ჰოლანდიელ ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაში გავა
ჰოლანდიის ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა არიენ რობენმა ის პირობა დაასახელა, რომლითაც იგი მზადაა გუნდში სეზონის დასრულების შემდეგ დარჩეს. რობენი "მომავალში "ბაიერნში" თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ გუნდი 2011/12 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გავა.

ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად "ბაიერნი" ან გერმანიის ჩემპიონატის პირველ სამეულში უნდა მოხვდეს, ან 2010/11 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს. ამჟამად ბუნდესლიგაში გუნდი მეხუთე ადგილს იკავებს და მესამე ადგილზე მყოფ "ჰანოვერს" ხუთი ქულით ჩამორჩება.

ჩემპიონთა ლიგაში "ბაიერნმა" მილანის "ინტერს" სტუმრად პირველი 1/8-ფინალური მატჩი მოუგო ანგარიშით 1:0. საპასუხო თამაში 15 მარტს მიუნხენში ჩატარდება.

"ბაიერნიდან" წასვლის შემთხვევაში არიენ რობენი კარიერის გაგრძელებას "მილანში" ისურვებდა. მიმდინარე წლის იანვარში "ბაიერნიდან" "მილანში" რობენის ჰოლანდიელი მეგობარი მარკ ვან ბომელი გადავიდა. რობენი იმედოვნებს, რომ ვან ბომელი "მილანის" ხელმძღვანელობას მისი კონტრაქტის გამოსყიდვაში დაარწმუნებს.

27 წლის ჰოლანდიელი "ბაიერნში" 2009 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, გერმანულმა კლუბმა მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა