ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

რბევა საბრალოთა: "დინამო"-"სამტრედია" 7:1

რბევა საბრალოთა: "დინამო"-"სამტრედია" 7:1

გუშინ რუსთავში მოთამაშე კახა კაჭარავას შეგირდებმა სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში "სამტრედია" გაანადგურეს
ამის მერე თბილისის "დინამო", ალბათ, კიდევ არაერთხელ მოისურვებს საშინაო მატჩების რუსთავში ჩატარებას: კახა კაჭარავას გუნდმა გუშინ სეზონის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში "სამტრედია" დიდი ანგარიშით დაამარცხა.

სეზონის დაწყებიდან ერთ მატჩში 8 გოლი გუშინ პირველად ვიხილეთ. თუმცა "დინამოს" თავისუფლად შეეძლო ბევრად უფრო დიდი სხვაობითაც დაემარცხებინა მართლაც ყველასაგან მიტოვებული და ბედის ანაბარა დარჩენილი მეტოქე. თავად განსაჯეთ: დინამოელებმა გუშინ, სულ მცირე, შვიდი-რვა ისეთი მომენტი ვერ გამოიყენეს, აი, საგოლეს რომ ვუწოდებთ-ხოლმე. ეგ კი არა, "ფოლადის" სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივარს, ერთი პერიოდი, ალბათ, ისიც "მოეჩვენა", რომ დინამოელები უფულო და უყველაფრო მოწინააღმდეგის დანდობას აპირებდნენ - მეორე ტაიმის დასაწყისში ნომინალური მასპინძლები ხან უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან აცილებდნენ ბურთს მიზანს, ხან სტუმართა მეკარე თამაშობდა თავგანწირვით.

არადა, დავით კეკელიძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ისე ჩაატარა, ვერც ერთ გოლში რომ ვერავინ დაადანაშაულებდა და ამას გარდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკუთარი კარიც არაერთხელ იხსნა. თუმცა, მეორე ტაიმში სტუმართათვის მართლაც კოშმარულ ათწუთიან მონაკვეთში "დინამომ" კვლავაც "აიწყვიტა" და სრულიად დემორალიზებული მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა.

თუმცა, ეს ყველაფერი შეხვედრის მეორე ნახევარში იყო, რბევა კი მატჩის დასაწყისშივე დაიწყო: ალექსანდრე კოშკაძისა და გიორგი კახელიშვილის ეფექტური კომბინაცია პეტარ ელიჩის ზუსტი დარტყმით დამთავრდა. პირველი ტაიმის ბოლომდე კახელიშვილსა და რობერტინიოს თითქმის ასპროცენტიან მომენტები შეექმნათ, მაგრამ კეკელიძეს ვერ აჯობეს; თუმცა, შესვენებამდე "დინამომ" მაინც შეძლო თვალსაჩინო უპირატესობის ანგარიშში ასახვა და ორივე გოლში ლომის წილი გუნდის ახალწვეულმა ზურაბ არზიანმა შეიტანა. ახალგაზრდა ნახევარმცველის ჯარიმას მოჰყვა კიდეც ლევან ხმალაძის გოლი, შემდეგ კი არზიანის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სტუმართა ცენტრალურ მცველს გიორგი ხუმარაშვილს ბურთი საკუთარ კარში აეჭრა.

პირველ ტაიმში სტუმრებმა მხოლოდ ერთადერთხელ შეძლეს "დინამოს" კარში დარტყმა, მაგრამ გიორგი ლორიამ პოზიცია სწორად შეარჩია და ვაჟა ლომაშვილს გოლის გატანის შანსი მოუსპო.

მეორე ტაიმის დასაწყისი კი ვარჯიშს უფრო წააგავდა, ვიდრე ოფიციალურ შეხვედრას: მასპინძლები უპრობლემოდ გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზეც და საერთოდაც, სტუმართა საჯარიმოშიც, რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. ისე, მართლაც ძნელი სათქმელია, თუ როგორ ვერ შეძლო "დინამომ" მეორე ტაიმის საწყის 19 წუთში უამრავი მომენტიდან თუნდაც ერთის გამოყენება - არადა, ელიჩსა (ორჯერ) და კახელიშვილს ამის ჩინებული შანსი ჰქონდათ, მაგრამ "სამტრედიას" დებიუტანტი მეკარე კვლავაც ჩინებულად თამაშობდა. თუმცა, სულ მალე ის ზემოთნახსენები ათწუთიანი მონაკვეთის დროც დადგა, როცა "დინამომ" გაილაღა და ამ შემთხვევაში, ალბათ, უადგილოც არის თითოეული გოლის ჩამოთვლა თუ აღწერა. უბრალოდ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ "დუბლით" გამოირჩა შეცვლაზე შემოსული დონალდ ჯუისი, ამ მატჩში, თავისი მეორე გოლი გაიტანა ლევან ხმალაძემაც, ხოლო ზურაბ არზიანი მხოლოდ ასისტენტობას არ დასჯერდა და საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი გოლიც გაიტანა.

ისე, რახან, ასისტენტები ვახსენეთ, ალექსანდრე კოშკაძეზეც უნდა ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა - "დინამოს" კაპიტანს ამჯერად გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში და ამის გარდა, ორი საგოლე პასიც მიითვალა.

უჩვეულოდ კორექტული შეხვედრა (მატჩის არბიტრს ხვიჩა გაგნიძეს არც ერთი ყვითელი ბარათი არ უჩვენებია ფეხბურთელებისათვის), დასასრულს უახლოვდებოდა, სტუმრებმა პირველად რომ შეუტიეს "დინამოს" კარს და ეს "გააქტიურებაც" დაუფასდათ! სხვათა შორის, ჯუისის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა იყოჩაღეს: 19 წლის ტარიელ რუხაიას პასით პრესტიჟის გოლი 18 წლის მურად გოგიშვილმა გაიტანა.

P.S. როცა გუნდი ექვსბურთიანი სხვაობით მარცხდება და 90 წუთის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში ერთადერთხელ (!) შეაღწევს, მართლაც ძნელია ამ გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსებზე საუბარი. თანაც, დღესდღეობით "სამტრედია" ასეთ მდგომარეობაში ვინც მიიყვანა, გუნდის კატასტროფულად წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხი იმათ უნდა მოეთხოვოთ, თორემ ყველასგან მიტოვებულ-მივიწყებულ ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებზე ენა როგორ უნდა მოგვიბრუნდეს...

11.03. რუსთავი. ფოლადი. 200 მაყურებელი

დინამო-სამტრედია 7:1

1:0 ელიჩი (3, კახელიშვილის პასით), 2:0 ხმალაძე (11), 3:0 ხუმარაშვილი (24. საკუთარ კარში), 4:0 ჯუისი (64. კოშკაძის პასით), 5:0 არზიანი (71, ხმალაძის პასით), 6:0 ხმალაძე (73, კოშკაძის პასით), 7:0 ჯუისი (74, კვეკვესკირის პასით), 7:1 გოგიშვილი (89, რუხაიას პასით)

დინამო სამტრედია

4-2-3-1 4-4-2

ლორია კეკელიძე

ღონღაძე ენდელაძე

კაკუბავა ხუმარაშვილი

ჰომოლა გოგია

ხმალაძე კირთაძე

ჰაჯიბულიჩი ჩხიკვაძე

არზიანი ლომაშვილი

რობერტინიო ნინუა

კოშკაძე ბურჯანაძე

კახელიშვილი იმედაძე

ელიჩი ალავერდაშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

კახი კაჭარავა ლევან ანჯაფარიძე

დინამო

62. ელიჩი-ტატანაშვილი

62. კახელიშვილი-ჯუისი

70. რობერტინიო-კვეკვესკირი

სათადარიგოები: ზარქუა, ციმაკურიძე, მაროვიჩი, ფირცხალავა

სამტრედია

46. ჩხიკვაძე-ხვადაგიანი

46. იმედაძე-რუხაია

68. ალავერდაშვილი-გოგიშვილი

სათადარიგოები: ბანძავა, თევზაძე, დვალიშვილი

არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)

• aleqs

ვინაა ასეთი რომ ვერ ვპოულობთ ან ვიცით და არ ვამბობთ?????????

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება

სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს

სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ

"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა

"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა

ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს

"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა

"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა

საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა

სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?

7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი

"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა

ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა

"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა

[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა

ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა

"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე