ხვალ ქართველი მოკრივე IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის პოლონელ მარიუშ სენდროვსკის შეებრძოლება
13 მარტს კრივის ქართველ მოყვარულებს ძალიან საინტერესო საღამო ელით - 20 საათიდან თბილისის სპორტის სასახლეში სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება, 22 საათზე კი დღის უმთავრესი სანახაობა დაიწყება - ავთანდილ ხურციძე IBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის პოლონელ მარიუშ სენდროვსკის დაუპირისპირდება.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მასმედიის წინაშე თავად ხურციძე, მინისტრის მოადგილეები დავით ნამგალაური და გია გალდავა, აგრეთვე უკრაინული საპრომოუტერო კომპანია Elite Boxing Promotion-ის ხელმძღვანელები წარსდგნენ.

ავთანდილ ხურციძე:

- ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ტიტულისთვის საქართველოში, ქართველი გულშემატკივრების წინაშე ვიბრძოლებ. ბრძოლისთვის სერიოზულად მოვემზადე, მყავდა ძლიერი სპარინგ-პარტნიორები და ოპტიმალურ ფორმაში შევედი. სენდროვსკი საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური სპორტსმენია, ჩემზე გაცილებით მაღალია, მაგრამ გამარჯვების დიდი იმედი მაქვს. შევეცდები, მაყურებელი ლამაზი კრივით ვასიამოვნო.

თავიდან მოლაპარაკება სხვა პოტენციურ მეტოქეებთან მიმდინარეობდა, მაგრამ სამმა მოკრივემ თბილისში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა და ათი დღის წინ კონტრაქტი სენდროვსკის წარმომადგენლებთან გავაფორმეთ.

დავით ნამგალაური:

- ძალიან დიდი ინტერვალის შემდეგ თბილისში გრანდიოზული საკრივო საღამო გაიმართება. კომპანია Elite Boxing Promotion-თან ერთად ამ ღონისძიების მოსაწყობად ორი თვე აქტიურად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის. საღამო კი ავთანდილ ხურციძის გამარჯვებით უნდა დაგვირგვინდეს. მის გარდა, გამარჯვებას ვუსურვებ სხვა ქართველ მოკრივეებსაც. ერთი სიტყვით, 13 მაისს თბილისში დიდი საკრივო ზეიმი გაიმართება.

თავის მხრივ, უკრაინელებმა ქართულ მხარეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ავთანდილს გამარჯვება უსურვეს. შეგახსენებთ, ხურციძე სწორედ Elite Boxing Promotion-თან თანამშრომლობს. მისმა უკრაინელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ხურციძე მაღალ დონეზეა მომზადებული და საჩემპიონო ქამრის მოპოვების დიდი შანსი აქვს.

რაც შეეხება ხურციძის მეტოქეს, მარიუშ სენდროვსკის თბილისში დღეისთვის ელოდებიან. დღის მთავარი ბრძოლის პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა მაყურებელს პირველი არხის საშუალებით შეეძლება.

უყურადღებოდ არც სხვა ბრძოლები უნდა დავტოვოთ. პროფესიულ კრივში ხურციძესავით გაბრწყინების შანსი ხომ არაერთ ქართველ ახალგაზრდას აქვს.

პირველი ბრძოლა 69,8 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველებს შორის გაიმართება. ერთმანეთს რობინზონ ომსარაშვილი (4 გამარჯვება, 1 ფრე) და ამბროსი სუთიძე (1 მარცხი) დაუპირისპირდებიან.

მეორე შეხვედრაც საქართველოს წარმომადგენლებს შორის შედგება. 62,1 კილოგრამში ბექა საჯაია (22 გამარჯვება, 12 ფრე, 1 მარცხი) რუბენ მოვსესიანს (2 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი) შეებრძოლება.

ამის შემდეგ რინგზე ბორის მდინარაძე (12 გამარჯვება, 1 ფრე) და უკრაინელი ვალენტინ ვოლოხა (1 ფრე) ავლენ. ეს ბრძოლა 72,6 კილოგრამში გაიმართება.

მომდევნო ორი შერკინება კი ქართველების გარეშე ჩაივლის. 72,6 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსი მარატ კულუმბეკოვი პროფესიულ რინგზე სადებიუტო ორთაბრძოლას უკრაინელ ანდრეი დენიჩკინთან (4 ფრე) გამართავს, რის შემდეგაც 63,5 კილოგრამში უკრაინელი ვიქტორ პოსტოლი (12 გამარჯვება 12 შეხვედრაში) შვედ სამ რუკუნდოს (15 გამარჯვება, 3 ფრე, 1 მარცხი) შეხვდება.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა