ინდიან უელსში ორი დღეა დაიწყო ქალთა და მამაკაცთა სუპერტურნირი. ჯერჯერობით განთესილები ისვენებენ

ინდიან უელსში ორი დღეა დაიწყო ქალთა და მამაკაცთა სუპერტურნირი. ჯერჯერობით განთესილები ისვენებენ, მათი მეტოქეები კი პირველ წრეში "აუთსაიდერთა" შეხვედრებში ირკვევა.

გუშინ მამაკაცებმა დაიწყეს პირველი რაუნდი. მასტერსის ბადეში რამდენიმე ისეთ ჩოგბურთელს ვხედავთ, რომლებიც ერთ დროს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში შედიოდნენ. სწორედ მათი მატჩები იწვევდა პირველ წრეში ინტერესს.

სერიოზული ბრძოლა იყო მოსალოდნელი ხუან მარტინ დელ პოტროსა და რადეკ შტეპანეკის დაპირისპირებაში, მაგრამ მაყურებლის იმედი არ გამართლდა. არგენტინელმა იოლად გაიარა ერთი შეხედვით რთული ბარიერი. გამარჯვებულის გამოვლენას საათნახევარიც არ დასჭირდა. აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ექვსიდან ხუთი ასეთივე საფრთხე მოიგერია. სხვათა შორის, ეს იყო დელ პოტროს პირველი გამარჯვება შტეპანეკზე - აქამდე არგენტინელს ორიდან ორი მატჩი ჰქონდა წაგებული ჩეხთან. მაგრამ ამჯერად რევანში დამაჯერებელი გამოვიდა. მეორე სეტი ხუან მარტინმა ნულზე მოიგო.

ივო კარლოვიჩს სამი სეტის ჩატარება მოუწია მარინკო მატოშევიჩის წინააღმდეგ. ხორვატის მატჩებში ტრადიციულია ტაი-ბრეიკების თამაში. ამჯერად ასეთი ორი სეტი იყო - კარლოვიჩმა პირველი პარტიაში მოიგო მე-13 გეიმი, მეორეში - წააგო და ჩოგბურთელებს მესამე სეტის თამაში მოუწიათ, იქ კი მოწოდების სისწრაფეში მსოფლიოს რეკორდსმენის კლასმა თავისი გაიტანა და კარლოვიჩი მეორე წრეში გავიდა. ხორვატმა 17 ეისით დაასრულა შეხვედრა.

ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვებმა სერბმა იანკო იანკო ტიპსარევიჩმა მოიპოვა, რომელმაც ტობიას კამკე საათზე ნაკლებ დროში დაამარცხა. სერბმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მის მეტოქეს კი ასეთი ერთი შანსიც არ ჰქონია.

წინა დღისგან განსხვავებით, რუს ქალებს ამჯერად წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ. ანა ჩაკვეტაძემ მისაკი დოი დაამარცხა. პირველ პარტიაში სერიოზული ბრძოლა იყო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მეორეში კი მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ნომრისთვის ყველაფერმა გაცილებით მარტივად ჩაიარა.

ელიტაში დაბრუნებას ცდილობას მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა. რუსმა ამ სეზონში მხოლოდ მეორე შეხვედრა მოიგო - დინარამ ესპანელი არანჩა პარა-სანტონხას ბარიერი გაიარა. რუსი შთამბეჭდავად გამოიყურებოდა თავის მოწოდებაზე და საკმაოდ კარგი იყო მიღებაზე. მოკლედ, საფინამ მეტ-ნაკლებად ნორმალური დონე აჩვენა, თუმცა საკითხავია, რამდენად გამოუვა კარგი თამაში შემდეგ წრეში, სადაც უკვე განთესილ მეტოქესთან მოუწევს თამაში.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

I წრე

იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ტობიას კამკე (გერ) 6:2, 6:0; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-ანდრეას სეპი (იტა) 4:6, 7:6, 6:3; მიხაელ ბერერი (გერ)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:4, 4:6, 6:4; რაინერ შუტლერი (გერ)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 7:6, 7:5; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-რადეკ შტეპანეკი (ჩეხ) 6:4, 6:0; იარკო ნიემინენი (ფინ)-დენის ისტომინი (უზბ) 2:6, 7:5, 7:5; დონალდ იანგი (აშშ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 2:6, 6:3, 6:3; სომდევ დევარმანი (ინდ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:2, 6:3; რიკ დე ვიუსტი (ს. აფრ)-პეპე რიბა (ესპ) 6:4 რიბას უარი; ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ილია მარჩენკო (უკრ) 2:6, 6:3, 6:2; რაიან სვიტინგი (აშშ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:4, 6:1; ქსავიე მალისე (ბელ)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 6:1, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 7:6, 6:7, 6:2; მიშა ზვერევი (გერ)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 6:4, 6:3; რიჩარდას ბერანკისი (ლიტ)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 1:6, 6:3, 6:4; მაიკლ რასელი (აშშ)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:7, 6:3, 6:4.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

I წრე

შუაი პენგი (ჩინ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 7:5, 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-რებეკა მარინო (კან) 6:4, 4:6, 6:4; აგნეს შავაი (უნგ)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:3, 6:3; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:1, 6:2; ანა ჩაკვეტაძე (რუს)-მისაკი დოი (იაპ) 7:6(0), 6:1; სიმონა ჰალეპი (რუმ)-ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ) 0:6, 6:2, 6:4; ელენა ბალტაჩა (ბრიტ)-რობერტა ვინჩი (იტა) 2:6, 7:5, 6:2; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-ტამირა ბაშჩინსკი (ავსტრია) 6:1, 6:1; სოფია ანდერსონი (შვედ)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:3, 6:2; დინარა საფინა (რუს)-არანჩა პარა სანტონხა (ესპ) 6:3, 6:3; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 3:6, 6:4, 7:6(6); შუაი პენგი (ჩინ)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:2, 2:6, 7:6(4); ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 7:6(6), 6:2; ლაურა პოუს-ტიო (ესპ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:2, 6:1; კრიისტინა მაკჰეილი (აშშ)-აკგულ ამანმურადოვა (უზბ) 6:3, 6:1; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ჯემი ჰემპტონი (აშშ) 6:2, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა