ახალგაზრდა "თავისუფალთა" ნაკრების თავკაცმა 19-20 მარტს რიგაში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანი გუნდი დაასახელა
ახალგაზრდა "თავისუფალთა" ნაკრების დამრიგებელმა ნუგზარ სხირელმა დაასახელა 19-20 მარტს რიგაში გასამართ ფრეიდენფელდსის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წასაყვანი შემადგენლობა: ლევან როჭიკაშვილი, ლაშა ტალახაძე (50), ლაშა ლომთაძე (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე, დავით გალეგაშვილი (66), ბექა პეტრიაშვილი (74), ალექსანდრე ამინაშვილი(84), თედო ებანოიძე (96), გიორგი ასლანიშვილი (120).

როგორც ვხედავთ, მწვრთნელმა აქცენტი საქართველოს წლევანდელ ჩემპიონებზე გააკეთა, თუმცა ორ წონაში ორ-ორი მონაწილე მიჰყავს. 66-ში იმიტომ, რომ ქვეყნის ახალგაზრდული პირველობის ფინალში ტლაშაძესა და გალეგაშვილს შორის თანაბარი ბრძოლა წარიმართა. ტლაშაძემ კი მოიგო, მაგრამ ურიგოდ არც კონკურენტს უჭიდავია და მწვრთნელი მასაც აძლევს შანსს. 50-ში საქართველოს ჩემპიონატი როჭიკაშვილმა მოიგო, ტალახაძე კი 55-ში გამოვიდა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, თუმცა მწვრთნელები ისევ 50-ში უპირებენ დაბრუნებას. ის აქამდეც უმჩატეს წონაში გამოდიოდა და შარშან დიდი წარმატებებიც მოიპოვა - ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. საქართველოს პირველობაზე ახალ წონაში მესამეზე კი გავიდა, მაგრამ სხირელის თქმით, აქ საჭიდაოდ წონა არ ჰყოფნის და ამიტომ ისევ 50-ში უპირებენ დაბრუნებას.

რიგის შემდეგ ნაკრების კანდიდატები 20-23 აპრილს ბაქოშიც იჭიდავებენ აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე. რაკიღა იქამდე მგზავრობა ბევრად იაფი ჯდება, მწვრთნელები გაფართოებულ შემადგენლობას წაიყვანენ. ცოტა მოგვიანებით ონში მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ დავთთ გობეჯიშვილის სახელობის ტურნირი ტარდება, სადაც მონაწილეობის სურვილი სომხებსაც გამოუთქვამთ. ონში საქართველოს ჩემპიონატის უკლებლივ ყველა, 32-ივე მედალოსანი იჭიდავებს. სწორედ იქ გაირკვევა, ვინ გამოვა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში ევროპის ჩემპიონატზე და ვინ – 26-31 ივლისს ბუქარესტში მსოფლიოს პირველობაზე.

ამჟამად ახალგაზრდა "თავისუფალთა" ნაკრები დუშეთშია შეკრებაზე, რომელსაც ამ დღეებში დაამთავრებენ, რიგაში კი 16-ში წავლენ. მათთან ერთად გაემგზავრებიან ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებიც. "ლელო" მათი უახლოესი გეგმების შესახებ უკვე წერდა და ამჯერად აღარ განვმეორდებით, მხოლოდ ვლადიმერ ადეიშვილის მიერ დასახელებულ შემდაგენლობას გაგაცნობთ: ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), ამირან შავაძე (55), ქემალ ხარაბაძე, ფირუზ წულუკიძე (60), გიორგი დავითაია, საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, უშანგი ქიტიაშვილი (74), რობერტ ქობლიაშვილი, რევაზ ნადარეიშვილი (84), შოთა გოგისვანიძე, სერგო გოგისვანიძე (120).

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა