ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი გოგშელიძემ ოპერაცია გაიკეთა

გიორგი გოგშელიძემ ოპერაცია გაიკეთა

ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა გერმანიაში იმკურნალა და საქართველოში მალე დაბრუნდება
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა გიორგი გოგშელიძემ (96) გერმანიაში უკვე გაიკეთა იდაყვის ოპერაცია და უახლოეს ხანებში საქართველოში დაბრუნდება.

ჩვენი ნაკრების ლიდერს ხელის ძველი ტრავმა აწუხებდა და გერმანიაშიც მის სამკურნალოდ გააგზავნეს ქართველთა დიდ მეგობართან, პროფესორ ალბერტ გუზბახერთან. სახელოვანმა დასტაქარმა არც ამჯერად უღალატა მეგობრობის დაუწერელ პრინციპებს და ჩვენებურს იმაზე მეტი გაუკეთა, ვიდრე თავიდან იგეგმებოდა - როგორც უშუალოდ ქირურგიული ჩარევისას გაირკვა, გოგშელიძის ხელის მდგომარეობა გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე - თავიდან ეგონათ. ამის გარდა, ორგანიზმში ანთებითი კერებიც გამოიკვეთა, რასაც გუზბახერმა ასევე ჩვეული პროფესიონალიზმით უმკურნალა.

როგორც ჩვენი გუნდის ექიმები აცხადებენ, გოგშელიძე ორ კვირაში შეძლებს ვარჯიშის დაწყებას და ივნისში თბილისში გასამართ ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საჭიდაოდ მზად იქნება. ეს მსოფლიოს პირველობისთვის შესარჩევი შეჯიბრებაა ანუ ამით ჩვენი ლიდერი პლანეტის პირველობისთვისაც დაიწყებს სამზადისს, მსოფლიოზე კი, მოგეხსენებათ, ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა - წონაში 6-6 საგზური.

გოგშელიძე გამოტოვებს მარტის ბოლოს დორტმუნდში გასამართ ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც მისი ოდინდელი კონკურენტი, რუსთა მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვიც დააკლდება ხელის ტრავმის გამო. მან ჯერ შიდა შესარჩევი შეჯიბრება წააგო - კრასნოიარსკში გამართული ივან იარიგინის სახელობის "ოქროს დიდი პრიზი", იქით კვირის ბოლოს კი იმავე ტრავმის მიზეზით ვერც მახაჩყალაში იჭიდავებს მსოფლიოს თასზე.

მართალია, დორტმუნდში იქნება და ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებასაც შეეცდება აზერბაიჯანელთა ოსი ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი (ეს მსოფლიოს თასს შეგნებულად ტოვებს), მაგრამ გაცალოვის არყოფნა მისი მეტოქეების და მათ შორის ჩვენებურისთვისაც დიდი შეღავათი იქნება, თუმცა ჯანდაბას ეს ერთი ევროპული შანსი - მთავარია, გოგშელიძემ ტრავმა მოირჩინოს და ოლიმპიადისთვის მოემზადოს კარგად, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის შეჯიბრებაა.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა