 2016 წლის 30 ნოემბერს "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" "კულტურალ ლეონესა" მიიღო. შესვენებაზე, როცა 3:1 იყო ანგარიში მადრიდული კლუბის სასარგებლოდ, ზიდანმა ისკო შეცვალა. 18 წუთის შემდეგ მან მარიანო დიასის გადაცემით გაიტანა.

ლუკა ზიდანი

რატომღაც, მან მეკარის ამპლუა აირჩია. მისი კარიერა "კასტილიაში" ისევ მამის ხელდასხმით განვითარდა, ოღონდ ის შედარებით ნაკლებად წარმატებულია, ვიდრე ენცოსი. ის მეკარის კვალობაზე დაბალია (181სმ), მაგრამ მწვრთნელების აზრით, კარგად თამაშობს გამოსვლაზე და ფეხით. ის 18 წლისაა.

ლუკამ სანაკრებო ასპარეზად საფრანგეთი აირჩია და 2015 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატიც მოიგო. ამ სეზონში მან ჩემპიონატის მატჩების უმრავლესობა გამოტოვა. სამაგიეროდ, ბევრი ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე. "კასტილიას" კარში ის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში იდგა. გაუშვა 23 გოლი და მხოლოდ ორჯერ შეინახა კარი მშრალად. სეზონი მისთვის დასრულებულია მხრის ტრავმის გამო.

ტეო ზიდანი

მიიჩნევა, რომ 14 წლის ტეო სათამაშო სტილით ყველაზე ახლოსაა მამასთან. ის შემტევი ნახევარმცველია და "რეალის" საიტი მას ასე წარმოგვიდგენს:

"ფეხბურთელი, რომელიც გუნდისათვის თამაშობს". ვინც "რეალის" ახალგაზრდული გუნდის თამაშებს ადევნებს თვალს, მიიჩნევენ, რომ ისინი მინდორზე "ზიზუს" კოპიოს ხედავენ. მას ტექნიკით ნეიმარსაც ადარებენ.

ფიზიკურად ტეო შესანიშნავადაა მომზადებული. 14 წლის ასაკში ის სიმაღლით თითქმის დაეწია მამასა და ძმებს. მის დებიუტს დიდ ფეხბურთში ესპანეთში მოუთმენლად ელიან.

ელიას ზიდანი

ზინედინ ზიდანის უმცროსი შვილი ჯერ მხოლოდ 11 წლისაა. ამპლუით ის მამისა და ტეოს მსგავსად შემტევი ნახევარმცველია. "რეალისა" და "ბარსელონას" 12 - წლამდელთა გუნდების "კლასიკოში" ელიასმა ულამაზესი გოლი შეაგდო.

ეს ბურთი "იუთუბზე" ფეხბურთის ათიათასობით გულშემატკივარმა ნახა. ეს გოლი ჯერ უმთავრესია პატარა ზიდანის ცხოვრებაში, მაგრამ ის ისე თამაშობს ფეხბურთს, რომ ბევრი მიიჩნევს: მას უდიდესი პოტენციალი აქვს და მისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გოლები ჯერ კიდევ წინაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება