"ვაშინგტონმა" ისევ ვერ დაადასტურა ფავორიტის სტატუსი
"კაროლინა", "ბაფალო", "ოტავა", "პიტსბურგი", "ფილადელფია", "მონრეალი", "ბოსტონი", "ტამპა ბეი", "ნიუ ჯერსი", "რეინჯერსი", "ტამპა ბეი", "დეტროიტი". ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიაც 2005 წლიდან ("ვაშინგტონის" ლიდერის ალექსანდრ ოვეჩკინის დებიუტი ლიგაში) მოყოლებული, ერთხელ მაინც იყვნენ აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში. ამ სიაში არ არიან მხოლოდ "აილენდერსი", "კოლამბუსი", "ფლორიდა" და... "ვაშინგტონი".

ამ უკანასკნელმა დროის აღნიშნულ მონაკვეთში სამჯერ მოიგო რეგულარული სეზონი, პრაქტიკულად ყოველ წელს პლეი ოფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ...

დედაქალაქურმა კლუბმა წელსაც ვერ გადალახა მეორე რაუნდის ბარიერი. "ვაშინგტონმა" "პიტსბურგთან" სერია 1:3-დან შემოატრიალა, ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იმისთვის, რომ მეშვიდე მატჩი საკუთარ მოედანზე წაეგო, თანაც მშრალი ანგარიშით - 0:2. გადამწყვეტ მომენტში ისევ ვერაფერი მოიმოქმედა ოვეჩკინმა, რომელიც პასიური იყო შეტევაში, ხოლო "პიტსბურგის" მეორე გოლი მთლიანად მის სინდისზეა, რადგან საკუთარი ზონიდან ვერ შეძლო შაიბის ამოტანა და ამით ჰორნკვისტმა კარგად ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ "პიტსბურგს" არასოდეს წაუგია პლეი ოფში მეშვიდე მატჩი გასვლაზე - ექვსიდან ექვსი მოგება. ეს არა მხოლოდ NHL-ის, არამედ მთლიანად ჩრდილოამეროკული სპორტის რეკორდია.

ახალგაზრდა "ედმონტონისგან" პლეი ოფში გმირობებს არავინ ელოდა, მან კი კონფერენციის ნახევარფინალში მეშვიდე მატჩამდე მიაღწია და "ანაჰაიმთან" სერიის მოგებაც შეეძლო, მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა. ყველას ახსოვს სერიის მეხუთე მატჩი, როცა "ედმონტონმა" სამშაიბიანი უპირატესობა გაანიავა ოთხ წუთში და წააგო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა.

"მენავთობეებმა" მეშვიდე მატჩიც კარგად დაიწყეს და გახსნეს ანგარიში, მაგრამ შემდეგ "ანაჰაიმმა" ტოტალური უპირატესობა მოიპოვა, რაც მომდევნო ორ პეროიდში თითო გატანილ შაიბაში გამოიხატა. მეტიც შეეძლოთ, მაგრამ ამ პლეი ოფში საუკეთესო მატჩი ჩაატარა "ედმონტონის" მეკარემ კემ ტელბომ.

აღმოსავლეთი

ვაშინგტონი-პიტსბურგი 0:2

0:0, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 რასტი-5 (გიუნტცელი-5, კროსბი-10), 0:2 ჰორნკვისტი-4 (ჯ. შულცი-6).

სერია: 3:4

დასავლეთი

ანაჰაიმი-ედმონტონი 2:1

0:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 კაჯულა-3, 1:1 კოლიანო-1 (კესლერი-6, მონტური-5), 2:1 რიტჩი-2 (ვატანენი-1, პერი-7).

სერია: 4:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
ოვეჩკინი უდავოდ დიდი ჰოკეისტია,მაგრამ თითქოს დაწყევლილიაო ამ "ვაშინგტონში",რეგულარულებს გუნდი იგებს,ფლეი-ოფფებს აგებს.უკვე იმაზეც კი ალაპარაკდნენ გუნდი ხომ არ გამოეცვალაო,არადა ვაშინგტონში მემგონი მეორე კაცია,პრეზიდენტის მერე...ფინალი "პირსბურგი"-"ნე შვილი"მგონია.ვნახოთ.(ჩემს გუნდს არ დაადგა საშველი "მონრეალ კანადი ენს")
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა