21-23 აპრილს თელავში 2004-07 წლებში დაბადებულთა შორის კახეთის რეგიონის საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა
21-23 აპრილს თელავში 2004-07 წლებში დაბადებულთა შორის კახეთის რეგიონის საკალათბურთო ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო. ტურნირში თელავის 2 გუნდთან ერთად იასპარეზეს ლაგოდეხის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს წარმომადგენლებმა. ფესტივალში, გათამაშების ფორმატის თანახმად, 5 გუნდი ერთ ჯგუფში იყო თავმოყრილი, რომლებმაც გამარჯვებული 1 წრის თავზე გამოავლინეს. ტურნირის ფინალური მატჩები 23 აპრილს გაიმართა და პრიზიორი გუნდებიც გამოვლინდნენ.

თელავში ფინალურ მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდნენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელები, რომლებმაც დაჯილდოების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული გახდა თელავის პირველი გუნდი, მეორე ადგილი ახმეტელებს ერგოთ, ხოლო მესამეზე თელავის მეორე გუნდი გავიდა. პრიზიორები დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, ფედერაციის გამგეობის წევრმა გივი ბიჭიაშვილმა, საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა და კახეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო იაგორაშვილმა.

ტურნირზე დაწესებული იყო ინდივიდუალური პრიზები. საუკეთესო მოთამაშე გახდა თელაველი კახა იაგორაშვილი, რომელსაც პრიზი თელავის მერიის სპორტულ კლუბთა გაერთიანების ხელმძღვანელმა გურამ გურაბანიძემ გადასცა. გამოვლინდა პრინლინგის შეჯიბრის გამარჯვებული, რომელიც გახდა ანდრია ძამუკაშვილი. პრიზიორი დააჯილდოვა ორგანიზაცია YMCA-ს ხელმძღვანელმა ლევან აბრამიშვილმა. ჩატარდა კონკურსი 3-ქულიან სროლებში, რომლის გამარჯვებული კახა იაგორაშვილი გახდა. პრიზიორი მიკროსაფინანსო კომპანია "ფინაგროს" დირექტორმა ლევან ბოდაველმა დააჯილდოვა.

წყარო: superleague.ge

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ვლადიმერ ბოისა არჩევნების შემდეგ: არანაირი უსამართლობა არ ხდება
მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ვლადიმერ ბოისა კალათბურთიდან ბეჩიროვიჩს და ნახბარს გააცილებს
[იუბილე. გივი ბიჭიაშვილი 70] დიდი შრომა, დიდი სიყვარული თუ არ ჩადე...
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
2014-15 წლების სეზონის სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური ბრენდი JOMA გახდა
ვლადიმერ ბოისა: მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი შეხვედრა მოვიგოთ
ზუროსი: მზად ვართ ყველა მატჩის წასაგებად, ოღონდ ევრობასკეტზე მედალი მოვიგოთ
მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის პირველი ნაწილი რეგიონებში დასრულდა
ადგილი ევროპაში: რა უნდა ვისწავლოთ სლოვენიისგან?
ვლადიმერ ბოისა: გულშემატკივრებს მოვუწოდებ მხარი დაუჭირონ ეროვნულ ნაკრებს
გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას
ქართველები "სასკი ბასკონიას" საერთაშორისო კემპზე
ქართული კალათბურთის დიდი დანაკლისი: გარდაიცვალა გივი ბიჭიაშვილი