ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი

* ტურინის "იუვენტუსი" ევროთასებზე შინ 22 მატჩია, რაც არ დამარცხებულა (13 მოგება, 9 ფრე).

* ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჯერ არავის აღმოუფხვრია ორ გოლში ჩამორჩენა საშინაო მატჩის შემდეგ.

* ევროთასების ნახევარფინალებში "იუვენტუსმა" შინ 11 მატჩი ითამაშა და აქედან 9 მოიგო და 2 წააგო.

* "მონაკომ" ევროთასების ნახევარფინალებში სამჯერ ითამაშა საგარეო მატჩი და ვერც ერთი ვერ მოიგო.

* "იუვენტუსმა" მოიგო 11-ვე 2-მატჩიანი დაპირისპირება ევროთასებზე ფრანგულ გუნდებთან, მათ შორის, "მონაკოსთან" 1997/98 წლების სეზონში ლიგის ნახევარფინალში და 2014/15 წლების სეზონში ლიგის მეოთხედფინალში.

დღეს ჩვენ 2016/17 წლების სეზონის ევროთასების პირველი ფინალისტის ვინაობას შევიტყობთ. ისტორია, ციფრები და გუმანი გვეუბნება, რომ ის იტალიური "ბებერი ქალბატონი" უნდა იყოს, რომელიც შინ მონაკოში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობის განიავებას სულაც არ აპირებს...

"მონაკო" ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაა - გუნდი ბრწყინვალედ თამაშობს, ახლოსაა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულთან, სადაც თვით "პარი სენ-ჟერმენს" სჯობნის, ითამაშა ორი ადგილობრივი ფინალი (საფრანგეთის თასი და ლიგის თასი), გაიტანა უამრავი გოლი და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

"მონაკოს" ჰყავს ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი, პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი და ჰყავს მსოფლიოში ყველაზე სასურველი ახალგაზრდა ფეხბურთელი კილიან მბაპე, ვინც დღე-დღეზე მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდის საკუთრება უნდა გახდეს სარეკორდო თანხად. ასე რომ, ეჭვიც არავის გაუჩნდეს - საფრანგეთის სახელით მოთამაშე ჯუჯა-სახელმწიფოს გუნდი უბრძოლველად არაფერს დათმობს. სხვა საქმეა, რას მოუტანს ეს ბრძოლა ჟარდიმის გუნდს "იუვენტუს არენაზე".

ისტორია და სტატისტიკა ვახსენეთ და მართლაც, ჯერ არ მომხდარა ლიგის ნახევარფინალში, რომ ვინმეს ორგოლიანი ჩამორჩენა აღმოეფხვრას. მეტიც, "მონაკოს" ნახევარფინალურ ეტაპზე სტუმრად საერთოდ არ მოუგია და ამ გუნდს არასოდეს უმარჯვია იტალიაში - 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი არ წააგო (ფრედ ითამაშა). აი, როგორც ხედავთ, "მონაკო" თითქოს, უშანსოდ ჩანს.

"მონაკოს" დავალება მართლაც მძიმე ჩანს - მან უნდა გაუტანოს სულ მცირე, 2 გოლი სტუმრად გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მთელ სეზონში 2 გოლზე მეტი არ გაუშვა, თან, თავის კარში არ უნდა მიიღოს არც ერთი გოლი. "მონაკოს" შემტევი პოტენციალი მთელმა ევროპამ აღიარა, მაგრამ ასეთი ძლიერი შეტევის ხაზისთვისაც კი ძნელად შესასრულებელი ამოცანა გვგონია ის, რაც "მონაკოს" ფინალში გაიყვანს. თან გავიხსენოთ, რომ ამ სტადიონზე მასპინძელ გუნდს ევროპაში უკვე 4 წელზე მეტია არ წაუგია.

საკადრო პრობლემები არც ერთ გუნდს არ აქვს, დიდი ხანია, რაც "მონაკოს" ბოშილია აკლია და მის გარეშე თამაშს მიჩვეულია, ხოლო პიაცა და რუგანი "იუვენტუსში" ისედაც არ ირიცხებოდნენ სასტარტო შემადგენლობის წევრებად. ჯიჯი ბუფონი ევროთასებზე 101-ე მატჩს ატარებს და ის არც ამჯერად აპირებს თინეიჯერი კილიან მბაპესგან გოლის გაშვებას. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩის დასრულების შემდეგ ბუფონმა მაისურა გაუცვალა სწორედ მბაპეს.

I მატჩში

გავიხსენოთ "ლუი მეორეზე" გამართული მატჩის პერიპეტიები - ალბათ, არ ვიქნებით მტყუანები, თუ ვიტყვით, რომ "იუვენტუსმა" მეტოქეს ფეხი არ გაანძრევინა. თავად კი მეთოდურად შეუდგა საქმეს, რაც გონსალო იგუაინის დუბლში აისახა - 2:0.

პრესკონფერენცია

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მონაკოს" დასაკარგავი არაფერი აქვს. მეტოქე ალბათ, თავისუფლად ითამაშებს, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და მომენტებსაც შექმნის, რადგან გუნდში ბევრი ტალანტი ირიცხება. განსაკუთრებით ეს მათ შემტევ ხაზზე ითქმის. "იუვენტუსმა" ამას აგრესიული თამაშით უნდა უპასუხოს და აუცილებლად დაისახოს თამაშში გამარჯვება და არა მიღწეულის შენარჩუნება. ჩემი აზრით, უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე მონაკოში, რადგან იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვით, რაც აღარ უნდა გავიმეოროთ. პირველი მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ამ დუელის სულ მცირე, 90 წუთი ჯერ კიდევ წინაა. კიდევ 90 წუთი გვაშორებს კარდიფს, სადაც ლიგის ფინალი გაიმართება".

ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "უნდა შევუტიოთ და არ უნდა ვიფიქროთ არაფერზე, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ამით კიდევ უფრო დავზარალდებით. პირველ მატჩში ჩვენც იმდენჯერ დავარტყით კარში, რამდენჯერაც "იუვენტუსმა", მაგრამ ხომ ხედავთ, მათი დარტყმები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, "იუვე" უფრო დაღვინებული გუნდია, ვიდრე "მონაკო", მაგრამ პირველი მატჩი წავაგეთ იმიტომ, რომ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ.

გვსურს, რაც შეიძლება დიდხანს დაგვრჩეს იმედი ფინალში გასვლის. იმისთვის, რომ ოცნება ავისრულოთ, დიდებულად უნდა ვითამაშოთ. ისე კი, მნიშვნელობა არა აქვს სამშაბათის მატჩის შედეგს, მე ჩემი ფეხბურთელების თამაშით ამ სეზონში უკვე ძალიან ამაყი ვარ".

გასულ უქმეებზე

ტურინის "იუვენტუსს" მძიმე მატჩი ჰქონდა შინ - ტურინული დერბი და... წაგებას გადაურჩა. ადემ ლიაიჩის საჯარიმოს წყალობით "ტორინო" იმარჯვებდა, მაგრამ 92-ე წუთზე გონსალო იგუაინი "ბებერ ქალბატონს" მხსნელად მოევლინა - 1:1. ასეა თუ ისე, "იუვემ" ჩემპიონატში გამარჯვებათა შესანიშნავი სერია მაინც შეწყვიტა, არადა, ეს სერია 2015 წლის სექტემბრიდან გრძელდებოდა.

"მონაკო" სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ნანსის" შეხვდა და 3:0 მოუგო. ამით ჟარდიმის გუნდი ძალზე მიუახლოვდა ტიტულს. პირველ ტაიმში მასპინძელთა ავტოგოლს ბერნანდო სილვას თავური მოჰყვა. მეორე ტაიმში კი თავი თომა ლემარმა გამოიჩინა.

სამშაბათი. 9 მაისი

იუვენტუსი-მონაკო 22:45 (2:0)

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პიაცა, რუგანი - ბოშილია

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, ხედირა - დანი ალვეში, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - მენდი, ჟემერსონი, გლიკი, სიდიბე - ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი - მბაპე, ფალკაო

ურთიერთშეხვედრები: 5 თამაში: +3=1-1 (9:4)

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"უხერხული პოლიტიკური მცდელობა იყო" - ბუფონმა პირლოზე ისაუბრა
შემცვლელი მალევე იპოვნეს - "ფლამენგოს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ოთხი ცნობილი მწვრთნელი, რომლებსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ
"მონაკოს" პრეზიდენტი: ჩვენ არც "რეალი" ვართ და არც "ბარსელონა"
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
ლეონარდო ჟარდიმს "მონაკოდან" კიდევ ერთხელ უშვებენ
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"რეალის" ფანების სიყვარულს კარგავს" - პედრეროლმა მბაპე მკაცრად გააკრიტიკა
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ვინ შეცვლის არსენს? ბრიტანელ ბუკმეკერთა კოეფიციენტები
"მონაკომ" ლეონარდო ჟარდიმი გაუშვა - მის ადგილს ტიერი ანრის უკავშირებენ
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა