ზურაბ ხიზანიშვილმა აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
ზურაბ ხიზანიშვილმა აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. სადაც კი უთამაშია ("დინამო", "ლოკომოტივი", "დანდი", "რეინჯერსი", "ბლექბერნი", "ნიუკასლი", "რედინგი", "ქაისერი", "სამტრედია", ბაქოს "ინტერი"), 35 წლის ვეტერანს ყველგან სამაგალითო პროფესიონალისა და კარგი ფეხბურთელის სახელი დაუტოვებია.

ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრებში 16 წლის განმავლობაში თამაშობდა. 93 მატჩი და 1 გოლი - ასეთია მისი მონაგარი.

გადაწყვეტილი ამბავია: ხიზანიშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტი იქნება. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ზურაბს უდიდესი გამოცდილება დაუგროვდა. ის ინტელექტუალური ფეხბურთელი იყო და ასეთებს, როგორც წესი, მწვრთნელობა კარგად გამოსდით ხოლმე.

შემთხვევითი არ არის, რომ გეგუჩაძემ თავადაც მოისურვა ახლო წარსულში ცნობილ ქართველ ფეხბურთელთან თანამშრომლობა.

დანამდვილებით ვიცით, რომ ჯერ კიდევ აქტიური ფეხბურთელობისას ხიზანიშვილი სხვადასხვა მწვრთნელის მუშაობას დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მისთვის საინტერესო ნიუანსებს ინიშნავდა... ჩანს, სამწვრთნელო საქმიანობაზე თავიდანვე სერიოზულად ფიქრობდა...

ფეხბურთში დრო ძალიან სწრაფად გადის. თითქოს გუშინ იყო, საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა, იოჰან ბოსკამპმა, ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი ორ თინეიჯერს - ზურაბ ხიზანიშვილსა და ოთარ ხიზანეიშვილს რომ მისცა.

ეს შორეულ 1999-ში მოხდა. მას შემდეგ ზურაბმა წლების განმავლობაში ღირსეულად ატარა ეროვნული გუნდის მაისურა. იყო პერიოდიც, როცა მას აღარ იძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ მოდით, ახლა იმ დროს ნუღარ გავიხსენებთ...

კარიერის საუკეთესო წლები ხიზანიშვილმა "დანდიში", "რეინჯერსში", "ბლექბერნში", "ნიუკასლსა" და "რედინგში" გაატარა. საქართველოს ნაკრებში მის მიერ ჩატარებული 93 შეხვედრიდან იყო შესანიშნავი მატჩებიც, რომლებიც დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

რა თქმა უნდა, იყო ჩავარდნებიც, მაგრამ ეს სავსებით ბუნებრივია - ფეხბურთელის კარიერაში სხვანაირად არ ხდება. რაც მთავარია, "ხიზანა" პირნათელია ქართველი გულშემატკივრის წინაშე.

სულ მალე ხიზანიშვილი B კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას აიღებს და ოფიციალურად ჩაებმება "უმადური სპეციალობის" ფერხულში, სადაც წარმატებას ვუსურვებთ.

არ გვინდა, მოვლენებს წინ გავუსწროთ, მაგრამ ხიზანიშვილს ყველანაირი წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე არ დაიკარგოს. მან ხომ თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ მწვრთნელთან იმუშავა, ისინი კი სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და მენტალიტეტის, სხვადასხვა სათამაშო სტილის სპეციალისტები იყვნენ. ეჭვი არ გვეპარება, "ხიზანა" მათგან საუკეთესო თვისებებს გაითავისებდა. პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეც, არა გვგონია, ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუჭირდეს.

მოკლედ, დასრულდა შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა, მაგრამ არც დასრულდება. პირიქით, იწყება ახალი და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო ეტაპი. ამჯერად, სამწვრთნელო ასპარეზზე...

დოსიე

ზურაბ ხიზანიშვილი

დაიბადა 1981 წლის 6 ოქტომბერს, თბილისში

სათამაშო ამპლუა: მცველი

საკლუბო კარიერა

1998-99 დინამო თბ 2 (1)

1999-2000 ნორჩი დინამ. 9 (0)

2000-01 ლოკომოტივი თბ 16 (1)

2001-03 დანდი 43 (0)

2003-06 რეინჯერსი 42 (0)

2005-06 ბლექბერნი (იჯ) 26 (1)

2006-11 ბლექბერნი 36 (0)

2009 ნიუკასლი (იჯ) 7 (0)

2010 რედინგი (იჯ) 15 (0)

2010-11 რედინგი (იჯ) 22 (0)

2011-14 ქაისერისფორი 71 (1)

2014 დინამო თბ 4 (0)

2015 სამტრედია 14 (1)

2015-17 ინტერი ბ 41 (5)

სანაკრებო კარიერა

1996-97 საქართველო U17 9 (1)

1998 საქართველო U19 8 (0)

1999-2000 საქართველო U21 3 (1)

1999-15 საქართველო 93 (1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს და ფეხბურთელს ვულოცავ დღევანდელ დღეს 13 მაისს, ზურას მამის, ასევე გუშემატკივართა საყვარელი ფეხბურთელის ნოდარ ხიზანიშვილის თამადობით.
gizog
გაიხარე ზურა, ცხოვრების მეორე ეტაპიც ასევე წარმატებულად გაგატარებინოს ღმერთმა პირად ცხოვრაბაშიც და სამწვრთნელო საქმიანობაშიც.
ნამდვილი სოსო
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი თაობის უკანასკნელი მოჰიკანი წავიდა ფეხბურთიდან.კაცი,რომელსაც თავი არასოდეს დაუზოგავს ნაკრებისათვის,კარგი ფეხბურთელი,უკეთესი პიროვნება და კიდევ უკეთესი ოჯახის პატრონი. 93 მატჩი ნაკრებში სახუმარო ამბავი ნამდვიად არ არის და დიდი მადლობა მას ამისათვის.ზურა, გისურვებ ახალ ამპლუაში კიდევ უფრო დიდი წარმატებები გქონოდეს,ოჯახში კი რიცხონრივი მატება და მესამე თაობის ფეხბურთელების დაბადება.სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ქართველი ფეხბურთელი ხარ. წეღან ზაზა ფაჩულიაზე დავპოსტე და აქაც გავიმეორებ ზოგიერთის შესახებ,ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსა.არ შეიძლება ასე ხალხო,გაიგეთ რაა!კრიტიკა სხვაა და მისაღებია,მაგრამ დამსახურებული ადამიანების ასე ხელაღებით განქიქება და მათ ღვაწლზე ხაზის გადასმა,სხვასაც ხელს ააღებინებს იგივეს გაკეთებისაგან.
ბოღმებს
ამ საიტზე რომ ბოღმა კომენტარებია ეგეთი არსად არის,შემოსვლა მეზარება ხოლმე.ამდენი ნეგატივი საიდან დაუგროვდა ამგამწარებულ ხალხს?ვერაფერი თქვა ქუჩაში,სკოლაში უნივერსიტეტში ზის ახლა და აჩხაკუნებს კლავიატურას.გულს იფხანს,ზურას აძაგებს,რა ქნას პატარა კაცია
სოსო
ბოლობოლო მხვდა როგორც იქნა.
ALONZO
ფეხბურთელი იყო,კი, ერთ-ერთი 7 მილიარდთაგანი
თამაზი
უდავოდ კარგი ფეხბურთელი გახლდათ. რაც უმთავრესია, საქართველოს ნაკრებისათვის თავი არასოდეს დაუზოგავს! წარმატებებს ვუსურვებ ახალ ამპლუაში!
Eric cantona
წარმატებები ზურას.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში
ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...