ჭორებმა ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერი ვაკო თევდორაძე ისე გაამწარა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა
ბათუმის "დინამოსთვის" აჭარის მთავარ ქალაქში დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა - სარაგბო არენაზე ლევან ხომერიკის გუნდი ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ამჯერად, ბათუმელებმა გორის "დილასთან" წააგეს 2:3...

ძნელი სათქმელია, მსგავსი შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატში გამართულა თუ არა - ასეთი დამაინტრიგებელი და მოულოდნელი სცენარით განვითარებული თამაში ძალიან ძნელი გასახსენებელია. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთს გარიგებების სენი ისე ჰქონდა გამჯდარი, ხალხის ნაწილი დაეჭვდა - ეს თამაშიც გარიგებული ხომ არ იყოო?

აეჭვებდათ, რომ ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორედ წააგო ეგრეთ წოდებული "ტაიმბოლით" (პირველი ტაიმის მოგების მიუხედავად, გუნდი საბოლოოდ მაინც რომ მარცხდება) - ჯერ თბილისის "ლოკომოტივს" უგებდა 1:0-ს და 1:2 დამარცხდა, 10 მაისს კი გორის "დილასთან" 84-ე წუთამდე 2:0-ს უგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში 3 გოლი გაუშვა და...

მოკლედ, ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანსო, ჭორაობდა ხალხი. საბჭოთა დროიდან სტაჟიან გულშემატკივარს უთუოდ ემახსოვრება (რა დაავიწყებს?!) თბილისის "დინამოსა" და ლენინგრადის "ზენიტის" მატჩი 1984 წლის სეზონში, როცა 76-ე წუთისთვის ჩვენი გუნდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა...

დავუბრუნდეთ ბათუმურ მატჩს. თამაშის შემდეგ გულშემატკივართა ნაწილი სტადიონზე დარჩა და უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. ამის გამო ხალხთან მისვლა და დალაპარაკება ბათუმელთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სცადა. მან გარიგებასთან დაკავშირებული ხმები, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარყო.

ჭორებმა ბათუმელთა ერთ-ერთი ლიდერი ვაკო თევდორაძე ისე გაამწარა, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ვინც ყომარზე და რაღაც სისულელეებზე ლაპარაკობთ, ყველასთვის მაქვს ერთი პასუხი - თუ დაინტერესდებით, პასუხს პირადად გაგცემთ!" - წერს თევდორაძე.

რეალურად, ჭორები და ვარაუდები გვერდზე რომ გადავდოთ, ბათუმის "დინამოს" პრობლემები აქვს, მაგრამ არა ტოტალიზატორის, არამედ - საკადრო და ეს განსაკუთრებით დაცვას ეხება. ლევან ხომერიკის გუნდი ბოლო ორ შეხვედრაში ბავშვურ შეცდომებს უშვებდა. რეალურად, სწორედ ეს არის წაგების მიზეზი.

თევდორაძე "ლელოსთან" ამბობს, რომ ფეხბურთელები ჭორებმა შეურაცხყო:

"თამაშის შემდეგ ჭორებს ის ხალხი ავრცელებდა, ვისაც ფეხბურთთან რეალური შეხება არ აქვს.

ყველაზე მეტად გული იმაზე დამწყდა, რომ ნაწილს ამ ხმების მართლა სჯერა. ისეთებიც იყვნენ, რომ ყვიროდნენ, ქობულეთში დაბრუნდითო. ძლივს საკუთარ ქალაქში თამაში გვეღირსა, თანაც სასწაულ საფეხბურთო გარემოში და ამის თქმა შეიძლებოდა?!

მართალია, შინ ზედიზედ 2 თამაში წავაგეთ, მაგრამ არავინ თქვას, რომ ვინმე ამას ჩვენზე მეტად განიცდის. მკვდრები ვიყავით და ამის შემდეგ სრულიად უსაფუძვლოდ ბრალს რომ დაგდებენ, "ტაიმბოლი" ითამაშესო, გული არ გაგისკდება კაცს?! ამის თქმაც სირცხვილია.

წლების წინ ვიღაცები მართლაც მაიმუნობდნენ, ახლა კი ეროვნულ ლიგაში ამის ყველას ეშინია და როგორც ფეხბურთელს, ეს ძალიან მახარებს.

"ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტი ემოციის შედეგი იყო - კი ბატონო, გაგვაკრიტიკეთ, რადგან ამას ვიმსახურებთ, მაგრამ იმას ნუ დაგვაბრალებთ, რაც ბუნებაში არ მომხდარა და აზრად არავის ჰქონია. გამიკვირდა, ამას ლევან ხომერიკზე რომ ამბობდნენ.

ადამიანია და, შესაძლოა, რაღაცაში შეცდეს, მაგრამ ის რომ პატიოსანი კაცია, ეს ბათუმში ყველამ იცის. საერთოდაც, ნურავის ჰგონია, რომ ორიოდე ქართველი ფეხბურთელის გამო ყველას ნამუსზე აქვს ხელი აღებული. შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულება".

ბათუმელთა ნახევარმცველი აღიარებს, რომ გუნდს პრობლემები აქვს:

"ეს უკვე სხვა საკითხია და დიდი ფიქრი არ სჭირდება, რომ საქმეს რაღაცას ვაკლებთ. თავიდან კარგად რომ არ ვიყავით და ფიზიკურად გვიჭირდა, ამაზე ორი აზრი არ იყო, მაგრამ სეზონის მსვლელობისას მოვმჯობინდით და ავთამაშდით.

ამ ყველაფრის ფონზე, ბოლო ორ ტურში, მით უფრო საშინაო შეხვედრაში, მონატრებული გულშემატკივრის წინაშე წაგება ვერაფრით ამიხსნია. უკვირდათ, ბოლო წუთებზე რა შეცვლები გააკეთესო? კი, მაგრამ 2:0-ზე ვინმე წარმოიდგენდა, რომ თამაში ასე შემოგვიტრიალდებოდა? ასეთი რამ მილიონში ერთხელ ხდება და სამწუხაროა, რომ ჩვენ შეგვემთხვა.

მაინც მგონია, რომ კონცენტრაციას ვკარგავთ და ბოლო წუთებამდე არ ვიბრძვით. ეს არის ყველაფრის თავი და თავი. ასე რომ, მიზეზი ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, სხვაზე დაბრალება ადვილია".

- დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

genri diasamidze
მე არც ვფიქრობ ყუმარზე და მჯერა ყველა დინამოელის გენაცვალეტ თქვენ. ვიძახდით და მეც მათ შორის ბათუმში დავბრუნდეთ და უფრო ძლიერი შედეგი იქნება. და პირიქიტ აღმოჩნდა იმედი გაუცრუეთ უბრალო მაყურებელს ვინც უნდა იაროს ფეხბურთის სნახავად იმიტომ გუნდი მოიგებს. აბა მე რომ გულშემატკივარი ვარ ქობულეთშიც დავდიოდი აქაც ვივლი მარა შედეგი? რა ხდება წელს დაგვაკლდა ვინმე თუ ვერ შევიძინეთ ვინმე კარგი? იქნებ და მწვრთნელმა გადახედოს და გვჭირდება რაღაც. რატომ ვართ გასავარდ ზონაში? როცა უეფა გვაქვს სათამაშო ამ შედეგიტ და ხასიათით? არ ვარ ძლიერი ამ აკითხში მაგრამ ფაქტია რაღაც ხდება და ეს მე ვფიქრობ მწვრთნელია. სხვა მოვიდეს. 2-0 ლაგოდეხი გადაუკეტავს რეალს არათუ ბათუმიი დილას
Dinamo batumi
Yomari ara kvati,ubralod cudi droeba udgas dinamos,cud gormashia bichebi,moumateben da shedegic mova,mara unda vtqva mwvrtnelis bolo gadawyvetilebebi gvafiqrebs imaze ro misi ideebi amowurulia da iqneb sxva moviyvanot...
gdgdd
123, tu pexburtelebs ar misces davaleba rom unda waagon aba vis unda utxran? tamashgaredan goli ar gasula da uazro penlebit ar mougia dilas rom msajs miabralot, dila ramdenjerac moigrbs imdenjer nayidi eqnebaa?
123
ძველბიჭობას მინდორზე შენი საქმე აკეთო, ის გირჩევნია! ყომარი არ იყოო, ძაან იცი რა! შენ ვინ სად ჩაგახედებს!
Dragonfly
ლევან ხომერიკი უდაოდ კარგი ბიჭია და კარგი ადამიანი თუმცა გუნდს უფრო ძლიერი მწვრთნელი ესაჭიროება ამ ეტაპზე!
giorgi
ამ საქმის გარჩევის ტონს და "პირადად გაგცემს" გირჩევნიათ საქმეს მიხედოთ და თამაშს მოუმატოთ.. ძველი ბიჭები თუ ხართ, გადით ბირჟაზე, თუ არადა, გულშემატკივრის საყვედური ღირსეულად აიტანეთ.
sh.s.y.t.
რა პასუხი უნდა გამცე შვილო როდესაც მარტვილმა ბათუმს მოუგო აგარ დაჩირდა ბოლნისთან ქულების გაცვლა და ბოლნისმა გასვლაც მოუგო მაგრამ ბლომათ ფული ჩაიტანა ბურდულმა, ბოლო წუთებზე ლომიამ პენალი ააცილა გაზეტებიც წერენ სრული მსახიობური ნიჩი დაჭირდაო, ესე გააგდეს მაშინ ბათუმი. მე ბედნიერი ადამიანი ვარ რო ესეტ სიბინდზურეში ჩემი კლუბი არ არევა მარტივი მიზეზის გამო, მოკვეთა ფედერაციამ გარიგებულ ტამაშში არმონაცილეობის გამო
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ღირსეული საქციელი - ბათუმის "დინამოს" კაპიტანმა ვიცე ჩემპიონის მედალი უსინათლო ფანს გადასცა [VIDEO]
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:5 - ასე თუ გავაგრძელებთ, სტადიონსაც აგვიშენებენო...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2 - ღირსეული "ვეტერინარები"
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
დინამო (ბთ)-იასი 2:2 - ბათუმელთა ახალი გართობა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
არ იცით, რა არის "ელ მანდარინო"?! ინტერვიუ ვაკო თევდორაძესთან
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"