სიმეონე: ცუდია, რომ გაბის და გოდინის კლონირება არ შემიძლია
"ატლეტიკომ" მოუგო "რეალს", რაც ბოლო 59 წლის განმავლობაში ევროტურნირზე არ მომხდარა, მაგრამ ეს გამარჯვება მარცხის ტოლფასი იყო - ორმატჩიან დუელში "რეალმა" იძალა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზებს.

"სამეფო კლუბი" 3 ივნისს კარდიფში ითამაშებს და იქ "იუვენტუსს" დაუპირისპირდება - ეს ფინალი მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ, პირველი მატჩების შემდეგ კი ფავორიტებმა სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცეს. მართალია, "ვისენტე კალდერონზე" დაიძაბა ვითარება, რაც "ატლეტიკოს" სწრაფად გატანილი ორი გოლის შედეგი გახლდათ, მაგრამ მთლიანობაში, "რეალმა" მაინც აჯობა მეტოქეს და ფინალში დამსახურებულად გავიდა.

ამ მატჩს ბევრი ინტრიგა ახლავს თან - ერთი მხრივ, "რეალი", რომელიც ფინალებს არ აგებს და მეორე მხრივ, დანავსული სტატისტიკა, რომ ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ორჯერ ზედიზედ ვერ იგებს - რომელიმე ნავსი უნდა გატყდეს: ან "რეალმა" უნდა წააგოს ფინალი, ან ერთმა გუნდმა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგოს.

ზინედინ ზიდანი "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ესეც საინტერესო თემაა, რადგან ზიზუმ კარიერის 5 სეზონი "იუვენტუსში" გაატარა და სწორედ იქიდან გააცნო თავი საფეხბურთო მსოფლიოს. ალვარო მორატა "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ესპანელმა ფორვარდმა ორი სეზონი სწორედ "ბიანკონერიში" გაატარა და 2015 წელს, ნახევარფინალიდან "რეალის" გაგდებაში ლომის წილი დაიდო.

სამი ხედირა და გონსალო იგუაინი "რეალის" წინააღმდეგ - ორივეს ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება, სადაც ბევრ წარმატებას მიაღწიეს.

იტალიურ და ესპანურ მედიაში ეს თემები უკვე აქტუალურია - ქვემოთ კი მადრიდული დერბის გამოძახილს და შესაბამისად, საინტერესო კომენტარებს გავეცნოთ...

ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "გუნდში უძლიერესი ფეხბურთელები მყავს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს და ფინალში გასვლა დაიმსახურეს. "იუვენტუსის" წინააღმდეგ გუნდის გაყვანა ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული, რადგან სწორედ ტურინში ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. "იუვე" უდიდესი კლუბია, რომელსაც დღემდე უკავია ადგილი ჩემს გულში. მათ ჩვენსავით დაიმსახურეს ფინალში გასვლა და წინ დიდი ბრძოლა გველოდება. ქარიმ ბენზემას ეპიზოდი? - არც კი ვიცი, როგორ გამოძვრა იმ მდგომარეობიდან და როგორ გასცდა სამ მცველს - კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, რადგან გუნდისთვის მაქსიმუმი გაიღო. რაც შეეხება ისკოს, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. იქნება თუ არა ის "იუვენტუსთან" ძირითად შემადგენლობაში? - ვნახოთ, იქამდე ესპანეთის ჩემპიონატში გვაქვს სათამაშო".

დიეგო სიმეონე ("ატლეტიკოს" მწვრთნელი): "პირველ მატჩში ძალიან გავირთულეთ საქმე, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ არასდროს ვნებდებით. კარგად გამოჩნდა, თუ რის ხარჯზე არის "ატლეტიკო" ევროპის ტოპ-გუნდებში. მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც ჩვენ გვერდითაა - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო მხარდაჭერა გვაქვს მსოფლიოში. დიდი მატჩი იყო, რომელშიც ბოლომდე დავიხარჯეთ. დასანანია, რომ არ შემიძლია გაბის ან გოდინის კლონირება, რომლებიც თამაშში სულს და გულს დებენ. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. "რეალს" და "ბარსელონას" ცოტათი ჩამოვრჩებით - უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ და ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩამორჩენაც აღმოიფხვრება".

ისკო (რეალი): "თამაში საშინლად დავიწყეთ და ძალიან გავირთულეთ მდგომარეობა, თუმცა შემდეგ მოვიკრიბეთ ძალები და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ფინალში გავედით, გზად კი პრინციპული მეტოქე ჩამოვიშორეთ, რაც გამარჯვებას უფრო სასიამოვნოს ხდის. ვიმსახურებ თუ არა ძირითად შემადგენლობაში თამაშს? - ამას მწვრთნელი წყვეტს და მოდით, ნუ ჩავერევით მის კომპეტენციაში. მე ყოველთვის მზად ვარ სათამაშოდ და იმედია, ფინალშიც მოედანზე ვიქნები".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "მართალია, პირველ შეხვედრაში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მინიმუმ ერთი გოლი გასვლაზეც გვჭირდებოდა - საბედნიეროდ, ეს გოლი შევაგდეთ და შემდეგ, შედარებით მშვიდად ვგრძნობდით თავს. ვფიქრობ, მეტოქეს ორივე შეხვედრაში ვაჯობეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. ჩვენ "რეალი" ვართ, მეტი გამოცდილება გვაქვს და რაც მთავარია, გამარჯვებულის მენტალიტეტი. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში, მაგრამ იქამდე ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია".

კეილორ ნავასი (რეალი): "მადლობა ღმერთს ამ დიდებული საღამოსთვის - ბედნიერი ვარ, რომ ფინალში გავედით და არც ერთ ფეხბურთელს ტრავმა არ მიუღია. მეტოქემ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ბრძოლისთვის. ქარიმ ბენზემას ბრწყინვალე თამაში ნამდვილად არ გამკვირვებია, რადგან კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები - ქარიმი ვარჯიშებზე ხშირად აკეთებს მსგავს ფინტებს და ბუნებრივია, რომ ამის გაკეთება თამაშზეც შეუძლია. თუმცა, ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა არაა სწორი - გუნდმა ითამაშა კარგად და დაიმსახურა ფინალში გასვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეფე–ხუან კარლოსს
ეგ კაცების გუნდი ექცევა რაულისნაირ და კასილასისნაირ ლეგენდებს არაკაცურად. არაუშავს?
მეფე–ხუან კარლოს
ხომ არ დაგავიწყდა კარვახალმა რა თქვა კლასიკოს შემდეგ? დღეს ყველა მადრიდისტა ნახმარიაო და მინდა შეგახსენო რომ შენს მიერ ნახსენებმა ბარსამ იხმარა შენს მიერ ნახსენები "კაცების გუნდი", კაცებს კიდევ მოგეხსენება არ ხმარობენ, ასე რომ ..............
მეფე-ხუან კარლოსი
ფული ბარსას მეტი აქვს,მაგრამ რეალი ბარსასგან განსხვავებით კაცების გუნდია.რონალდომ და მარსელომ წინა თამაშები ითამაშეს მაგრად ეხლა მოდრიჩმა,ისკომ და ბენზემამ დაგლიჯეს.ან რონალდოს რომ ეთამაშა ფეხებს დაამტვრევდენ.ატლეტიკო ფეხბურთის სათამაშოდ კი არა ფეხებზე სანადიროთ იყვნენ მოეადანზე.დაიმახსოვრეთ რონალდო იუვეს 2 ბურთს გაუტანს.
კუკუ
დღეისათვის ამ წუთში იუვეზე მაგარი არავინაა და ეს 3- ში დამტკიცდება,ხომ ნახეთ რონალდო ფაქტიურად გამოთიშა ატლეტიკომ, იუვე კიდევ უარესს უზამს,ისე მოაქცევს გინდ მე მეთამაშოს,ასე რომ იუვე ჩემპიონია
Dato
ფულით რეალი ყველას სჯობნის. უბრალოდ ატლეტიკო ბევრად უფრო დაბალი კლასის გუნდია ვიდრე რეალი. ეს მიჯრით ოთხი წელია მტკიცდება ევროტურნირებზე. იუვესაც მოუგებენ ასე მგონია იტალიელების ღრმა პატივისცემის მიუხედავად
kaxa
რეალმა ფულიტ აჯობა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება