ჰერტამ სერბის სანაცვლოდ 5.5 მილიონი მიიღო

„შალკედან“ ჰაიკო ვესტერმანის გადაბირების შემდეგ, „ჰამბურგმა“ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი სრულყო. ჩრდილოგერმანულმა კლუბმა მეორე ბუნდესლიგაში გავარდნილ „ჰერტასთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ბერლინელთა საყრდენი ნახევარმცველი გოიკო კაჩარი იყიდა. სერბმა ნახევარმცველმა „ჰამბურგთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე გააფორმა და როგორც გაირკვა, „ჰერტამ“ წამყვანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო მიიღო.

ჰამბურგელები კაჩარის გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ. „ჰამბურგმა“ „ჰერტას“ თავიდან 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც დედაქალაქიდან მტკიცე უარი მიიღო. მოლაპარაკებები გაგრძელდა და ბოლოს, ჰამბურგელებმა ბერლინელები 5.5 მილიონზე დაითანხმეს. ამასთან, თუ „ჰამბურგი“ მომავალ სეზონში მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს, „ჰერტას“ კიდევ ერთ მილიონს გადაუხდის.

გოიკო კაჩარმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 23 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდს უკვე შეუერთდა. კაჩარის ტრანსფერით, „ჰამბურგმა“ აუცილებელი ტრანსფერები დაასრულა. კაჩარი გუნდს ნახევარდაცვაში გააძლიერებს, ჰაიკო ვესტერმანი დაცვის ცენტრში, „ნიურნბერგიდან“ ნაყიდი დენის დიკმაიერი კი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გი დემელის ხეირიანი ალტერნატივა იქნება. აქვე გეტყვით, რომ ჰამბურგელებმა ახალგაზრდა თავდამსხმელი მარკუს ბერგი „პსვ ეინდჰოვენში“ გაანათხოვრა.

ლელო

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო