საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით აიღეს სტარტი მარიამ ბოლქვაძემ და გიორგი ცივაძემ
საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით აიღეს სტარტი ქართველმა ჩოგბურთელებმა - მარიამ ბოლქვაძემ და გიორგი ცივაძემ.

ბოლქვაძე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იმყოფება და ქალთა 15.000-იან შეჯიბრებაში მონაწილეობს. მე-7 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა პირველ წრეში იოლად დაამარცხა ჩეხი ანა სლოვაკოვა - 6:3, 6:1. მერვედფინალში იგი ანა-ლენა ნეუვირტსა (ავსტრია) და დომინიკ კარეგატის (ჰოლანდია) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

წყვილებში ბელგიელ მარგუს ბოვისთან (ბელგია) ერთად ბოლქვაძემ განთესვით მეოთხე ნომრებს - ლიზა-მარია მაეტცკეს (გერმანია) და ელენ შოლსენს (ბელგია) სძლია 6:4, 6:4 და მეოთხედფინალში აჰლამ შავკატი (ეგვიპტე) - ნადია ვან ჰეერდენისა (სამხრეთი აფრიკა) და ტაიფეი ფიქუ (საფრანგეთი) - ნასტასია შუხოტინას (რუსეთი) ტანდემებს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ცივაძე ჩიმკენტში (ყაზახეთი) ვაჟთა 15.000-იან ტურნირში ასპარეზობს. ერთეულთა სტარტზე მან მასპინძელი ადილ კარიმოვი დაჯაბნა - 6:0, 6:1. მეორე წრეში ხორვატ ნინო სერდარუსიჩთან იბრძოლებს. ამ უკანასკნელმა გუშინ რუსი მაქსიმ რატნიუკი ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:1.

წყვილებში ცივაძე რუსეთის სახელით მოასპარეზე შალვა ჯანაშიასთან არის შეამხანაგებული. თანამემამულეთა დუეტმა სტარტზე რუსებს - ტიმურ კაიამოვსა და მაქსიმ რატნიუკს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:4, 6:4. მეოთხედფინალში ცივაძე და ჯანაშია მეტოქეობას გაუწევენ ოლექსანდრ ბიელინსკისა (უკრაინა) და პაველ კოტოვს (რუსეთი), რომლებმაც პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ რუსებს - ალექსანდრ იგოშინსა და იან საბანინს აჯობეს - 6:4, 6:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ბოლქვაძე ყაზახური ტურნირის ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს