"როცა მეტოქეს ქუთაისურად ლამაზ ნოკაუტს დავუბრახუნებ და ვეტყვი, არ ადგე, თორემ უარესს გიზამ, გვერდით 10 ქართველზე მეტი უნდა მყავდეს"
ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ვიდეოში ხურციძე ინციდენტზეც საუბრობს, რომელიც ინგლისის ქალაქ ლესტერში მოხდა. შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ლესტერში ქართველმა მოკრივემ ბრიტანელი ტომი ლენგფორდში ნოკაუტში გაგზავნა და საშუალო წონაში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

- ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული დაიცვა [VIDEO]

"წერა არ მიყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, ვიდეოთი მოგმართოთ და მადლობა ყველას ერთიანად გადაგიხადოთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა იმ ათ ქართველს გადავუხადო, ვინც დარბაზში მოვიდა. რამოდენიმე ათას ადამიანში მხოლოდ 10 ქართველი იყო. ხომ ბევრია?!

მათ ორი ქართული დროშა ჰქონდათ. როგორც მითხრეს, ინგლისელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, დროშები წაართვეს, წყლიანი ბოთლები ესროლეს და წყალიც გადაასხეს. ამ ხალხს ასეთი შეურაცხყოფა ჩემს, საქართველოს და ქართველობის გამო მიაყენეს.

როგორც გავიგე, ინგლისში ქართული დიასპორა ყოფილა და გული მწყდება, რომ ასეთი უყურადღებონი ვართ. გვიყვარს გრძელი სიტყვები, ლამაზი სადღეგრძელოები, ვამაყობთ ქართველობით, სინამდვილეში კი საქართველოს სახელისა და ერთმანეთისთვის ნაბიჯების გადადგმა, ერთმანეთის მხარდაჭერა არ გვიყვარს და ეს ცუდია.

იმედია, შემდეგში, თუკი კვლავ მომიწევს ინგლისში ჩამოსვლა, ეს ყველაფერი გამოსწორდება და ყველა ემიგრანტი მოვა, ერთ მუშტად შევიკრებით და პასუხს გავცემთ, ვინც ბოთლებს გვესვრის.

არადა, ინგლისელები თავაზიანი ხალხი მეგონა და ძალიან მწყდება გული, რომ თქვენი, ინგლისში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა არ მქონდა.

სამომავლოდ გავითვალისწინოთ, რომ, როცა მეტოქეს ქუთაისურად ლამაზ ნოკაუტს დავუბრახუნებ, ყბაში დავკრავ და კუთხეში დავაძინებ, ვეტყვი, არ ადგე, თორემ უარესს გიზამ-მეთქი, გვერდით ათ ქართველზე მეტი უნდა მყავდეს", - თქვა ხურციძემ.

თამარი
გილოცავთ და მთელ საქართველოს ვულოცავ თქვენს გამარჯვებას...
მერი ტაბატაძე
გენაცვალე მარჯვენაში.ღმერთი იყოს შენი მფარველი. გაიხარე ჩვენი გახარებისათვის და აძლიერდი.
ულოცავ ქართველებს
გილოცავთ ქართველებო!! მაგრამ რარაც ვერ ვიხსენებ რაგბში მსგავსი აგრესიული ყოფილიყვნენ ინგლისელები და თვით გადარეული ირლანდიელები> ალბათ გააჩნია რა ფენაზე საუბარი ნახევარი საქართველო საკუთარ დედას შესცემს და მასეთებს სამწუხაროდ ყველგან მომრავლდა(
Anzori
Jigarixar brat carmatebebi miaceqi bevrs kide doubraxune qutaisurad da motexe kba
ლაშა
ბატონებო, ცოტა უხერხული ხომ არ არის, მსოფლიო ენის და პოლიტიკის განმსაზღვრელ, უდიდესი კულტურის და ცივილიზაციის, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერიის შემქმნელ ერს ამბიციებს რომ უპროტესტებთ(ვინ ვის:)) და მათსავე ქვეყანაში ჭკუას ასწავლით. ხანდახან რეალობას აცდენის ნიშნებს ვამჩნევ-რინგზე დაპირისპირებულთა გულშემატკივრებისგან რატომ ითხოვთ ხელოვნების მუზეუმში მიწვეული სტუმრების საქციელს? ავთანდილ ხურციძეს ვუსურვებ წარმატებას სპორტულ ასპარეზზე, საქართველოს სახელის პოპულარიზებას. ასევე, ვურჩევ დამარცხებულსაც პატივი სცეს და რაც მთავარია, პოლიტიკურთან მიახლოებულ განცხადებებს თავი ანებოს.
aleqsa
girseuli metoqe iyo da unda daapaso zmao.ise naklebi imariaje ufro did sikvaruls daimsaxureb. iyavi is rac xar.ar ginda es xtunva da tamashi.kacurad moiqeci.da ase dagapaseben shenc.
m.k.
გენაცვალე ქართულ გულში და სულში...კიდევ უამრავ წარმატებებს გისურვებ ქართველების გასახარებლად
სოსო
მაგარი კაცი ხარ და ნაღდი ქუთაისელი!უფალი გფარავდეს!
lasha19
გილოცავ ავთო !!! ნეტა მე მქონდეს საშუალება დავესწრო ხოლმე შენს შეხვედრებს . მარტო 10 ქარტველი არაა პრობლემა, მე არც ვიცოდი რომ ჩაქუჩა შეხვედრას მართავდა, როდესაც 1 კარგი მოკრივე გვყავს, უნდა გავიგო, და ლაივშიც ვუყურო და ვუგულშემატკივრო, ამაზე მემგონი მასმედია უნდა ზრუნავდეს.
ia
ინგლისელი ფანები ყველაზე აგრესიულები არიან- ფეხბურთშიცთითქმის ოფიციალურ დონემდეა აყვანილი ,ღირსების საქმედ თვლიან .
მაჰათმა განდი
ოკუპაცია და სხვა ერების ჩაგვრა ინგლისელების მონაგონია, სად იყვნენ რუსები და ამერიკელები ინგლისელი ოკუპანტები რომ მთელ სამყაროს ედებოდნენ და სისხლს უშრობდნენ დაუცველ ერებს.
sss 21
დავით 100/ხარ!! ავთო გისურვებ წარმატებებს ჩემი შვილიც მომავალი მძიმეწონოსანი იასპარეზებს და შენნაირი თვითდაჯერებულობა მომწონს.
lali q
მაგარი ადამიანი ხარ! მაგარი ქართველი! უფალი გფარავდეს!გვეამაყებიიიი!
სოსო
დავითის პოსტი მომეწონა ძალიან.მართალი ხარ ძმაო.
GB
სულ გაგვემარჯოს ,გამარჯვების გზით გვევლოს ამ ქართველმა ქუთაისელმა- ბრუკლინელმა რომ გაიმარჯვა მაგგვარად,ხალხს ნუ გავუნაწყენდებით.ბრიტანეთი დიდი ქვეყანაა. ქართულ მასმედიას,ქართულ ამბასადორიალს,ქართულ მთავრობას მოვთხოვოთ დროული თანადგომა,მანამ-არაფოსტფაქტუმ! .არ შუქდებოდა სათანადოდ ქვეყნის $მესვეურთა$ მიერ,ეს, თანამედროვე კრივისთვის, და თანაც ქართველის მონაწილეობით,მნიშვნელოვანი მოვლენა.ან რომელ ერთ ნიჭიერ ქართველს,თუნდაც ორთაბრძოლებში,კრივში,#ედგნენ მხარში#,ძემოთ ჩამოთვლილნი-ვისაც უშუალოდ ევალებათ,ხალხისგან ფულადი ანაზაებთ,ნიჭიერ ქართველთა მხარში დგომა:კილაძეს,გუგენიშვილს,...ყველა,ნებისმიე სახეობებში,მეცნიერებაში თუ ხელოვნება წარმოებაში....ათეულობით ^ლომგულა^ ქართველი თვითონ იკაფავდენ გზას-ნიჭით,დაუღალავი გარჯით,სამშობლოს სიყვარულით...სულ გვეხაროს გამარჯვებებით,ხალხს ნუ გავუნაწყენდებით სისხლი დახორცი ვართ ურთიერთის.
გიორგი
გადახედეთ პრემიერლიგის გულშემატკივრების საქციელს და ინგლისელების ზრდილობაზე და ქცევაზე მერე ილაპარაკეთ. უზრდელი ხალხია
ირაკლი
ისე მართლა რა ჯიგრული, სუფთა ქუთეისური მიმართვა დადო, მომეწონა კაცური უბრალოებით... უეჭველი დააგდებ ძმაო ბრატანელ ბაქიას, ყველა შენთან ვართ
datiko48
ჯიგარი ხარ ავთო,სულ გამარჯვებულს გევლოს ამ ქვეყანაზე,გემრიელათ ლეწე იმ წარაკუას,ნუ ინერვიულებ ინგლისელებზე,ყოველთვის იყვნენ საქართველოს მიმართ მოწინააღმდგების რუსების მორჩილნი დაწყებული მე-18 საუკუნიდან,მაგათ და საფრანგეთმა არ აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918-ში ევრო ლიგაში,სადაც ქართველთა ბედი წყდებოდა,"თავი შეკავეს",არადა აღარ მოხდებოდა 1921-ის კომუნისტების შემოთრევა და იუნკერების დაღუპვა სხვა მებრძოლებთან ერთად!!!
აფხაზი
ღმერთმა ძალა მოგცეს და სულ გამარჯვებით გატაროს
დავითი
აქ ბევრი დაწერს ისეთსაც და ასეთსაც,ეგრეა ყველას თავის აზრი თუ უაზრობა აქვს.მთავარია გავიმარჯვეთ და იმედია მომავალშიც ეგრე იქნება უფლის მადლით, საკუთარ ხალხზე,სამშობლოზე ნუ გავნაწყენდებით,თუმცა ჩვენებურებმაც ბევრი ქიშტი ვკარით სამშობლოს და ერთმანეთს და როდის დავწყნარდებით ბოლო არა სჩანს, აქა იქ პატარა სიხარული გამოერევა ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში(შენი გამარჯვებაც ასეთია) და მა სიხარულშიც ვერა ვართ ერთიანი სამწუხაროდ.
რეალობა
ინგლისელებს კარგად რომ იცნობდეთ მიხვდებოდით მაგათზე მეტი ფაშისტები არც გერმანელებია და არც რუსები.
tbilisi
ავთო ჯიგარიი ხარ შენნაირი ხალხი აკლია საქართველოოს და ზუსტადაც უნდა მოუწოდო სუყველას რომ გამოფხიზლდნენ.. შენნაირ ხალხს უნდა უსმენდეს აახლგაზრდობა აბა ეს დამჟავებული სასტავიი ტოლერანტული რეჩებით და ვითომ განათლებულობით ხო ხედავთ ინგლისი რო ინგლისია იქაც დაგვიგდეს შანსი რო მიეცათ....
London .-Oxfordis universiteti.
მათ მიეზღვებათ საკადრისი ინგლისელი ქართველებისაგან,თუნდაც ზე გარდიანში ან ...,ან ჩვენი რეფორტერები რაღას გაჩუმებულან და ა მიუთთებენ ბრიტანულ მასმედიებს ..... მაგრამ იმერული ტაქტი და სიდარბაისლე,ჩვენც გვმართებდა, სად დაიკარგა .... ქართული მოზომილობა.გამარჯვების შემდგომ წაქცეულისკენ რომ წაიწიეთ და მხრების თამაშის ელემენტებით "დარბოდით "რინგზე თანაც მუხლებზე "დავარდნით".კაცი ნოკაუტირებული გყავდათ და აღარ იყო საჭირო ნამეტნავად....,ემოციებიც ქართული გვმართებს -გულში შეუკურთხე გამარჯვებისა თავ დაფასებით გტამარჯვებულის საკადრისად,მოკლედ,მე-ჩვენ ასე ვამჯობინებთ და რა ვიცი....ხურციძე მაგარი ქართველი ხართ,შენი ჭირი მე-ჩვენ,მაგრამ .... ან ეს "კივილი" ფრესკონფერენციის დროს როდესაც დამტვრეული ინგლისურით "უმტკიცებდით,სისულელეების მოლაქლაქე მებძოლს" .ჭკუთმყოფ ინგლსელებსაც არ უყვართ მარტო სიტყვით მოტრაბახე "მებრძოლები", ბრუკლინელი ბიჭი ვარო,ლუქეთ მიო შოუმენოო,...ლუქეთ თუ მის ნაცვლად.....,საწყენია რომ ვერ გაეცით სწორი ფასუხები,მოკლედ ქუთაისურად,წყნარი ხმით, მაგ ტვინით ნაღრძობს,როგორც თქვენმა აფროამერიკელმა მწვრთნელმა კარგად გასცა მას საკადრსად .ის .... სგეუბნებოდათ არაკაცურად, თქვენ კი უღიმოდით, მოკლედ,ქუღაისურად მკაცრი სახით რომ "მოგეჭრათ", ან უკეთესი იქნებოდა ხლიწ ფიზიონომიაში..... მართლადა გასაკვირია,ჩვენი საელჩო დიდ ბრითანეთში სადაა რას გადაყლაფეს ენები,თუ კი ლესთერში ან სხვაგან ქართველებს ქართულ დროშებს ართმევენ ადგილობრივი ხულიგნები და ამცირებენ ჩვენ სამშობლოს.ჰაააა?
ყური მიგდე
odala რამ შეგაზიზღა ასე ქართველები..ეს უკვე მეორედ ვკითხულობ კომენტარს და ესეც ყველას აზრისგან განსხვავებული, ქართველის გაწყრომა გიწერია... თუ ხუმრობაა, ფორმ ამაინცმიეცი, რომ მიხვდეს ხალსი?!
სოსო
ტერმინი,ხულიგანი,ინგლისიდან მოდის,და ახლაც განთქმულნი არიანთავისიუმსგავსი საქციელით,ამას დაამატეთ ინგლისური ქედმაღლობა და გასაგები გახდება,ვიღაც ქართველისაგან რატომ ვერ აიტანეს ღრანჭის მონგრევა.არა უშავს რა ,შენ მასე განაგრძე და ინგლისელები გინდაც ტრუსიკებიდან ამოხტნენ.ისე მაგათგან არც ეგ გამიკვირდება.
odala
შენც უნდა იცოდე დარბაისლურად მოგება. კაცი ნოკაუტში იყო და იქით იწევდი და რაღაცეებს ეუბნებოდი. მეტოქის დაფასება აუცილებელია.
გიორგი
სამწუხაროდ დღევანდელი ხუთჯვრიანი დროშა ქართული კი არა ტაპმლიერების დროშაა, რაც შეეხება შეურაწყოფას, ბრიტანელები როდის იყვნენ კულტურით გამორჩეულები? ყოველთვის ველურები იყვნენ და ველურებად დარჩებიან
F... Politic
72 მილიონიან ბრიტანეთში ველურების და ქაჯების საკმაო რაოდენობაა. მერე რომ ინგლისია, ან ძლიერი ქვეყანაა,მანდაც ბევრი ყანაა... ფაქტია რომ ქართველების დიასპორა ყველაზე სუსტი და არაერთგულია მსოფლიოში!!!
ლაშა
ავთო ძმა საღოლ,ავღანეთში ვნახეთ შენი ბრძოლა და გვეამაყები, იმ ათს კიდე 600დაუმატე სულით და გულით შენთან რომ იყო ავღანეთიდან
Daybnost
Temo დიდი ალბათობით ქუთაისლებს ბევრჯერ ყავხარ ცუდ დღეში ჩაგდებული ;) თორე ეგეთ მზოებას არ დაწერდი
მიხო
რუსები ინგლისელებთან შედარებით ბავშვები არიან. მილიონობით ადამიანი ყავთ გაწყვეტილი კოლონიებში და ბრიტანეთშიც.მაგრა ჩვენც რომ მთელ ევროპას ფეხებზე ვკიდივართ.
ნანა
ის ათი ქართველი ასს უვარგისს სჯობს.არაუშავს, ხომ გადმოხტა და შენთან დადგნენ.სირცხვილი ვინც ესეც ვერ სეძლო...
თემურ ჯიქიძე
ავთო! შენ ხარ საქართველოს ელჩი მსოფლიოში და აბა შენ იცი, შენი ჰუკებით და სვინგებით გვასახელე კიდევ და კიდევ.ის ორი წაგებაც არ წაგიგია. დაგჩაგრეს შენც და საქართველოც. არაუშავს... გენაცვალე! ჯიგარი ხარ. უფროს ძმად მიგულე
ლუკა
ავთანდილ, ძამია მომისმინე აქანე! ინგლისელები ქართველებზე მხოლოდ შენს გამო არ არიან გაბრაზებულები. ინგლისელები ევროკავშირიდან მას შემდეგ გაიძურწენ რაც გეიგეს რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ექნებოდათ ევროპასთან. ახლა კი ნანობენ ბრექზიტს და თავში ირტყამენ ხელებს, მაგრამ აწი უკვე გვიანია. შენს მიერ ინგლისის საამაყო შვილი ტომი ლანგფორდის ნოკაუტით დამარცხებამ მათი მოთმინების ფიალა აავსო და შენ ვერაფერი გაგიბედეს, ადგნენ და უწყინარ ქართველ გულშიმატკივრებს ბოთლები ესროლეს. მაგრამ მაგ შეურაცხყოფას გადავიტანთ როგორმე. ბევრი ქართველი ვერ მოვიდა შენს ბრძოლაზე, მაგრამ ვინც ტელევიზორში უყურა ყველას სიამაყით აევსო გული და გქომაგობდა! მალე საქართველო ღირსეულად დაიკავებს ინგლისის ადგილს ევროპაში! :)
andre
arasworad gitxres!!! aq ENGLAND -ia.egetebi ar xdeba.tsarmatebebii momavalshii
Mzia
Rusebi ingliselebs ver itanen da pirikit.mati sakcieli _drochebis cartmeva mati ,, nacionaluri" cakcielia.esec monarkisruli kveknis etiketia.chven rac vicodiy vachvenet da rac mat icodnen gvachvenes.aseti gamarjvebebi hvimravlos da chvengan iscavlian rogor moikcnen.
jajana
shen tooo ajazeb chaquchiee! iseeeee gagivarda yaraulis tofi.
ქუთაისელი
ნაიმპერიალისტალი რედისკები!
ziz
არა, არააა 10 ქართველი ცოტა!
Levan
ფაშისტები არიან.მე პირადად ყველაზე უზრდელი ტურისტები, ვინც შემხვედრია,ინგლისელები იყვნენ
ultranationalist
ინგლისელები ისეთივე ნაცია არიან როგორც რუსები, აღარ ვიტყვი როგორიც
temo
არ გინდა ტოოო ეს ქუთეისური რააა.
beqa
ავთო ძლიერი მეტოქე იყო და ძლივს მოუგეეე გულშემატკივრები უნდა გაახარო ძმაო, კი ითხოვ ტოოო გვერდში დაგიდგენ მაგრამ შენც უკეტესად იჩხუბეეე. ეგ არაა მართალი არავისთვის არ წაურთმევიათ დროშებიიი.
პაატა
გილოცაც ღირსეულო ქართველო.. წარმატებები მომავალშიც მოგველოცოს და ჩევენ კი მხარდაჭერა გვესწავლოს..
გია-11
წარმატებები ავთო, მაგარი ქართველი ხარ, ამრავლოს ღმერთმა შენისთანა გამარჯვებულები
ზსს
კარგი კაცი, გენაცვალე გული არ გაიტეხო შენ გვერდით ვართ!
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი, კრივში კისერს მოვტეხავ და გავთიშავ" - ავთანდილ ხურციძემ მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
42 წლის ავთანდილ ხურციძე ციხეს ტოვებს და ქამრისთვის იბრძოლებს
რინგზე დაბრუნება 7 წლის შემდეგ - "ჩაქუჩამ" ჰიუგო ექსნერი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [VIDEO]
ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა
"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს