ქართველმა კომენტატორმა Sportall.ge-სთან მჭედლიძის მიერ "მილანის" კარში გატანილ გოლსა და მის ემოციაზე ისაუბრა
ქართველი გულშემატკივარი ჩვენი კომენტატორების ემოციურობის ნაკლებობაზე წლების განმავლობაში საუბრობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ საუბრებმა შედარებით იკლო. ამის მიზეზი ნოდარ სიმსივეა, რომელსაც მატჩის ტრანსლაციები "სეტანტაზე" მიყავს.

მისმა ემოციურად წაყვანილმა მატჩებმა გულშემატკივარში ნამდვილად პოზიტივი გამოიწვია და ამას ის გამოხმაურებებიც ადასტურებს, რომელიც ხშირად მის წაყვანილ მატჩებს აქვს. ერთ-ერთი ასეთი კი "მილანი"-"ემპოლის" მატჩი იყო, სადაც სტუმართა გუნდის ქართველმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ თავი მორიგი გოლით გამოიჩინა.

"ჩვენი ხატია სამშობლო... აი, ასე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში!", - ეს ის სიტყვებია, რომლითაც სიმსივე მჭედლიძის გოლს გამოეხმაურა და რომელსაც, შემდგომ, ძალიან ბევრი გულშემატკივარი იზიარებდა.

Sportall.ge-მ ქართველ კომენტატორთან ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ მჭედლიძის გოლსა და იმ გამოხატულ ემოციას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე მჭედლიძემ სოციალურ ქსელში სწორედ ნოდარ სიმსივის მიერ წაყვანილი ერთ-ერთი მატჩის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: "არ მჯერა, რომ ქართველი კომენტატორია".

"თუ მსახიობს ყველაზე მეტად ოსკარი უხარია, მე მჭედლიძის ეს პოსტი გამიხარდა. ვოცნებობ, ოდესმე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩები წავიყვანო და ამ დროს, უცებ, სრულიად მოულოდნელად, ჩემ წაყვანილ მატჩს ეხმაურება ლევან მჭედლიძე. ის მჭედლიძე, რომელმაც წლების წინ შოტლანდიასთან ზეიმის საბაბი მომცა და ახლაც ანალოგიური გააკეთა.

ჩვენს ქვეყანაში სულ ნეგატივია, გულშემატკივარი წაგებებსაა მიჩვეული... ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე გეუბნებით - მჭედლიძის გოლის შემდეგ ცრემლები წამომივიდა. ამხელა "დევებში" ერთი ქართველი იყო, რომელსაც ტრავმა ახლად მოშუშებული ჰქონდა, მოედანზე გამოვიდა, თავით გაიტანა და იმწამსვე, ჩვენი ხატია სამშობლო-მეთქი!

ქართველებს შეგვიძლია გოლების გატანა და თანაც, სად? ეს ხომ არ არის რომელიმე დაბალი დონის ლიგა?! იტალიის სერია A-ში გაუტანა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მალე იმ ჯანლუიჯი ბუფონის გზას დაადგება, რომლისთვისაც მჭედლიძეს "პალერმოს" მაისურით აქვს გატანილი.

საერთოდ, იმდენად დიდი მოლოდინი მქონდა მჭედლიძის თამაშის, როგორც კი იტალიის ჰიმნი დასრულდა, ვეღარ მოვითმინე და ჩვენი ჰიმნი ვიმღერე. მოედანზე ქართველი იყო და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამიტომ შევასრულე. მოედანზე პატარა ქვეყნისა და პატარა ნაკრების დიდი წარმომადგენელი დავინახე და ეს იყო დიდი ბედნიერება...

შემდეგ სოციალურ ქსელში კომენტარებს გადავხედე, ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ გოლზე წერდა, რამხელა ქვეყანა ვყოფილვართო... ეს ძალიან მესიამოვნა", - თქვა სიმსივემ.

სრულ ინტერვიუს Sportall.ge ორშაბათს, 1-ელ მაისს შემოგთავაზებთ.

კახა ქირია
უდავოდ ნიჭიერი კომენტატორია.დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება. წარმატებები (სამხ.ამერიკელი კომენტატორების სტილი აქვს.)
გიო
ჩვეულებრივი წამყვანია, რომელმაც ემოციური სტილი აირჩია. ზოგს მოწონს, ზოგს არა. კარგად მახსოვს დიდი "დინამო"-ს დროინდელი კომენტატორები: ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე, შემდეგ ნუგზარ ჯუღელი. ისინი აკადემიური, თეატრალური, მაღალი ინტელექტის და რაც მთავარია, ნიჭიერი ადამიანები იყვნენ. მაშინ ქართული ფეხბურთი ზენიტში იყო და ასე ვთქვათ, ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენდა. ახლა სხვა დროა, საქართველოში ფეხბურთი სულს ღაფავს და ევროპული ჩემპიონატების მატჩებს ვინ როგორ წაიყვანს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან "ჯიგარი" არ არის და ხელოვნურობა აშკარაა. ვიმეორებ, არსებულ რეალობაში ერთ-ერთია. უბრალოდ, ხმაურიანად მიყავს რეპორტაჟი და ნაწილს მოწონს, ნაწილს არა, ეს ნორმალურია. რაც შეეხება საქართველოს პატარა ქვეყნად, ან სხვების "დევებად" მოხსენიება, ნაწილობრივ თითქოს არტისტულია, თუმცა სრულიად არარეალური. უამრავ საქართველოზე პატარა ქვეყნის ფეხბურთელს უდიდესი წარმატება აქვს მსოფლიო მასსტაბით და არც თავად ქართველები უჩიოდნენ მიღწევებს საერთაშორისო ასპარეზზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამ მილიონიანი ურუგვაი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია არასოდეს გამიგია მათ "პატარა" ქვეყნად მოიხსენიებდნენ. ქვეყნის სიდიდე და სიდიადე იქ მცხოვრები ადამიანების მიღწევებით იზომება და არა მცხოვრებთა რაოდენობით. მე-17 საუკუნის დასაწყისში ინგლისის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატებოდა, მე-18 საუკუნისათვის 5 მილიონს და მცირე ხანში მეოთხედი მსოფლიო მათ იმპერიაში შედიოდა. უამრავი მაგალიტის მოყვანა სეიძლება წარსულიდან და აწმყოდა. ასე რომ, გეყოთ წუწუნი. არავითარი პატარა ერი და ქვეყანა არ ვართ.
დათო
მე მომხრე ვარ საქართველოს ნაკრების და ჩვენი ჩემპიონატის მატჩები ამ კაცმა წაიყვანოს, მეტ პოზიტივს შესძენდა გულშემატკივარსაც და ფეხბურთელებსაც...
papa
ვეთანხმები Emzarს... კარგია რომ ისტერიული სიცილი არ მოვისმინე ადრინდელივით.
sabonis
დღევანდელი ფორმაციის მილანის და მით უმეტეს ემპოლის დევობის არ გაიშვა არაფერი.DDDDDდ
gia-s
საქართველო პორტუგალი, რომ აურია ეგ სანდრო იყო ცნობილაძე და არა დათო მინაშვილი.
ზაზა
კარგია ემოციები,მაგრამ ვერ ვატყობ ,რომ გულრწფელია.შესაბამისად დონეც დაბალია... არ გახსოვთ ალბათ კოტე მახარაძე და... პ.ს.კომენტატორი თან გულშემატკივარიც უნდა იყოს ფეხბურთის, ფეხბურთიც უნდა ესმოდეს და პროფესიონალიც უნდა იყოს.ვერცერთს ვერ ვხედავ სიმსივეში...
gia
რა მოგწონთ ხალხო ამაში, ჩემი მინაშვილი ჯობია. რო ჩავრთავ სულ რო ელ კლასიკო მიყავდეს 10 წუთში მაძინებს. უძილობა მაწუხებდა ერთი პერიოდი და ჩემმა ექიმმა მირჩია. იმის მერე მინაშვილის ბესტებს ვუსმენ ხოლმე საღამოობით და დავისვენე. P.S. ისიც მომწონდა 10 წუთი საქართველო და პორტუგალია რო ვერ გაარჩია. რატო გაუშვეს ესეთი მაღალი დონის პროფესიონალიო რო ყვიროდა ხალხი თან.
gaguuu
როგორ ხართ დაბოღმილები ეს ხალხი რა გჭირთ ყველას აკრიტიკებთ და ლანძღავთ თქვენი მოსაწონი ამ ქვეყანაზე არაფერია ეს რო უცხოელი ყოფილიყო ცაში აიტაცებდით რა მაგარიაო ბოდიშით და ........ მიაწექი ნოდარ
Jeko
დაბალი დონის შენ თვითონ ხართ. ნუ გასკდით შურით და ბოღმით. ძაან კარგი კომენტატორია, ახალი სიტყვაა ქართულ სივრცეში. ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და იქნება მასტერკლასი!
ლუკა
ძალიან დაბალი დონის კომენტატორი არის და ასეთივე დაბალი დონის და უგემოვნო გულშემატკივარს მოწონს მისი ვითომ ემოციური კომენტარები. ბრმად ბაძავს უცხოელ კომენტატორებს და ძალიან უნიჭოდ. არანაირი ორიგინალურობა და ავთენტურობა. არც ბუნებრივობა და არც ინტელექტი. ჯობია ისევ ინგლისურად ვუსმინო ვიდრე ამის ხავილს.
Emzar
ხალხო რას მიედ-მოედებით ,რა მოგწონთ ასეთ კომენტატორებში? ე.ი. როგორც გავიგე რაც უფრო მაგრად და უაზროდ იყვირებ უფრო ძლიერი იქნები ხომ ?! მოგისმენიათ კოტეს წაყვანილი მატჩები? ან ტუნდაც ჯუღელის ? ეროსზე რომ არაფერი ვტქვა......ბაძავთ ვიგაცეეებს...
ქომაგი
საღოლ ნოდარ, აი დრაივი :)
beso
ეს სააკაშვილის პაროდიებს შეეშვა?
დინამო
1 არხზე წააყვანინეთ რა ნაკრების ან დინამოს თამაში
ნ
კახა ეგ ნიჭი შიგნიდან თუ არ მოდის,ტრენინგი და მასტერკლასი არ შველის. ცნობილაძის ლაპარაკის გაწელილ მანერას და ბორძიკს რა მასტერკლასი უშველის? სამწუხაროდ სილკი ქართული სეტანტას არ უჩვენებს და ეს რეპორტაჟი არ მინახავს
kaxa
იქნებ ტრენინგები ჩაუტაროს სხვა კომენტატორებს....
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჩაკვეტაძე მალე დაბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრების დახმარებას?
"ეს ჩემი ოცნებაა... განსაკუთრებული სწორედ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში იქნება, რადგან..." - მექვაბიშვილი ესპანეთთან მატჩამდე Marca-ს ესაუბრა
U21 - ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
"ყველაფერს გავაკეთებთ ესპანეთთან წარმატების მისაღწევად" - რა თქვეს "ჯვაროსნებმა" მატჩის წინ?
marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს
ესპანეთისა და საქართველოს მატჩს ლიეტუველი მსაჯები მოემსახურებიან
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
"შავი ლომი" | "ჩიტასთან" ჩელენჯ თასისთვის მოსამზადებლად
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან - რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"მას შემდეგ, რაც პსჟ-ს მწვრთნელი ვარ, ყველაზე მეტად მათ წინააღმდეგ გაგვიჭირდა" - ლუის ენრიკემ მეტოქე გამოარჩია
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ნოდარ სიმსივე: რუსს შემადარეს... ეტყობა, ჯერ კიდევ სსრკ-ში ვცხოვრობთ
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"ჰგონია რომ ფენომენია, მაგრამ ფეხბურთი საერთოდ არ ესმის" - კასანომ ლეაო კვლავ გააკრიტიკა
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ვინ უფრო გიჟია, გატუზო თუ ქეცბაია? - გიორგი ლორიას პასუხი [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
თბილისის "ლოკომოტივი" შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება
ქართველი კომენტატორის მატჩის ემოციური წაყვანა ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
ახალ ქართულ სპორტულ არხზე დიმიტრი ობოლაძეც იმუშავებს
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება