მოურინიოს თამაში მოეწონა, შედეგი - არა; "სელტა" არ ნებდება
ევროთასების ნახევარფინალურმა ეტაპმა ეკვატორს უწია - ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ყველა პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. რჩება მხოლოდ საპასუხო დაპირისპირებები. სულ ბოლოს ბურთი ვიგოს "ბალაიდოსზე" გააგორეს...

67-ე წუთზე მასპინძელთა კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, ანდერ ერერამ ცრუ მოძრაობა გააკეთა და დარტყმით მარკუს რაშფორდმა დაარტყა და სერხიო ალვარესის კარიც დალაშქრა (გამოითვალეს და ფორვარდმა ბურთი საათში 56 მილის სიჩქარით დაარტყა). 19 წლის ტალანტმა ჟოზე მოურინიოს გუნდს საპასუხო მატჩის წინ, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა ამ გოლით. ახლა ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ ფავორიტის უპირატესობა აშკარაა.

რაც შეეხება თამაშს, გალისიაში იმის საპირისპირო შეხვედრა ვნახეთ, რაც მეორე ნახევარფინალურ წყვილში იყო ამსტერდამში "აიაქსსა" და "ლიონს" შორის (4:1). ჰოლანდიაში ზეშემტევი ფეხბურთი იყო, ხოლო ესპანეთში - მოსაწყენი. "სელტას" რიგებში საუკეთესო შანსი დანიელ ვასს ჰქონდა, მაგრამ დანიელმა ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. რაშფორდს კი გოლამდეც შეეძლო გატანა, თანაც, სუპერგოლის, მაგრამ ალვარესმა არ დაანება. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ჯესი ლინგრადსა და ჰენრიხ მხითარიანსაც შეეძლოთ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი პოლ პოგბა დაასახელეს, რომელმაც მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა, არადა, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ახლახან გამოჯანმრთელდა. პოგბამ მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო.

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, მაგრამ არა შედეგით. პირველ ტაიმში სამი თუ არა, ორი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა. ჩვენ კი შესვენებაზე 0:0-ით გავედით. საკმარისად კარგად ვითამაშეთ იმისთვის, რომ მეორე მატჩს აზრი დაკარგვოდა, მაგრამ ეს ანგარიშში ვერ ავსახეთ. ახლა კი მთელი ძალით მოგვიწევს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში. მარკუს რაშფორდი 19 წლის, ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვია. ყოველი ვარჯიშის მერე ნახევარ საათს უთმობს, რომ საჯარიმო დარტყმები დაამუშაოს, შემდეგ კი ელის თავის შანსს. ისე ბევრს შრომობს, რომ ხშირად გვავიწყდება, რამდენი წლისაა".

ედუარდო ბერიცო (სელტა): "პირველ ტაიმში რამდენჯერმე ისე დავკარგეთ ბურთი, რომ კიდევ კარგად გადავრჩით. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, ეს ადრე გამოგვდიოდა და მომავალშიც გამოგვივა. ასეთივე შედეგი გვქონდა 1/16-ფინალში "შახტარის" წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავედით. არ აგერიოთ დღევანდელი ანგარიში საბოლოოში. "ოლდ ტრაფორდზე" მატჩის მერე შეხვედრამდე - ჩვენი მიზანი დუელში გამარჯვებაა".

იხილეთ ვიდეო

სელტა-მანჩესტერი 0:1

გოლი: 0:1 რაშფორდი (67)

სელტა (4-3-3): სერხიო ალვარესი - მალიო (91. ბოვიუ), კაბრალი, რონკალია, ხონი - ვასი (74. ხოსაბედი), რადოია, პ. ერნანდესი - ასპასი, გუიდეტი, სისტო

მანჩესტერ იუნ. (4-3-3): რომერო -ვალენსია, ბაილი, ბლინდი, დარმიანი - ანდერ ერერა, ფელაინი, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი (80. მარსიალი), მხითარიანი (78. იანგი (89. სმოლინგი))

მაყურებელი: 26 202

საპასუხო მატჩი - 11 მაისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gigo
100 მილიონი შეიძლება გადაიხადო მესიში ან რონალდუში. ასევე არამოქმედი ფეხბურთელებიდან ზიდანში და რონალდინიოში შეიძლებოდა გადაგეხადა... .პოგბას და ბელოტის კი 100 მილიონს არაფერი არ აქვთ.
გიო
ფასებია უკვე საკმაოდ აწეული, პოგბაში აღებული ფული მგონი მთლიანად იგუაინში დახარჯა და როგორ ფიქრობ?? იგუაინი უფრო ღირს ეგ ფასი თუ პოგბა?? პოგბასთან ერთად მანჩესტერი ნებისმიერ მეტოქესთან ცენტრში უპირატესობას იღებს, მისი დონის ცენტრალური ნახევარმცველი პრემიერლიგაში არავინაა(კანტე მაგრად მევასება, მაგრამ..)... ბევრი პოგბასგან გოლებს ელის, რეალურად კი საუკეთესო მეპასედ იქცა ინგლისში!!
კიკა
რაში გადაახდევინეს ამ იტალიელებმა მანჩესტერს 100 მილიონი. პოგბა ნაღდად ვერაფერს ვერ აკეთებს ამდენი ფულის შესატყვის. ამ დროს კანტეში ჩელსიმ გადაიხადა 28 მილიონი. ახლა კი ბელოტის აპიარებს მთელი იტალია და უნდათ რომ მიასაღონ მანჩესტერს 100 მილიონად.ის პოგბაზე ნაკლებს გაამართლებს.
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს
"ბილბაოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
როგორც იქნა - ორწლიანი პაუზის შემდეგ პოგბა ფეხბურთში ბრუნდება
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"ბარსელონამ" რაშფორდზე აზრი შეიცვალა - რას გეგმავს "ბლაუგრანა" ინგლისელის შესაძლო ტრანსფერზე?
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
ედუარდო ბერიცომ "ბილბაო" დატოვა
"სევილიას" ამბები: პლუს ახალი მწვრთნელი, მინუს ძირითადის მცველი
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"იმედი მაქვს, "ბარსელონაში" დავრჩები" - მარკუს რაშფორდი
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘ. ᓚᓘᓒᓐ 1. XXXVIII ᓢᓣᓠᓘ: ᓚᕐᕜᓓᓠᓝ ᓓᕐ ᓠᓝᕛᓐ ᓓᓐᓒᕕᓔᓛᓨᓕᓘᕓᓝᓑᓜᓔᓜ
[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა
ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"სევილიას" ყოფილი მწვრთნელი ბერიცო კიბოსგან განიკურნა
ედუარდო ბერიცომ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ახალი სამსახური იპოვნა
"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა
ედუარდო ბერიცო კიბოსგან განიკურნა და სამუშაოდ მზადაა