ქართულმა საკალათბურთო საზოგადოებამ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი დაკარგა. დღეს, გამთენიისას, გარდაიცვალა გამოჩენილი ვეტერანი კალათბურთელი, 70-80-იან წლებში თბილისის "დინამოსა” და “ბურევესტნიკის” წევრი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი გივი ბიჭიაშვილი.

ბატონი გივი ქართული კალათბურთის გამორჩეული წარმომადგენელი იყო თავისი სათამაშო სტილითა და პიროვნული თვისებებით. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საყვარელი სპორტსმენი გახლდათ. 1977 წლიდან ბიჭიაშვილი საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდებას ფლობდა, ხოლო 2017 წელს ის ქართული სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა.

ელეგანტური სათამაშო სტილითა და დახვეწილი თვისებებით გამორჩეული გივი ბიჭიაშვილი წლების მანძილზე თბილისური საკალათბურთო პუბლიკის ფავორიტი გახლდათ. ის უდიდესი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდა გულშემატკივართა შორის და სპორტული ეთიკით დაჯილდოებული სპორტსმენი მოედნის გარეთაც გამორჩეული ჯენტლმენი გახლდათ. მისი თამაშის შემყურე ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა კალათბურთზე სათამაშოდ თუ არა, საყურებლად სიარული. სპორტის სასახლე სავსე იყო, როცა თბილისის “დინამო” თამაშობდა და მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ყურადღება გივი ბიჭიაშვილისკენ იყო მიმართული.

ბატონი გივი აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე საკალათბურთო პროცესებში. ის სუპერლიგის არც ერთ მატჩს არ აცდენდა, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრს საკუთარი, წონიანი სიტყვა ეთქმოდა მიმდინარე საკალათბურთო საკითხების გადაწყვეტისას და მის აზრს ყველა პატივს სცემდა და ითვალისწინებდა. ბატონი გივი გახლდათ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომისიის წევრი, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელების მიმართ სადისციპლინო სანქციების გამოტანაზე მეტად, ორიენტირებული იყო მათთან დიდაქტიკური მიდგომით. ბატონი გივი გმობდა უდისციპლინობას კალათბურთელებს შორის და მათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ღირებულ დარიგებებს აძლევდა.

გივი ბიჭიაშვილი ძალიან დააკლდება კალათბურთს, დააკლდება ქართულ სპორტს, თბილისს და მთლიანად საქართველოს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი კალათბურთელის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, საკალათბურთო და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.

ბატონი გივის გამოსვენება მოხდება ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლიდან, 14:00 საათზე.

პანაშვიდი: ნუცუბიძის I მიკრორაიონი, მე-3 კორპუსი, მე-7 სართული.

GBF.GE

fani
მახსოვს მისი თამაში და დაყენებული, სნაიპერული სროლები. საშინლად დამწყდა გული და ძალიან მეწყინა ბ-ნი გივის იმქვეყნად წასვლა, უფალმა დაუმკვიდროს საუკუნო სასუფეველი ...

ბატონი გივი ჩემი მეზობელი იყო. დარბაისელი და კეთილშობილი პიროვნება, დიდი კალათბურთელი თავისთავად. აცხონოს ღმერთმა მისი სული!
ლუკა
ვუსამძიმრებ ბატონი გივის ოჯახს და სრულიად ქართული სპორტის გულშემატკივრებს. მადლობა ბატონ გივის მის მიერ გაწეული შრომისთვის ქართული კალათბურთის სამსახურში.
aburjga
ღმერთმა აცხონოს ბატონი გივი ბიჭიაშვილი, ჩვენი საყვარელი კალათბურთელი ბიჭიაშვილი, უპრეტენზიო სნაიპერი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა! მიდაინ და მიდიან მაგარი ვაჟკაცები!
სოსო
გივი ბიჭიაშვილი არ იყო ეფექტებზე მოთამაშე კალათბურთელი,მაგრამ ყოველთვის გამოირჩეოდა სტაბილურობით და განსაკუთრებით სტაბილური ტყორცნით,მოედნის კუთხიდან.თითქმის ყოველთვის აგროვებდა 20 ქულას და ეს მაშინ,როცა სამქულიანები ჯერ არ არსებობდა.ძალიან დამწყდა გული,მისი გარდაცვალებით.მან ბოლომდე მოიხადა ვალი,ქართული კალათბურთის წინაშე.
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[იუბილე. გივი ბიჭიაშვილი 70] დიდი შრომა, დიდი სიყვარული თუ არ ჩადე...
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება [PHOTO]
კახეთის საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებული თელავის გუნდი გახდა [PHOTO]
მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის პირველი ნაწილი რეგიონებში დასრულდა
გივი ბიჭიაშვილი: რუსი მსაჯები სპეციალურად სწავლობდნენ ჩვენებურ გინებას
ქართველები "სასკი ბასკონიას" საერთაშორისო კემპზე