"პოლიტიკოსობას მირჩევნია, ბიზნესმენი ვიყო და იმდენი ფული მქონდეს, რომ ქართული სპორტის ფეხზე დაყენება შევძლო"
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკას "მოედანს მიღმა", სადაც სპორტის სხვადასხვა წარმომადგენელთან ინტერვიუს წარმოგიდგენთ აბსოლუტურად ყველაფერზე, გარდა სპორტისა.

რუბრიკის მორიგი სტუმარი საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვალერი ლიპარტელიანია.

- მოვყვეთ ბავშვობიდან...

- ალბათ, ისეთი, როგორიც ჩემი თაობის უმეტესობას, ვგულისხმობ 90-იანებს. ვერ ვიტყვი, რომ მშობლები რამეს მაკლებდნენ. ყველაფერი მქონდა, რაც კი მაშინ ბავშვებს გააჩნდათ.

რაც შემეხება მე, ცოტა ზარმაცი კი ვიყავი, მაგრამ მიზანდასახულობაც მახასიათებდა - მიზნად თუ რამეს დავისახავდი, მას აუცილებლად ვაღწევდი.

- როგორი მოსწავლე იყავი?

- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ბეჯითი ვიყავი, მაგრამ დედაჩემი მუდამ ცდილობდა, სკოლაში მოუმზადებელი არასდროს გავეშვი. განათლების საკითხში დედა განსაკუთრებით მეხმარებოდა და გვერდში მედგა.

- სკოლაში, ალბათ, ყველას დაგვიწერია თემა "მე მინდა გამოვიდე...". შენ რას წერდი?

- აი, ეგ კი ნამდვილად არ მახსოვს. ალბათ, სპორტსმენობაზე დავწერდი, რადგან სპორტი ბავშვობიდან ძალიან მიყვარს.

- პირველი სიყვარული...

- ძალიან დიდი ისტორიაა, ამაზე უფრო დეტალურად სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი იმას გეტყვით, რომ ეს ყველაფერი სკოლის მერხიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. მე და ჩემი მომავალი მეუღლე კლასელები ვიყავით და წარმოიდგინეთ, რაოდენ გრძელი ამბავია (იცინის).

- კითხვა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს. ყველა შეკრებაზე თან დამაქვს წიგნი და ვკითხულობ.

- ბოლოს რა წაიკითხე?

- ბოლოს ვაჟა-ფშაველას ვკითხულობდი.

- როგორ მუსიკას უსმენ?

- ქართული ხალხური სიმღერა მიყვარს. ზოგჯერ პოპსაც ვუსმენ.

- სად შეიძლება ადამიანმა ყველაზე ხშირად გნახოს?

- მაქსიმალურად ვცდილობ, თავისუფალი დრო მეუღლესა და შვილებთან გვერდით გავატარო. ერთად ძალიან ბევრს ვსეირნობთ მზიურის პარკში, ამიტომ ყველაზე ხშირად მანდ შეგიძლიათ მნახოთ (იცინის).

თუკი დრო მაქვს, მეგობრებსაც ვნახულობ.

- მტრები გყავს?

- არა მგონია. ალბათ, უფრო კონკურენტები, თუმცა არც მტერს გამოვრიცხავ. ხომ გაგიგიათ, ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი?! (იცინის)

- როგორია შენი დამოკიდებულება არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ?

- ზუსტად ისეთია, როგორიც ყველა მართლმადიდებელს უნდა ჰქონდეს!

- როგორია შენი დამოკიდებულება ფულის მიმართ?

- მინდა, იმდენი ფული მქონდეს, რამდენითაც ადამიანი ნორმალურად ცხოვრებას შეძლებს. სიმდიდრეზე არასდროს მიოცნებია.

- რომელია შენი ცუდი თვისება?

- ალბათ, მაინც სიჯიუტე...

- აზარტული ხარ?

- მხოლოდ სპორტში!

- ფეხბურთი გიყვარს?

- კი, "ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრებს ვგულშემატკივრობ.

- რატომ?

- რონალდოსა და რონალდინიოს გამო.

- როგორს ხედავ საკუთარ თავს გვერდიდან?

- სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, როგორი ვარ-მეთქი... ჩემი აზრით, ძალიან ჩვეულებრივი ვარ. უბრალოდ, ზოგჯერ მინდება, ვიყო უფრო ყურადღებიანი და თავაზიანი, რაც ხშირად არ გამომდის და ამაზე გული ძალიან მწყდება.

- არსებობს ფილმი, რომელიც არასდროს გბეზრდება?

- ფილმები და არა ფილმი: "დათა თუთაშხია", "ალექსანდრე", "ტროა", "გლადიატორი". კიდევ რამდენიმეა...

- მომავალში, კარიერის დასრულების შემდეგ, რას აპირებ? მაგალითად, პოლიტიკაში წასვლაზე არ გიფიქრია?

- ვოცნებობ, მთელი ცხოვრება პოლიტიკისგან ძალიან შორს ვიყო. მაგას მირჩევნია, ბიზნესმენი ვიყო და იმდენი ფული მქონდეს, რომ ქართული სპორტის ფეხზე დაყენება შევძლო.

- იმ ქვეყნებიდან და ქალაქებიდან, რომლებშიც ნამყოფი ხარ, რომელი და რით დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

- ძიუდოს სამშობლო იაპონია და ტოკიო. ხალხმა გამაოცა თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით. რამდენჯერაც იქ ჩავალ, იმდენჯერ მაკვირვებს იაპონელთა დამოკიდებულება ნებისმიერი საქმის მიმართ.

ძალიან მიყვარს რიოც - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. და რომ არ ვთქვა, არ გამოვა - City of Love, პარიზი!

- ყველაზე გემრიელი უცხოური კერძი, რაც კი გაგისინჯავს...

- ასეთი ძალიან ბევრია. ყველა ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნებას ვცდილობ. განსაკუთრებულად ინგლისური სამზარეულო მახსენდება. სტუმრად ვიყავი, კარგად გამიმასპინძლდნენ და ერთ-ერთი კერძი იმდენად გემრიელი იყო, მისი გემო ახლაც მახსოვს, მაგრამ სახელი - არა (იცინის).

- შეცდომების აღიარება გიჭირს?

- იშვიათად. თუ სხვას რაიმეში არ ვეთანხმები, მაინც ვცდილობ, საკუთარი თავი დავაჯერო, რომ შევცდი და სჯობს, გამოვასწორო.

- შენი წყობიდან გამოყვანა იოლია?

- როცა მშია, კი (იცინის).

- ქალაქში ხშირად გცნობენ?

- ბოლო დროს, კი და ადამიანების კეთილგანწყობა ძალიან მახარებს. მადლობა მათ ასეთი სითბოსთვის.

- ექსტრიმი გხიბლავს?

- კი, ძალიან. მინდა რიოში პარაპლანით გადმოვხტე, მაგრამ ჯერ ვერაფრით მოვახერხე.

- დარჩა მსოფლიოში ადგილი, რომლის ნახვაც გინდა?

- თანაც, ძალიან ბევრი. პირველ რიგში კი, იერუსალიმი.

- ზედმეტსახელი გაქვს?

- ლიპო (იცინის).

- შენი ჰობი?

- თხილამურებით სრიალი.

- შეგიძლია დაასახელო ის ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოტივაცია მოგცეს/გაძლევენ?

- პირველ რიგში, ჩემი მეუღლე. ამ ადამიანმა ცხოვრებისეულად ძალიან გამაძლიერა. სპორტული კუთხით კი, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც ჯერ ზურაბ ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, შემდეგ კი - ირაკლი ცირეკიძე.

- ვალერი ლიპარტელიანი ტატამსა და მის მიღმა - რამდენად დიდია განსხვავება ხასიათში?

- ო, ეგ სხვას უნდა ჰკითხოთ. იმდენად დიდია ჩემი სიახლოვე ტატამთან, დიდი განსხვავება არ იქნება (იცინის).

- რას ასწავლი პატარა ლიპარტელიანებს?

- იყვნენ ზრდილობიანები და დედის გარდა, ჯერ არავის დაუჯერონ!

- ჟურნალისტის რომელი კითხვა გაღიზიანებს?

- რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი? (იცინის)

- მაშინ, თავად რა კითხვას დაუსვამდი ვალერი ლიპარტელიანს?

- რა არის წარმატების საიდუმლო?

- პასუხი?

- ამაზე პასუხს სხვა დროს, კარიერის დასრულების შემდეგ გავცემ.

svani!
კაცი ხარ კაცური ვარლამ! ჯერ ჯერობით არ გიცნობ, მაგრამ შევხვდებით აუცილებლად. კარგია რომ ასეთი ძლიერი მოჭიდავე გვყავს ქართველებს შენი სახით. ბევრი ახალგაზრდისთვის და ბავშვისთვის სამაგალითო ადამიანი და სპორცმენი ხარ. წარმატებებს გისურვებ ყველა ასპექტში. (რაც შეეხება ფეხბურთის შესახებ აქ დაწერილ კომენტარებს, კაცი იძახის როგორც კლუბი ბარსელონა მომწონსო და როგორც ქვეყნის ნაკრები ბრაზილია იმ კონკრეტული ფეხბურთელების გამოო, რა არის გაუგებარი?!)
სოსო
კარგი ბიჭი ხარ ლიპო და მჯერა სულ რაღაც ორ თხოვნას შემისრულებ:მაგ ორ ანგელოზივით ლამაზ ვაჟკაცს რიცხვით გააორმაგებ და გულზე ოლიმპიურ ოქროს დაიკიდებ.შენი იმედი მაქვს ბიჭო და არ გამიცრუო,ძალიან გთხოვ.
dudu
რონალდოს ბარსელონაში ერთი ძალიან მაგარი სეზონი აქვს ჩატარებული თასების თასიც მოიგო მისი გოლით ბარსამ პსჟ დაამარცხა ფინალში. ის ბარსა ძალიან ძლიერი გუნდი იყო და რონალდოს გარდა ფიგუ, ლუის ენრიკე, ჯიოვანი, გვარდიოლა და სხვანი თამაშობდნენ
zurab
მართლაც უსაყვარლესი სპორტსმენია: ნიჭიერი, განათლებული (თუნდაც სხვა სპორტსმენებთან შედარებით), დიდი იუმორის მქონე, შეხედული ...
status quo-s
მე ასე გავიგე მისი ნათქვამიდან რომ ბრაზილიას გულშემატკივრობს რონალდოს გამო და ბარსას რონალდინიოს :) რონალდინიოც არ არის აფრიკელი მაგრამ მაინც მასე უფრო ლოგიკურია
status quo
რა შუაშია ბარსა რონალდოსთან, ვერ გავიგე.ან რამ მოაწონა ინგლისური კერძი,რა უცნაური გემოვნება ჰქონია ამ ბიჭს.ინგლისური სამზარეულო ცნობილია თავისი უგემურობით- ტორტის კრემში სოდას და მარილს ურევენ და ა.შ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
[მოედანს მიღმა] გიორგი მერებაშვილი - უბრალოდ, ადამიანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
[მოედანს მიღმა] მიზანმიმართული, ერთგული და რისკიანი რონინიო