5 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის მეორე მატჩში "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 115:104 დაამარცხა
5 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის მეორე მატჩში "იუტას" უმასპინძლა და ანგარიშით 115:104 დაამარცხა.

"უორიორსი" სერიაში 2:0-ს იგებს.

ქართველი ცენტრი, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ცენტრებს შორის მოედანზე ყველაზე ცოტი დრო გაატარა. ზაზა ფაჩულიამ სულ 8:58 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ "იუტას" ცენტრმა რუდი გობერმა მოედანზე 36 წუთი დაჰყო, რაც "გოლდენ სტეიტის" სამივე ცენტრის დროის ჯამზე უფრო მეტია. შესაბამისად, გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულითა და 16 მოხსნით.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 33 ქულა გორდონ ჰეიუორდმა ჩააგდო.

მასპინძლების ლიდერებმა კი თანაბრად შედეგიანად ითამაშეს. კევინ დურანტმა 25 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა, სტეფ კარიმ 23 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, დრეიმონდ გრინმა კი 21 ქულა, 6 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება კლეი ტომპსონს, მან 14 ქულა ჩააგდო.

იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-იუტა 115:104

ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს სტუმრად "იუტასთან", ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.

დღის მეორე მატჩში "ვაშინგტონმა" "ბოსტონს" უმასპინძლა, ანგარიშით 116:89 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2. მასპინძლებს 24 ქულით ჯონ უოლმა ულიდერა.

zizinichi
ზაზას გაუმარჯოს ღმერთმა მარა მე შარშანდელი სეზონი უფრო მევასა. არ მინდა ასეთი ჩემპონობა. აქ გაკეთებული კომენტარები რატომღაც ქართველი გულშემატკივრების დამოკიდებულებას მახსენებს ქინქლაძისადმი...
სოსო
გუშინ,როცა მამუკა გორგოძის გადაწყვეტილების შესახებ გავიგე,კინაღამ გული გამისკდა.ყველა მადლობას ვუხდიდით და სიყვარულს ვუგზავნიდით მამუკას.მხოლოდ ქომაგმა იეჭვა,მამუკას წასვლა რუმინეთთან წაგების შემდეგ დაუმსახურებელმა კრიტიკამ ხო არ დააჩქარაო მისი გადაწყვეტილება.მგონი მართალია ქომაგი.როცა კაცი თავს სწირავს რაიმე საქმეს და შენ მის მონდომებას წყალს გადაასხავ,ეს არის ყველაზე მოკლე გზა ამ ადამიანს საქმეზე გული აუცრუო.თუ ასეა,მამუკა ამას არასოდეს არ იტყვის,მაგრამ თავი წარმოიდგინეთ,მის,ზაზას,ან კიდევ სხვა ცნობილი ადამიანის ადგილას.გაიხსენეთ საშა ჩივაძის ფორმაციის ნაკრები,ინგლისთან თანაბარ ბრძოლაში დამარცხება ვერ აპატიეს.შედეგი?ჩივაძე გადადგა,გუნდის სულისკვეთება კი სანთელივით ჩაქრა და მას შემდეგ სულ უკან მივდივართ.ასეა ძმებო ,გატეხვა გაცილებით ადვილია,ვიდრე გამთელება,ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების გულებს და მაშინ,ჩვენც გაცილებით მეტ სიყვარულს მივიღებთ მათგან.
მართლაც ძალიან ძნელია თვალებზე ლიბრგადაკრულ ადამიანებთან საუბარი-ს
ისევ შენს ტალღაზე ზიხარ ჯიხვივით, აქ ყველა მტყუანია და მარტო შენ ხარ მართალი. შენისთანები არა და ვერ წვდებიან ორთქმავალის და კვამლის აზრს.
gio
ესე არაა ყველას თვაის ადგილი აქვს! ეს კალათბურთია შახმატი ხომ არ არის? ყველას თავის საქმე აქვს და არამგონია აქ რომელიმე კომენტარის გამკეთებელი უკეთ ერკვეოდეს კალათბურთში ვიდრე გოლდენ სატეიტის მწვრთნელები! ზაზა ჭკვიანი მოთამაშეა და ეს არაერთხელ თქმულა! ყველამ იცი იცის რომ ის არც სწრაფია და არც კალათში ტენის ბურთს ლამაზად! მაგრამ იცის სად უნდა იდგეს და როგორ უნდა დაეხმაროს თანგუნდელებს! ესე დურანტი უძლიერესია (ჩემი აზრით) პირობითად ის რომ ახლა ვაშინგტონში ან სადმე რომელიმე სხვა გუნდში იყოს მეტი საშუალო ექნებოდა! აქაც იგივე ხდება ამ სტარებში ნაკლებად ჩანს თუმცა სხვა ზაზაზე უფრო მაგარი ცენტრი სხვა კალთბურთს ითამასებდა და ეს სულაც არ ჭირდება გოლდენს სტეიტს! ჭირდება ტიპი რომელიც არაქ ამბიცია მეტ სროლაზე სხვებისგან განსხვავებით....
Bmb
ხალხო რატომ უხსნით ასე თავგამოდებით ზაზას პლუსებს იმ ხალხს, ვინც მოდებაში არაა კალათბურთის, შეაყარე კედელს ცერცვი არიან ესენი, რას უხსნით, რას უმტკიცებთ ამ ბოღმა და უგუნურ ტიპებს ვერ გავიგე რა, იმ ბეჭედს რომ მიაბეჭდავს ზაზა ამ გაუგებარ არსებებს შუბლზე, ეგ იქნება ყველაზე კარგი პასუხი მათთვის. მანამდე სრული იგნორი მათ.
vaxo
მართლაც ძალიან ძნელია თვალებზე ლიბრგადაკრულ ადამიანებთან საუბარი,რომლებიც ყველაფერს სათავისოდ ატრიალებენ. სადმე დავწერე რომ ფაჩულია თუნდაც საუკეთესო გუნდში ყოფნას არ იმსახურებს? ნებისმიერ საჩემპიონო გუნდს ყოლია ბალასტი (თუმცა ზაზა მთლად ბალასტიც არაა).გუნდში 15 კაცია და ყველა სუპერვარსკვლავი ვერ იქნება.ფაჩულია მხოლოდ საქართველოსთვისაა ასეთი,მაგრამ ყოვლად არაადეკვატური შეფასებები რომ იმას ჯობია და ამას ჯობია... არადა გულის სიღრმეში რო ვგრძნობთ, რომ არ ჯობია არ გვინდა რა.
პაატა
რა უბედურებაა ასეთი მსჯელობაა ზაზაზე და საერთოდ მჯობნის მჯობნი ყოველთვის მოიძებნება..
კახა ქირია
მე რა მაკვირვებს იცით,ამერიკაში ყოველ მე3 ბავშვს კალათბურთის ბურთი უჭირავს და ესეთ ქვეყანაში კაცი ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს და თავის საქმეს 5 აკეთებს.ე.ი.თქვენ იცით ყველაფერი და ესენი აზზე არ არიან.რომ იძახით მაგ ხელფასითო,რაღა ზაზა აირჩიეს, თუ ამერიკელი არ წავიდოდა რა გონიათ მაგ ხელფასით მაგ გუნდში?ესე რამ გაგაბოროტათ ხალხნო(ხვდებიან ალბათ ვიზეც ვწერ)რო, მომდგარხართ და აკრიტიკებთ აქ,რაც ზაზას აქვს გაკეთებული იმის მერვედი გააკეთეთ თქვენ და მერე ილაპარაკეთ ბევრი.გუშინ ისეთი გახარებული ვიყავი მამუკას იმდენი საქებარი რომ წავიკითხე და ავღნიშნე კიდეც.ძალიან ძნელია როცა შორს ხარ და წარმატებულ შენს თანამემამულეზე ცუდ კომენტარებს რომ კითხულობ დაუმსახურებლად.10წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ზაზა ცუდი პრესაში არ წამიკითხავს...წარმატებები ზაზა!!!
გოგი ეზაკელი
vaxo სადღაც შეძვრა!!!! საღი კრიტიკა მართებული და მისაღებიცაა, მაგრამ ზაზას შემთხვევაში ეს ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. დიდი ერები ვერ დაიკვეხნიან, ყავდეთ წარემომადგენელი ამერიკის საკალათბურთო ლიგაში. ღმერთის წყალობით ქართველებს ეს ბედნიერება გვაქვს. თანაც ძალიან დიდი ალბათობით ზაზა გახდება ჩემპონი და მოირგებს ბეჭედს. ასეთი რამ კი შეიძლება აღარასოდეს ან საუკუნეში ერთხელ განმეორდეს. მაშინ რაზე ვდავობთ საერთოდ და რა გვინდა? ვიცით კი??? ერთი კია, როცა კაცი ბუნებითაა ღვარძლიანი, მისთვის ყოველივე კარგი და პოზიტიური, მიუღებელია და ვერ იტანს. ესაა სულ,,..
კეთილი სამარიტელი
რას მიესიეთ ამ ვახოს, რა თქვა არასწორი? მოყვარეს პირში უძრახეო, ეგ მაინც არ გაგიგონიათ? კი ბატონო, მშრომელი და მოწადინებულია, სიმაღლეც კარგი აქვს, მაგრამ ვერ არის დიდი კალათბურთელი, შინაგანად აკლია რაღაცა. ტომასი ზაზას ნახევარია სიმაღლეში, ვარჯიშებზეც არა მგონია ზაზასავით თავს იკლავდეს, მაგრამ მაინც დიდი კალათბურთელია, იმიტომ, რომ შინაგანად, სულით არის კალათბურთელი. ჩვენებში კი თოკო შენგელია უფრო დიდი მგონია, ვიდრე ზაზა.
aleks-ს
ყველაზე მურტალ და ღვარძლიან ღრუზინსაც არ ეზიზღება თავის ერი მაგის დონეზე. აქ მომაგრებული ქართულის მცოდნე ძალით ღრუზინია მაგი.
gio
თქვენ რომ ნერვიულობთ ისე თვიტონ ვორიორსის უფროსობა არ ნერვიულობს ,,რა თკვენი საქმეა ვინ რამდენ დროს ითამაშებს მაგას წყვეტს კეტის ასისტენტი და ქართველების საკომენტარო არაფერი ჭირს გოლდენ სტეიტს..გუნდი მშვენიერ ფორმაშია და სულ მალე ზაზა ჩემპიონის ბეჭედს მოირგებსს...ზაზასნაირი ქართველები ამრავლოს გმერთმა ..სუპერ ვარსკვლავების გუნდში თამაშობს.,,საღოლ ზაზა...მეგრელია ეტყობა..
ბადრი
მოეთხოვა ფაჩულიას იგივე ხელფასი რასაც დალასში იღებდა და მაგასაც ვნახავდიტ როგორ აიყვანდნენ გუნდში. ერთ რამეში მართალია ვახო. გოლდენ სთეითი არ აკეთებს აკცენტს ცენტრებზე და საკმაოდ სპეციფიურად იყენებს მათ. ეს ჩვენ ვართ სუბიექტურები სულ ზაზას თამაშს ვუყურებთ და გვგონია რომ საოცრებებს აკეთებს. სინამდვილეში მისი როლი მოკრძალებულია.
GELA 2
VAXO-ს ! ნაწილობრივ მართალი ხარ, ორონდ დაწერის ტონი შეარჩიე "ბრატ" ხოლმე, ვინაიდან სულ ცოტა რამაა დარჩენილი რაც გვახალისებს და გვახარებს და ეს "აყეფება" (როგორც ზემოთ აღნიშნე) ბუნებრივად უნდა გეჩვენოს, მასთეა მგონი,ჰა???
თბილისი
vaxo 100% მართალი ხარ!ზაზა სუსტი ცენტრია.იუტასთან პირველი მატჩის პირველ მეოთხედში არაუშავდა, დღეს-0.
aleks
ეს vaxo-ია ზაზას შეფასებაში, სადღაც შეიძლება მართალია, მაგრამ ფაქტია რომ ერთი ღვარძლიანი ღრუზინული წარმონაქმნია.
vaxo-s
როჟა რა მაგარი არა ადეკვატურია, თავის თავთან წინააღმდეგობაში შედის და ამაში სხვებს ადანაშაულებს. ვავა
vaxo
ვიუუუ, აი ამაზეა ნათქვამი "ააყეფე და მადლი მაისხიო". რა მინდოდა ვყოფილიყავი ჩუმად )))))))) ერთმა განსაკუთრებით შემამკო, ალბათ ზ-პალასის მთავარი ადმინისტრატორია. თქვე დალოცვილებო, რომელ სტარტერს ეძლევა ასეთი მცირე დრო, იქნებ მითხრათ? არც ზაზა, არც უესტი და არც ის ხტუნია მაკგი ღმერთს არ უქნია. არიან იმიტომ რომ გუნდს ნომინალური ცენტრი ჭირდება. არიან, იყოფენ დროს. სამაგიეროდ ბეჭდებს მოირგებენ და აი მერე რა გაგიძლებთ ზოგს ))))))))
ტროლუკ
რუსეთუმე ვახო უცებ გადაიქცა დომენტად, მოკლედ მრავალსახა იანუსი ხარ მსქროლავო.
სოსო
ვახო,რუსეთის აგენტობა რაშუაშია,მაგრამ იმ ქართველების რიცხვს ხომ არ მიეკუთვნები,ქართული არაფერი რომ არ მოსწონთ და ხბოს აღტაცებით შეჰყურებენ ყოველივე უცხოურს?საქართველოში არავის დასცდენია ზაზაზე ეთქვას,საუკეთესო ცენტრიაო,მით უმეტეს თვითონ ზაზას,მაგრამ უბრძოლველად რომ არავის არაფერს დაუთმობს,ეგეც კარგად ვიცით.გოლდენსტეიტი ნბა ს საუკეთესო გუნდია და რატომ აიყვანეს ზაზა ნათქვამიცა აქვთ.ისინი ქველმოქმედები ნამდვილად არ არიან,მაგრამ არსად გამიგია მათი იმედ გაცრუება ზაზას გამო.აი მაგალითად მე სიამოვნებით ვითამაშებდი გოლდენ სტეიტში სრულიად უფასოდ,მაგრამ არ მეძახიან ეგ უნამუსოები,აი ზაზა კი მიიღეს და შენ წარმოიდგინე სასტარტო ხუთეულში ჩასვეს კიდეც. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო,მაგრამ ზაზა ყოველ თამაშში ამტკიცებს,რომ შესანდობი არაფერი აქვს,გუნდის სრულფასოვანი წევრია და მწვრთნელებიც ენდობიან.მე კი ჩემ მხრივ დავამატებ,რომ ზაზა კიდევ მოუმატებს.
vaxo-s
გოლდენის თამაშებს თუ უყურებაბა და ძალით გულშემატკივარი ვოზდუხი არა ხარ. დღეს თავდასხმაში გობერმა ზაზასთან აშკარად წესი დაარღვია, რომელიც მსაჯებმა არ დაინახეს, აბა სთქვი რომელი მეოთხედში მოხდა ეს დარღვევა?
domenti
https://www.sports.ru/tribuna/blogs/playbook/1240607.html ეს ყველა კალათბურთის პროფესორს, განსაკუთრებით ზაზას კრიტიკოსებს, ვისაც კალათბურთი მარტო დანკი და სამ ქულიანი ჰგონია
tanto
vaxoo ოფოფები, კოდალები, მტრედები, ჩიტი-გვრიტები ყველა ერთად? რა ისტერიჩკული ისტერიები მოაწყე? თუ სარკისებული აზროვნება გაქვს აქ ჯდომას იმკურნალო სჯობია!
ხვიჩა
პატივცემულო vaxo, ზაზა ფაჩულია უკვე წლებშია ასე ვთქვათ და ამავე დროს ძალიან ცოტა დრო ეძლევა ყოველთვის ყოველ თამაშში, რაც შეეხება უდიდეს ცენტრებს, მისცენ ძმაო საშუალება ითამაშოს 36 და 40 წუთი ყოველ თამაშში და ამავე დროს არ შეზღუდოს მწვრთნელმა მისი თამაში და ვნახოთ მერე.
Vaxos
ეჰ ვახო გეტყობა რთული ცხოვრება გაქვს
vaxo
ის პატივცემული საზოგადოება სადაა ზაზა რომ ადმირალი რობინსონი გონიათ. არ ვიცი ეს რა ხალხია. ან ზ-პალასის თანამშრომლები აკომენტარებენ, ან ის უცნაურად ბნელი გონების ტიპები, მათი საწინააღმდეგო მოსაზრების გამომთქმელი რომ ქვეყნის მტერი და რუსეთის აგენტი გონიათ. არაა ზაზა თუნდაც გობერის დონის, არააა. უბრალოდ გოლდენ სტეიტი ადვილად ამარცხებს იუტას დიდი ოთხეულის მეშვეობით და მათი მაღლების საკმაოდ სუსტი გარჯა ამ გამარჯვებების ფონზე ისე არ ყვირის. ჩიკაგოს ყავდა ჯორდანის დროს ერთი თუ არ ვცდები ავსტრალიელი ცენტრი, საკმაოდ სუსტი. თუმცა მაიკლის პიპენის როდმანის კუკოჩის და ჰარპერის ფონზე მის უნიათობას მთლად სავალალო შედეგები არ მოჰქონდა და კი გაირტყა სამი ჩემპიონის ბეჭედი. ფაჩულიაც ასევეა მიკედლებული ამ ვარსკვლავების გუნდს, ეგეც ხეირს ელოდება და ბევრად უკეთეს ხელფასზე თქვა უარი ამის გამო. რო მოიგებს ბეჭედს ისიამოვნეთ ბატონებო, მაგრამ დიდ ცენტრთა მარაქაში ნუ გარევთ. სასაცილოა თქვენი უსაზღვრო სუბიექტურობა.
tanto
ქერის შავი ასისტენტის ტაქტიკა ვერ გავიგე დღეს? სამივე ცენტრს მისცა სათამაშოდ ცოტა დრო... ზაზა 8 წუთი და 2 ქულა, მაკგი 9 წუთი და 4 ქულა, ვესტი 14 წუთი და 4 ქულა. სამივე ცენტრის საერთო მონაგარი: 31 წუთში 10 ქულა.
ტესტ
ტესტ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
მამუკელაშვილის 14 წუთი - "სან ანტონიო სპურსი" "იუტა ჯაზთან" დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]
მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "სპურსმა" "ჯაზი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ლეიკერსში" დონჩიჩის დებიუტი შედგა - "ანგელოზებმა" "იუტა" დამაჯერებლად დაამარცხეს [VIDEO]
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა [VIDEO]
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]