საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველს უნგრული "დიოშდიორის" დატოვება და უკეთეს ლიგაში თამაში სურს
ბოლო მატჩებია, საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი უნგრული "დიოშდიორის" შემადგენლობაში არ ჩანს. მართალია, ეს კლუბი შინაურ ჩემპიონატში მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 34 ქულით მე-10 ადგილზეა, მაგრამ უნგრული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ყველაზე სტაბილურად ამ გუნდში სწორედ დაუშვილი ასპარეზობს...

დავინტერესდით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და უნგრეთში დავუკავშირდით...

- ბოლო მატჩებში არ ჩანდით "დიოშდიორის" შემადგენლობაში. რაშია საქმე?

- მხრის ტრავმა მივიღე და ამან გარკვეული პერიოდი გამაცდენინა. ახლა ყველაფერი კარგადაა, უკვე შევუდექი ვარჯიშს და მალე თამაშსაც დავიწყებ. ასე რომ, საგანგაშო არაფერია.

- ზოგადად, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდით, უნგრეთის ჩემპიონატით?

- საშუალო დონეა. მინდა, უკეთეს ლიგასა და უკეთეს კლუბში გადავიდე.

- "დიოშდიორი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. დაძაბული სეზონი კი გამოდის...

- სეზონი მართლაც ძალიან დაძაბულია. ოთხი გუნდი იბრძვის უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი გუნდიცაა. სეზონის ბოლოა და, როგორც იტყვიან, ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს.

- ინფრასტრუქტურის მხრივ როგორი მდგომარეობაა უნგრეთში?

- ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა როგორც კლუბში, ისე ზოგადად ჩემპიონატში. ინფრასტრუქტურულად უმაღლეს დონეზეა აქ ყველაფერი, ერთი აწყობილი მექანიზმია.

- ხომ არ გაქვთ რაიმე კონკრეტული შეთავაზება?

- ჯერ არაფერია გარკვეული.

- სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში გუნდის დატოვებაზე დაფიქრდებით?

- რა თქმა უნდა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

333
სულელური კითხვის დასმას არ ჯობია საერთოდ დადუმდე??.მიდით ეხლა დაბლოკეთ ეს კომენტარი
bubas
წარმატებები!
Burton
რა მაგარი კითხვაა - ,,სერიოზული შეთავაზების შემთხვევაში გუნდის დატოვებაზე დაფიქრდებით?" შეიძლებოდა, რომ პასუხი ყოფილიყო - ,,არა, მე დიოშგიორი ყველა გუნდს მირჩევნია"?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს