დღის მიღწევები და სტატისტიკა
"კლივლენდმა" ყველაზე ადრე გაიფორმა პლეი ოფის მეორე რაუნდის საგზური და ყველაზე დიდ ხანს ისვენებდა მორიგი სერიის წინ. მისმა მეტოქემ "ტორონტომ" კი გვარიანად იწვალა და "მილუოკისთან" სერია 1:2-დან მოიგო. თუმცა, რომელი გუნდიც არ უნდა ყოფილიყო "კავალიერზის" შემდეგი მეტოქე, მას, ნებისმიერ შემთხვევაში, აუთსაიდერის როლი ერგებოდა.

პირველ მატჩში კანადელებმა ვერ დატოვეს სათანადო შთაბეჭდილება. ისინი ერთადერთხელ გავიდნენ წინ - 3:0, რის შემდეგაც, ზედიზედ 10 ქულა გაუშვეს და "კლივლენდი" თითქმის მთელი მატჩი აკონტროლებდა სიტუაციას და ინარჩუნებდა ორნიშნა უპირატესობას. მხოლოდ ერთ მომენტში მიიღეს მასპინძლებმა სოლიდური დარტყმა: მეორე მეოთხედის შუაში, "ტორონტო" 19:3 გაიქცა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა კევინ ლავისა და ჯეი არ სმიტის სამქულიანები საკმარისი აღმოჩნდა კომფორტული სხვაობის აღსადგენად. "კლივლენდმა" პირველი ტაიმი 14 ქულის სხვაობით მოიგო.

ვარსკვლავური დუეტების დუელში ულაპარაკო გამარჯვება მოიპოვეს ლებრონ ჯეიმსმა (35 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი) და კაირი ირვინგმა (24 ქულა, 10 პასი). რაც შეეხება "ტორონტოს" უკანა ხაზს, დემარ დეროზანისა და კაილ ლაურის მონაგარი 39 ქულით შემოიფარგლა.

თუ "კლივლენდისა" და "ტორონტოს" მატჩის შედეგის პროგონზირება შეიძლებოდა, სან ანტონიოში მომხდარი უმრავლესობისთვის სენსაცია იყო. "ჰიუსტონმა" პირველ მატჩში გადაუარა დასავლეთის მეორე გუნდს და არა მხოლოდ საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა, არამედ, სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მეტოქეს.

გრეგ პოპოვიჩის გუნდის პრობლემები უკვე პირველ მეოთხედში დაიწყო, რომელშიც მასპინძლებმა 34 ქულა გაუშვეს. ამით "სპურსისთვის" დაცვაში კოშმარი არ დასრულებულა. მეორე 12-წუთეულში "ჰიუსტონის" მონაგარი 35 ქულა იყო, ხოლო სხვაობა მეტოქესთან კატასტროფული გახდა - "+30". თამაშში გარდატეხის შეტანა "სან ანტონიომ" ვეღარ მოახერხა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, "ჰიუსტონი" შესანიშნავად თამაშობდა დაცვაში. 36.9 პროცენტი - თამაშიდან ასეთი რეალიზაცია "სან ანტონიოს" ორი წელია არ ჰქონია. პირველად ამ პლეი ოფში, ჯეიმს ჰარდენი დაუბრუნდა იმ თამაშს, რომელსაც მისთვის წარმატება მოჰქონდა რეგულარულ ჩემპიონატში:

პირველ რიგში ბურთის მოძრაობა და შემდეგ, საკუთარი სროლები. გუშინ, ჰარდენს შედეგიანი გადაცემა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე თამაშიდან სროლის მცდელობა (14 13-ის წინააღმდეგ).

კლივლენდი-ტორონტო 116:105

30:18, 32:30, 34:26, 20:31

კ: ჯეიმსი (35+10 მოხსნა), ირვინგი (24+10 პასი), ლავი (18+9 მოხსნა), ტომპსონი (11+14 მოხსნა).

ტ: ლაური (20+11 პასი), დეროზანი (19+7 მოხსნა), იბაკა (15), ტაკერი (13+11 მოხსნა), პაუელი (12).

სერია: 1-0

სან ანტონიო-ჰიუსტონი 99:126

23:34, 16:35, 28:27, 32:30

ს-ა: ლენარდი (21+11 მოხსნა+6 პასი), პაკერი (11), უილიამსი (11).

ჰ: არიზა (23), ჰარდენი (20+14 პასი), კაპელა (20+13 მოხსნა), ანდერსონი (14), უილიამსი (13), გორდონი (11).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]