ჟარდიმს "იუვე" უნაკლო გუნდად ესახება, მაგრამ მაინც ოპტიმისტია
დღეს "ლუი მეორეზე" ორრაუნდიანი ბრძოლის პირველ რაუნდს ფრანგული და იტალიური ჩემპიონატების ლიდერები გამართავენ - "მონაკო" ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს. მონეგასკები აუტსაიდერები არიან, მაგრამ...

"მონაკო" ამ სეზონის მთავარი სენსაციაა და ფრანგულ გუნდს გულში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ამოუჭრია. პირველად "მონაკო" ლიგის ფინალში 2004 წელს გავიდა, ახლა კი მას მეორედ ფინალისტობის შანსი აქვს.

"მონაკოს" ნახევარმცველმა ტეამიუ ბაკაიოკომ "ტულუზთან" მატჩში ცხვირი გაიტეხა, მაგრამ მისი თამაში გამორიცხული სულაც არ არის - ბაკაიოკოს სპეციალური ნიღაბი დაუმზადეს და დიდი ალბათობით, ის ითამაშებს. ბოლო დროს ბაკაიოკო "მონაკოს" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა და სხვანაირად, ეს ლეონარდო ჟარდიმისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

ეჭვგარეშეა, რომ დღეს "მონაკოს" ყველაზე დიდი გამოცდა ელის. უნდა გამოჩნდეს, რა შეუძლიათ ამ დონეზე მის ტალანტებს. განსაკუთრებით ეს 18 წლის კილიან მბაპეზე ითქმის, რომელიც ახლა ყოველ გრანდს თავისთან სურს. მბაპეს საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 14 გოლი აქვს გატანილი და მალე თუ კიდევ ერთს გაიტანს, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება 21-ე საუკუნეში, ვინც ევროპის ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთში 15 გოლი გაიტანა. კილიანმა შესანიშნავი დუეტი ჩამოაყალიბა გამოცოცხლებულ კოლუმბიელ რადამელ ფალკაოსთან ერთად. მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი და საერთოდ, 2017 წელს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში.

აქამდე "მონაკოს" უმართლებდა, რომ უფრო შემტევ გუნდებს ხვდებოდა. ახლა კი მეტოქე "იუვენტუსია", რომელსაც დაცვაში ბონუჩი და კიელინი ჰყავს, კარში კი – ლეგენდარული ბუფონი.

ტურინელთა მთავარი დანაკლისი გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირაა, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. დანარჩენი ყველა წამყვანი ფეხბურთელი ბრძოლისთვის მზად არის.

ფაქტები

* ეს კლუბები ერთმანეთს 1997/98 წლების სეზონის ნახევარფინალშიც გადაეყარნენ და "იუვენტუსმა" ორი მატჩის ჯამში 6:4 მოიგო (4:1, 2:3). იმ შეხვედრებში ალესანდრო დელ პიერომ გაიბრწყინა. მერე კი ტურინელები ფინალში მადრიდის "რეალთან" დამარცხდნენ, შეხვედრის ერთადერთი გოლი პრედრაგ მიატოვიჩმა შეაგდო. მაშინ მადრიდელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი "იუვეს" ფეხბურთელი გახლდათ.

* "იუვეს" ჩემპიონთა ლიგა/თასი ორჯერ აქვს მოგებული - 1985 და 1996 წლებში. საინტერესოა, რომ ტურინელებმა ორივე შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონატის წარმომადგენელი დაამარცხეს ნახევარფინალში - 1985 წელს "ბორდო", ხოლო 1996 წელს "ნანტი".

* "იუვენტუსს" ნახევარფინალში 11-ჯერ აქვს ნათამაშები და აქედან 9 შემთხვევაში ტურინელებმა საშინაო მატჩი მოიგეს, საგარეო კი მხოლოდ ერთხელ.

* "მონაკო" ევროტურნირების ნახევარფინალებში იტალიურ გუნდებს 4-ჯერ გადაეყარა და ოთხივეჯერ დამარცხდა.

* ტურინელებისა და მონეგასკების გზები 2014/15 წლების სეზონშიც გადაიკვეთა. "იუვემ" მეოთხედფინალურ სტადიაზე ორი მატჩის ჯამში 1:0 იმარჯვა, არტურო ვიდალის პენალტით, მაშინაც ფინალში გავიდა და მეორე ესპანურ გრანდთან, "ბარსელონასთან" დამარცხდა.

* შესაბამისად, 4 ურთიერთშეხვედრიდან იტალიურ გუნდს 2 აქვს მოგებული, "ლუი მეორის ბინადრებს" - 1, ერთხელ კი ისინი დაზავდნენ - ბურთების სხვაობა 7:4 "იუვენტუსის" სასარგებლოდ.

* ნახევარფინალურ ეტაპზე "მონაკომ" ერთხელ მოახერხა წარმატების მიღწევა და ფინალში გავიდა (ფინალი წააგო "პორტუსთან), ხოლო ორჯერ დამარცხდა. "იუვენტუსი" ნახევარფინალში სულ 11-ჯერ იყო და აქედან 8-ჯერ ფინალში გასვლა მოახერხა (მხოლოდ 2 ფინალი მოიგო და 6 დათმო).

პრესკონფერენცია

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ტურინის "იუვენტუსს" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მეტოქე ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელიც ძლიერია დაცვაში. ამასთან, იტალიელები შეტევაშიც ძალიან ძლიერები არიან.

"იუვეს" ორი მომენტი სჭირდება საშუალოდ, რომ ერთი გოლი გაიტანოს. გარდა ამისა, "იუვე" სტანდარტული მდგომარეობებისას ძალზე სახიფათოა. ერთობ ძნელია მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში. როგორც ბუფონს, მეც მჯერა, რომ ტურინშიც შევძლებთ გოლის გატანას.

ჩვენ დორტმუნდში სამი გოლი გავიტანეთ, სამი გავიტანეთ მანჩესტერშიც, მაგრამ "იუვენტუსი" "სიტის" და "დორტმუნდს" არ ჰგავს. ეს გუნდები უფრო შემტევი ფეხბურთის მიმდევრები არიან. მათი დაცვის ხაზი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც იტალიური გრანდის. ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს იმ ეპიზოდებში, როცა მეტოქე დაცვიდან შეტევაზე გადადის. ამის გარდა, ბურთი უფრო სწრაფად უნდა გავათამაშოთ და, რა თქმა უნდა, შევუტიოთ. წარმატება ისევ მეტოქის კართან უნდა ვეძიოთ".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი გუნდი გავხდებით, ვინც ამ სეზონში "მონაკოს" ჩემპიონთა ლიგაზე, ამ სტადიონზე დაამარცხებს. "მონაკო" შემტევ, პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს და ძალიან განსხვავდება იმ გუნდისგან, რომელიც "იუვეს" ორი წლის წინათ შეხვდა.

2015 წლის "მონაკო" ძლიერი იყო დაცვაში, ახლა კი "მონაკო" უფრო შემტევი გუნდია. "მონაკოს" ბევრი გოლი გააქვს, განსაკუთრებით, მატჩების მიწურულს. იმისთვის, რომ ფინალში გავიდეთ, ორი ძალიან კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ".

გასულ უქმეებზე

"მონაკო" "ტულუზთან" მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, 3:1 იმარჯვა. 49-ე წუთზე კამილ გლიკმა გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 64-ე წუთზე კილიან მბაპემ მონეგასკები წინ გაიყვანა. ანგარიშს წერტილი თომა ლემარმა დაუსვა.

ტურინის "იუვენტუსი" ბერგამოში "ატალანტას" 2:2 დაუზავდა. მასპინძელთა მცველებმა ჯერ ტურინელთა, შემდეგ კი საკუთარ კარში გაიტანეს. 83-ე წუთზე დანი ალვეშმა ლიდერი დააწინაურა, მაგრამ ჯიჯი ბუფონმა ბოლოსწინა წუთზე გაუშვა გოლი.

ოთხშაბათი. 3 მაისი

მონაკო-იუვენტუსი 22:45

დისკვალიფიკაცია: - ხედირა

ტრავმა: ბოშილია, კარილიო, სიდიბე (?), ბაკაიოკო (?) - პიაცა, რუგანი

სავარაუდო შემადგენლობები

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - მენდი, ჟემერსონი, გლიკი, ტურე - ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო, ლემარი - მბაპე, ფალკაო

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, მარკიზიო - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი

ურთიერთშეხვედრები: 4 თამაში: +1=1-2 (4:7)

მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სიზუსტე
იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო 1996 წელს და არა 1995 წელს. ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა აიაქსი და არა ნანტი...
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ოთხი ცნობილი მწვრთნელი, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ
"მონაკოს" პრეზიდენტი: ჩვენ არც "რეალი" ვართ და არც "ბარსელონა"
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
ლეონარდო ჟარდიმს "მონაკოდან" კიდევ ერთხელ უშვებენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ვინ შეცვლის არსენს? ბრიტანელ ბუკმეკერთა კოეფიციენტები
"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა