"თითოეული ჩვენიანის წარმატება კი ისევ საქართველოს ნაკრების თამაშზე აისახება"
უკვე იცით, რომ მოსკოვის "ლოკომოტივმა" რუსეთის თასის ფინალში ეკატერინბურგის "ურალი" 2:0 დაამარცხა და საპატიო პრიზს დაუფლა. თანაგუნდელებთან ერთად წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ შეიტანა და გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა. საპირისპირო მხარეს კი სრულად ითამაშა "ურალში" ქართველმა მცველმა, ეროვნული გუნდის წევრობის კანდიდატმა ჯიმი ტაბიძემ, რომელიც გუნდს იანვარში შეუერთდა.

- [ლეგიონი] კვირკველიამ და ზარანდიამ რუსეთსა და პოლონეთში თასები მოიგეს [VIDEO]

- კვირკველია და ტაბიძე "ლოკო"-"ურალის" მატჩში გაჩაღებულ მასობრივ ჩხუბში [VIDEO]

"ჯერ იმას ვიტყვი, რომ ძალიან გახარებული ვარ, რუსეთის თასის ფინალში თამაშის შესაძლებლობა რომ მომეცა. ეს ჩემთვის სამომავლოდ ძალიან დიდი გამოცდილება იქნება. აქამდე, იყო ასაკობრივი გუნდები, ნაკრებები და ბელგიური გუნდის დუბლშემადგენლობა. მაგრამ დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამ და ასეთ დონეზე თამაშები ჩემს კარიერას ძალიან წაადგება", - ამბობს ტაბიძე.

საერთოდ, რაც 2 მაისის მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა სწორედ ძირითადში მისი გამოჩენა იყო. მანამდე ხომ 20 წლის ქართველს ეკატერინბურგელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ნათამაშები:

"მანამდე, ტარხანოვმა ძირითად 11 ფეხბურთელს შორის მხოლოდ ერთხელ დამაყენა. ეს იყო მოსკოვის "სპარტაკთან" და ეტყობა, ჩემში ცენტრალური მცველისთვის საჭირო თვისებები დაინახა. სავარაუდოდ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩათვალა, რომ ვისაც ათამაშებდა, იმას ვჯობდი და ამიტომაც მენდო.

ტარხანოვი შანსს ყველას აძლევს და მიხარია, რომ ფინალში ჩემზე გააკეთა არჩევანი. ამოჩემებული კი არ აქვს, რომ გინდა თუ არა, რუსი უნდა ათამაშოს".

ასეთ დროს, მით უფრო მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბევრი გამოცდილი მოთამაშე ანერვიულდებოდა. ტაბიძე კი ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა:

"როცა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მოედანზე გადიხარ, არავინ თქვას, რომ ჩვეულებრივი განწყობით გადის. რა თქმა უნდა, დიდი წნეხიც იყო და რკინის ნერვები უნდა გქონდეს, თასის ფინალში რომ არ ინერვიულო. ბუნებრივია, ეს მღელვარება გუნდშიც იგრძნობოდა და მეც ასე გავედი სათამაშოდ.

მაგრამ მოედანზე ფეხი რომ დავდგი და თამაში დაიწყო, ყველაფერი დამავიწყდა და ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა".

"ურალის" ქართველი მცველი საბა კვირკველიაზეც გველაპარაკა:

"ზოგადად, თამაშს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დავმარცხდით. მაგრამ იმას კი აუცილებლად ვიტყვი, რომ "ლოკომოტივმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და თასის მოპოვებას ვულოცავ, უპირველეს ყოვლისა - საბა კვირკველიას. ის ძლიერი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

კვირკველია ძალიან მაღალი დონის მცველი რომაა, ეს "რუბინშიც" ბევრჯერ დაამტკიცა და მოსკოვურ გუნდში გადასვლის შემდეგაც გამოაჩინა თავისი კლასი. ყველას არ შეუძლია, ისეთ რთულ ჩემპიონატში, როგორიც რუსეთის პრემიერლიგაა, ამდენი წელიწადი სტაბილურად ითამაშოს. საბამ ეს მოახერხა, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, ნაკრების თამაშებშიც ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი წინსვლა და წარმატებები გამახარებს".

რუსეთის თასის ფინალის მიწურულს მოსკოველ და ეკატერინბურგელ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა, რის გამოც არბიტრმა მოედნიდან ერთდროულად ოთხი ფეხბურთელი გააძევა. ამ დროს, კვირკველია და ტაბიძე მათ გაშველებას ცდილობდნენ.

რესპონდენტს ამაზეც ვკითხეთ, თუმცა ლაკონიურად გვიპასუხა:

"თამაშს დიდი ფასი ჰქონდა და ემოციებმაც ამიტომ იფეთქა. რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია და ასეთებიც ხდება".

ტაბიძემ კომენტარი ქართველების ბოლოდროინდელ წარმატებებზეც გააკეთა:

"ბოლო კვირაში ეროვნული თასის ფინალი ევროპის სამ ქვეყანაში იყო და მიხარია, რომ ამ თამაშებში ქართველებმა წამყვანი როლები შეასრულეს. საბაზე უკვე ვთქვი.

თასის მოპოვებას ვულოცავ გურამ კაშიას, რომელმაც "ვიტესის" კაპიტნის რანგში ჰოლანდიის თასი პირველმა ასწია.

ჩვენი ფინალის შემდეგ კი გავიგე, რომ პოლონეთის თასი "არკამ" მოიგო და ლუკა ზარანდიამ უმაგრესი გოლიც გაიტანა. ასეთ გოლებს ყოველდღე ვერ ნახავ - ლუკა ჩემი მეგობარია, უნიჭიერესი ბიჭია და მინდა, წარმატებები ვუსურვო.

თითოეული ჩვენიანის წარმატება კი ისევ საქართველოს ნაკრების თამაშზე აისახება და ეს ყველაფერი ამ გადასახედიდანაც მახარებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა
გიორგი ჭანტურია "სპარტაკს" დამარცხებით ემუქრება
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს
გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჟოზე მოურინიოს ეპატიჟება
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია