"ბერძნები გვარის შეცვლას მთხოვენ, მაგრამ ქართველობას ფეხბურთის კი არა, არაფრის გამო არ დავთმობ"
უცხო ქვეყნების ნაკრებებში მიწვეულ ქართველთა შორის კიდევ ერთი ჩვენებური, 17 წლის გუგა ხვიჩია აღმოვაჩინეთ. გუგა ამჟამად საქართველოშია და გავესაუბრეთ.

- საბერძნეთში როგორ მოხვდი?

- ქუთაისელი ვარ, 1993 წელს დავიბადე. საქართველოში გავიზარდე და ხონის "იმერეთის" საფეხბურთო სკოლაში ვთამაშობდი. ხუთი წელია, რაც საბერძნეთში ვარ. იქ მშობლებთან ერთად ჩავედი და, ცხადია, ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობდი. გამიმართლა და ბერძენმა ახლობელმა"პანათინაიკოსის" საფეხბურთო აკადემიაში სინჯებზე მიმიყვანა. აკადემიის მფლობელი ყოფილი ფეხბურთელი ვასილის კარაფიალისია. ამ კაცმა პირველივე ვარჯიშზე შემამჩნია, კაბინეტში დამიბარა და მენეჯერობა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან საბერძნეთში ალალბედზე წავედი, არავინ მიცნობდა და ასეთი თანამდგომი მჭირდებოდა.

აკადემიაში 2007 წელს ჩავირიცხე და ორი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც კარაფიალისმა გადამიყვანა კლუბ "გლიკანერაში", სადაც ბოლოს ვთამაშობდი. ექვსი თვე ვითამაშე დუბლშემადგენლობაში, შემდეგ კი - ძირითად გუნდში.

გასული წლის ზაფხულში საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრებში პეტროს ციგულისმა მიმიწვია, 5 ამხანგური შეხვედრაც ჩავატარე და ხუთივე ძირითადში: ორჯერ კვიპროსს შევხვდით, სამჯერ ბერძნულ გუნდებს. ახლა დროებით საქართველოში დავბრუნდი.

- რატომ?

- როდესაც ნაკრებში თამაშზე მიდგა საქმე, პრობლემები შეიქმნა. მითხრეს, გვარი გადაიკეთეო, მაგრამ ამას არ ვაპირებ, ქართველობას ფეხბურთის კი არა, არაფრის გამო არ დავთმობ. ჩემი მშობლებიც ასე ფიქრობენ. არადა, ამის გამო პრობლემები კლუბთანაც შემექმნა და დროებით საქართველოში დავბრუნდი. თუ საბერძნეთში ყველაფერი უმტკივნეულოდ მოგვარდა, ისევ წავალ, თუ არა - დავრჩები და ფორმას რამენაირად შევინარჩუნებ. ხონის "იმერეთში" ბიძაჩემი მუშაობს და ვივარჯიშებ.

- გვარის შეუცვლელად საბერძნეთის ნაკრებში არ გათამაშებდნენ?

- ოფიციალურ შეხვედრებში არ მათამაშებდნენ. შემოთავაზება ახლაც ძალაშია, მაგრამ თავს ვიკავებ. იყო შემოთავაზებები სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ გუნდთან პრობლემები ისეთ დროს შემექმნა, სატრანსფერო ფანჯარა დახურული რომ იყო და ვერაფერი მოვახერხე.

- საბერძნეთის მოქალაქე ხარ?

- მოქალაქე არ ვარ, მაგრამ მაქვს საბუთი, რომელიც ნებისმიერ დროს ჩასვლის და თამაშის უფლებას მაძლევს.

- საქართველოში არ გიცნობენ. აქაურ ნაკრებში თამაში არ გსურს?

- როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც ოცნებაა ჩვენს ნაკრებში თამაში. გულშემატკივარი არ მიცნობს, მაგრამ სპეციალისტებს ემახსოვრებათ, რომ წელიწადნახევრის წინ გიორგი დევდარიანი დამიკავშირდა, უცხოეთში მოთამაშე სამი ბიჭი 17-წლამდელთა ნაკრებში ვიყავით მიწვეული, მაგრამ რადგან სეზონი იყო, საბერძნეთში თამაშები მქონდა და შეკრებაზე დავიგვიანე, სულ ხუთი ვარჯიში იყო დარჩენილი. შემდეგ ჩემს კლუბს დავუბრუნდი და მას მერე ნაკრებში არ გამოვუძახებივარ.

- საბერძნეთში საქართველოდან წასული ბევრი ფეხბურთელია?

- გამიგია, რომ საკმაოდ ბევრი თამაშობს, მაგრამ არც ყველას გვარი ვიცი და არც ის, ვინ სად ირიცხება. ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ლიგაში ლუკა ხომასურიძე თამაშობს, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბიჭია.

AVTORI
KAKU-ს გთხოვ დაუკავშირდი "ლელოს" რედაქციაში მერაბ მამულაშვილს აუცილებლად გვსურს იგორ ჩემინავას მშობლებთან დაკავშირება გაზეთის მეორე გვერდზე წერია ტელეფონები და მამულაშვილს დაგაკავშირებენ
AVTORI
KAKU-ს გთხოვ დაუკავშირდი "ლელოს" რედაქციაში მერაბ მამულაშვილს აუცილებლად გვსურს იგორ ჩემინავას მშობლებთან დაკავშირება გაზეთის მეორე გვერდზე წერია ტელეფონები და მამულაშვილს დაგაკავშირებენ
kaky
მე ვიცნობ იგორ ჩემინავას ნათესავებს
AVTORI
იგორ ჩემინავას შესახებ ინფორმაციის მოპოვება მსურდა, მაგრამ საქართველოში მისი ახლობელ-ნათესავი ვერ აღმოვაჩინე. არადა, უცხოეთში მოთამაშე უცნობი ქართველების თემაზე მუდმივად ვმუშაობ და დიდი სურვილი ამქვს, ჩემინავაზე რაიმე დავადგინო. ერთი ასეთი გია გრიგალავაა, რომლის არსებობაც ოთხი წლის წლის შეიტყვე. სამწუხაროდ, მისი ხსენება ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ვფიქრობ ნაკრებში ქართველების დაბრუნება სასურველი საქმეა. რუსეთის ნაკრებში რომ ითამაშოს, გული ყველას დაგვწყდება და ვიტყვით, სად ვიყავითო. აქ ვარ და სანამ არ უთამაშია, ვცდილობ, ასეთი ქართველების მოძიებაში ფედერაციას დავეხმარო. მერე მათი საქმეა...
George
"ზენიტ"-ის განაცხადში "ტვენტესთან" მატჩში იყო 19 წლის იგორ ჩემინავა..იცით რამე მის შესახებ?
dato
აუ შენ გაიხარე ძმაო მაგარი კაცი ხარ და იმედია გაგიმართლებს ფეხბურთში ჯიგარი ხარ წარმატებები
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა