ახალი სპორტული დირექტორის წარსული და მომავალი
"რომას" ახალი სპორტული დირექტორი რამონ როდრიგესი, იგივე მონჩია, რომელსაც იტალიური საფეხბურთო სამყარო დიდი რეზონანსით შეხვდა.

წლების განმავალობაში, მონჩი იგივე თანამდებობაზე "სევილიაში" მუშაობდა და ესპანურ კლუბთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწია.

თუ რატომ არის მონჩი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და თუ რატომ იყო მასზე დიდი მოთხოვნა, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი - წარმოგიდგენთ ფეხბურთელებს, რომლებმაც მონჩის პერიოდში "სევილია" გაიარეს და კლუბმა ამ ტრანსფერებით როგორც სპორტული, ისე ფინანსური ხეირი ნახა. ამ შემთხვევაში, უფრო ფინანსურ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაშ ასე, თქვენს წინაშეა მონჩის წარმატებული ტრანსფერები...

ტიმოტი კოლეძეიჩაკი

იყიდა "ნიცადან" 3 მილიონ ევროდ - მიყიდა "გლადბახს" 7,5 მლნ. ევროდ. მოგება: 4 მილიონი ევრო.

ადრიანო კორეა

"კორიტიბა" 2,1 მლნ. - "ბარსელონა" 9.5 მლნ. მოგება: 7,4 მლნ.

ფედერიკო ფასიო

"ფეროკარილი" 0,8 მლნ. - "ტოტენჰემი" 10 მლნ. მოგება: 9,2 მლნ.

კრისტიან პოულსენი

შალკე (უფასოდ) - "იუვენტუსი" 9,75 მლნ. მოგება: 9,75 მლნ.

ალვარო ნეგრედო

"რეალი" 15 მლნ. - "სიტი" 25 მლნ. მოგება: 10 მლნ.

სეიდუ კეიტა

"ლანსი" 4 მლნ. - "ბარსელონა" 14 მლნ. მოგება: 10 მლნ.

ალეიშ ვიდალი

"ალმერია" 3 მლნ. - "ბარსელონა" 17 მლნ. მოგება: 14 მლნ.

ჟოფრეი კონდოგბია

"ლანსი" 4 მლნ. - "მონაკო" 20 მლნ. მოგება: 16 მლნ.

ჟულიო ბაპტიშტა

"სან პაულო" 3,5 მლნ. - "რეალი" 20 მლნ. მოგება: 16,5 მლნ.

ივან რაკიტიჩი

"შალკე" 2,5 მლნ. - "ბარსელონა" 18 მლნ. მოგება: 16.5 მლნ.

კარლოს ბაკა

"ბრიუგე" 10 მლნ. - "მილანი" 30 მლნ. მოგება: 20 მლნ.

კევინ გამეირო

პსჟ 7.5 მლნ. - "ატლეტოკო" 32 მლნ. მოგება: 24.5 მლნ.

სერხიო რამოსი

საკლუბო აკადემია - "რეალი" 27 მლნ. მოგება: 27 მლნ.

გჟეგოჟ კრიხოვიაკი

"რეიმსი" 5,5 მლნ. - პსჟ 33,5 მლნ. მოგება: 28.1 მლნ.

დანი ალვეში

"ბაია" 0,55 მლნ. - "ბარსელონა "35.5 მლნ. - მოგება: 34.95 მლნ.

ჯამური ხარჯი: 58,45 მლნ. ევრო

ჯამური შემოსავალი: 308,85 მლნ. ევრო

მოგება: 250,4 მილიონი ევრო

გარდა იმისა, რომ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა "სევილიას" სპორტული წარმატებები მოუტანეს, კლუბმა დიდი ფინანსური სარგებელი ნახა. დღეს, მონჩი "რომას" სპორტული დირექტორია და უკვე იტალიური კლუბის მესვეურები ამყარებენ მასზე დიდ იმედებს. რომაული კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მედიას ესაუბრა, მონჩის ხოტბა შეასხა და სხვა საინტერესო თემებზეც გაამახვილა ყურადღება - ქვემოთ, სწორედ პალეტას ნააზრევს გაეცნობით...

მონჩი

რამონ როდრიგესთან დიდი ხნის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და ბედნიერი ვარ, რომ შეთანხმება შედგა. მონჩი თავის საქმეში საუკეთესოა ევროპული მასშტაბით და მასზე უდიდეს იმედებს ვამყარებთ. რამონს მოეწონა ჩვენი პროექტი და საქმეს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.

თანამედროვე ფეხბურთში, სპორტულ დირექტორს უდიდესი როლი აკისრია და ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. შეიძლება ტრანსფერებში მინიმალური თანხა დახარჯო და საჩემპიონო გუნდი გააკეთო - ან პირიქით, დიდძალი თანხა დახარჯო და სეზონი ჩააგდო. თუმცა, მონჩის მოყვანა ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ტრანსფერებზე ცოტას დავხარჯავთ - მონჩის ექნება საკმარისი ბიუჯეტი იმისთვის, რომ მომავალში გაცილებით ძლიერი "რომა" ვიხილოთ.

ტრანსფერები

ახალი სპორტული დირექტორი სწორედ იმიტომ გვყავს, რომ ზაფხულში გუნდი გავაძლიეროთ. გვყავს მოხაზული რამდენიმე ფეხბურთელის გვარი, რომელთა გადაბირებასაც შევეცდებით. ასევე, რამდენიმე წამყვან ფრეხბურთელთან ხელშეკრულება უნდა გავახაგრძლივოთ და საიჯარო კონტრაქტების საკითხი მოვაგვაროთ. დროა, "რომამ" სკუდეტოსთვის რეალურად იბრძოლოს, ამისთვის კი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო.

როდესაც "ჯალოროსის" სათავეში მოვედი, დავპირდი გულშემატკივრებს რომ გუნდი ევროპული მასშტაბის გრანდი გახდებოდა - პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და დაპირება ძალაში რჩება. ჩვენ მონჩისთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად შევეცდებით, რომ "რომა" გაცილებით უკეთ ათამაშდეს.

სპალეტი

არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩემი და ლუჩანო სპალეტის მოსაზრებები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის კონფლიქტია. პირიქით, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომელსაც მეგობრულიც შემიძლია ვუწოდო.

უნდა დაველოდოთ სეზონის დასრულებას და ვნახოთ, რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს - ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრაა, ამისთვის კი საჭიროა, რომ მეორე ადგილი შევინარჩუნოთ. "ნაპოლი" კუდში მოგვდევს და დარჩენილ თამაშებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

შემდეგ, დავჯდები სპალეტისთან მოლაპარაკების მაგიდაზე და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ბევრს საუბრობენ, რომ სპალეტის შემცვლელად უნაი ემერი, ან რობერტო მანჩინი შევარჩიეთ, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - დღეს, "რომას" ლუჩანო უდგას სათავეში და სხვასთან არავითარი შეთანხმება არ გვაქვს.

ფრანჩესკო ტოტი

ტოტი "რომას" სიმბოლოა და თუ მოისურვებს, ის აუცილებლად დარჩება კლუბში კარიერის დასრულების შემდეგ. მისთვის გამზადებულია სკამი დირექტორთა საბჭოში და 6-წლიანი ხელშეკრულება. არის თუ ეს მისი ბოლო სეზონი? - დღეს, გამიჭირდება ამაზე ლაპარაკი - ამ თემაზე მექნება საუბარი, როგორც მწვრეთნელთან, ისე თავად ფეხბურთელთან და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. კარგად მესმის, რომ ტოტის ყოფნა მოედანზე და თუნდაც სათადარიგოთა სკამზე გუნდისთვის ბევრს ნიშნავს.

ახალი სტადიონი

რომის მუნიციპალიტეტთან მირწეულიოა შეთანხმება და გადაწყვეტილია, რომ ახალი სტადიონი აუცილებლად აშენდება. არსებობს პროექტის მაკეტი და შეთანხმება მიღწეულია იმ კომპანიასთან, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სტადიონი 52 ათას გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი.

სტადიონი ექსპლუატაციაში 2021 წელს უნდა შევიდეს, თუმცა ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ პროცესი დაჩქარდეს და გუნდი ახალ არენაზე უფრო ადრე გადავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

misha
რომას სტადიონის მაკეტია ჯერ მეგონა უკვე დაიწყო მშენებლობა და საცაა გახსნაც იქნება რომა მაგარია
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"სევილიამ" თითქმის შეიძინა, თუმცა მონჩიმ ტრანსფერი დაბლოკა - ესპანელმა სკაუტმა ხვიჩაზე ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ყველაზე რთული ზაფხული "სევილიას" ისტორიაში
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომა" "მილანიდან" სუსოს დამატებას აპირებს
მონჩი: "რომამ" მწვრთნელი უკვე შეარჩია
laroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სევილიას" სპორტული დირექტორი კვარაცხელიას საბერძნეთში პირადად დააკვირდება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები