საქართველოში ჩამოვიდა და უკვე სამტრედიაშია სენეგალის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველი
პირვანდელი შოკის შემდეგ "სამტრედია" მდგომარეობიდან გამოვიდა და საგარეო შეხვედრებში მოგებული მატჩებით (6-დან 6!) მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ბადალი არ ჰყავს.

გია ცეცაძის გუნდის საკადრო ცვლილებები 27 წლის რუსი მარჯვენა ნახევარმცველის, კონსტანტინ ბელოვის ჩამოყვანით არ დასრულებულა.

ბუდუ ზივზივაძის, ლაშა შერგელაშვილისა და ბაჩანა არაბულის წასვლამ ჩემპიონი დაასუსტა და გაძლიერებას სეზონის მსვლელობისას ცდილობს. "სამტრედია" ხომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს და კლუბის ხელმძღვანელობას არ სურს, რომ წინა წლების დარად, საქართველოს წარმომადგენელი პირველივე ეტაპზე ჩავარდეს. ეს ძნელი საქმე კი იქნება, მაგრამ საამისოდ პირველი ნაბიჯები უკვე იდგმება.

გუშინ მორიგი სიახლე შევიტყვეთ: საქართველოში ჩამოვიდა და უკვე სამტრედიაშია სენეგალის ნაკრებში ნათამაშები ცენტრალური მცველი, რომელიც 5 წლის განმავლობაში "მონაკოს" ფეხბურთელი იყო.

30 წლის მასამბა სამბუ სენეგალის ნაკრების ცენტრალური მცველია. ის ბოლოს საფრანგეთის რანგით მესამე ლიგის ბინადარ "სედანში" თამაშობდა. არადა, კარიერის დასაწყისში თურმე დიდ იმედებს იძლეოდა.

სამბუს შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ასევე, საყრდენ ნახევარმცველად თამაშიც. "ვიკიპედიაში" წერია, რომ დიდი ფიზიკური ძალის მქონე სენეგალელი ძალიან ძლიერია "მეორე სართულზე" და, შესაბამისად, საშიშია კუთხურების დროს. თუმცა, ხალხისთვის თავი შეტევებში ჩართვით გამოწვეული შეცდომებითაც დაუმახსოვრებია.

პირველი პროფესიული კონტრაქტი მან 2006 წელს "მონაკოსთან" (3 წლით) გააფორმა. ამ გუნდში მან 46 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო. სამბუმ "მონაკოში" დამკვიდრება ვერ მოახერხა და იჯარით ჯერ "ჰავრში" გაუშვეს, მერე - "ნანტში"...

სენეგალის ნაკრებში პირველად მან 2007 წლის 8 თებერვალს, ბენინის წინააღმდეგ (2:1) ამხანაგურ მატჩში ითამაშა. საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი "ლორიანს" 2008 წლის 12 იანვარს გაუტანა და ეს გოლი გამარჯვებისა აღმოჩნდა.

გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" სენეგალელი მცველის ამჟამინდელ სატრანსფერო ღირებულებად 350 ათას ევროს ასახელებს. თუმცა 2010 წელს მისი ფასი 1,5 მილიონი გახლდათ.

გაუფორმეს თუ არა კონტრაქტი სენეგალელს და ვიხილავთ თუ არა მას უახლოესი ტურის შეხვედრაში, ამ საკითხზე კომენტარისთვის კლუბის მმართველ დირექტორს, პაატა შალამბერიძეს დავუკავშირდით.

"მასამბა ნამდვილად ჩამოვიდა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. მას მწვრთნელები აკვირდებოდნენ. საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება", - ამბობს შალამბერიძე.

ზოგადად, "სამტრედიაში" საკადრო ცვლილებები რომ დაიწყო, ეს აშკარაა და დავინტერესდით, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ გუნდში კიდევ რამდენიმე ლეგიონერის ჩამოყვანას აპირებენ:

"ფაქტია, რომ გაძლიერება გვსურს და გავძლიერდებით კიდეც, რადგან "სამტრედიას" თამაში მარტო საქართველოს ჩემპიონატში არ მოუწევს. ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დიდი ალბათობით, სერიოზული მეტოქე გვეყოლება.

ამ შეხვედრებში კი არა მხოლოდ ერთი ქალაქი და რეგიონი, არამედ მთელი ქვეყანა უნდა წარვადგინოთ და, შესაბამისად, ღირსეულად უნდა ვითამაშოთ. ეს პროცესი სენეგალელის ჩამოყვანით დაიწყო და იმედი გვაქვს, კარგ შევსებას მივიღებთ, ყველა პრობლემურ პოზიციაზე გავძლიერდებით და ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xxx
დონეცკის შახარის მგავსად მდიდიარი პატრონი უნდა და მხოლოდ უნდა უყვარდეს ფეხბურტი ამავდროულად სხვა არაფერი უშველით
lasha dinamoeli
წარმატებები სამტრედიას მიხარია ტუ გადზლერდება დ ამითუმეტეს ევრო ტურნირზეე წარმატებით ითამაშებს შიდა ჩემპიონატში კი რაც მეტი კაი გუნდი გვეყოლება მით მეტი კაი თამაში იქნება და კონკურენციაა თამაშის ხარისხს გაზრდის
mamulo
და ამ ჩამოწერილი 350 000 ევროდ ღირებული ფეხბურთელებით გინდათ ლიგაზე მოხვედრა? და რომც მოხვდეთ მერე რა,ნებისმიერი დიდი ანგარიშით მოგიგებთ ლიგის ჯგუფში,თანაც დიდი ანგარიშით.არა მარტოსამტრედიას,არამედ ტორბედოსაც და ჩიხურასაც,თუმცა ისინი პირველივე წრიდან გავარდებიან.გაახილეთ თვალები,სხვა რეალობაა სინამდვილეში.
გოგი ქუთაისელი
ვუსურვებ სამტრედიას დიდ წარმატებებს!
gia
6 legioneri chamodis kidee rogorc vici.. wels chempioni unda gaxdes samtredia
guadua sadaxar aba ras ityvi
jer sadaris kidev naxavt ra pexburtelebi chamovlen samtrediashiiii.. dabogmilebo sadaxartt midit landzget samtrediaa...
merabs
მერაბ შარშან დინამომ გადალახა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო და მესამეზე გამოვარდა დინამო ზაგრებთან ამიტომ წინა წლების დარად რომ დაწერე უადგილოა...
levani
დაიტოვეთ, კაი ფეხბურთელია, მეორე სართულზე ორთაბრძოლაში მაგარია და აგერ კაცი მონაკოს ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები