ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ინდიან უელსში სენსაციები მრავლადაა

ინდიან უელსში სენსაციები მრავლადაა

ბრძოლას მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ენდი მიურეი გამოეთიშა, რომელმაც ნაკლებად ცნობილ ამერიკელ დონალდ იანგთან წააგო
გუშინ ინდიან უელსის მასტერსზე განთესილი ჩოგბურთელები ჩაებნენ ბრძოლაში. ფავორიტების გამოჩენა მაშინვე დიდი სენსაციით აღინიშნა. ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ენდი მიურეი. ბრიტანელმა ნაკლებად ცნობილ ამერიკელ დონალდ იანგთან წააგო, თანაც ორ სეტში.

თავის დროზე, იანგმა იუნიორთა დონეზე შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, მაგრამ "დიდების" ჩოგბურთში ჩაიკარგა. ვერ ვიტყვით, რომ ამჯერად მან, როგორც იქნა, სრულად წარმოაჩინა თავისი ნიჭი, მაგრამ კარგი მატჩი გამოუვიდა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შავკანიანი ამარიკელის წარმატების მთავარი საწინდარი მიურეს უზომოდ ბევრი შეცდომა გახდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 7:6(4), 6:3.

"მე მგონი საკმაოდ შინაარსიანად ვითამაშე. მეტოქემ ვერ აჩვენა დღეს თავისი საუკეთესო ჩოგბურთი. მე ცოტას ვნერვიულობდი და რამდენიმე ორმაგი შეცდომა დავუშვი... ადრე მქონდა ასეთი სენსაციის შანსი, მაგრამ შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი. ამჯერად საკუთარ თავს ვუთხარი, რომ არ დავუშვებდი კიდევ ერთ მარცხს. კარგია, რომ ახლა მაინც შევძელი ნერვული დაძაბულობის დამარცხება", - განაცხადა მატჩის შემდეგ იანგმა.

კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი შემოგვთავაზა ხორვატმა ივო კარლოვიჩმა. მოწოდების სიჩქარის ახალი რეკორდსმენი ამჟამად რეიტინგის მესამე ასეულში იმყოფება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის მეექვსე ნომრად განთესილი დავიდ ფერერის დამარცხებაში - 7:6(3), 6:3. შესაძლოა, ესპანელის მარცხის მიზეზი ამასწინდელი ტრავმა გახდა, რომლის გამოც ფერერმა დევისის თასზე თამაში ვერ შეძლო.

ასევე ადრეულ ეტაპზე წააგეს თავიანთი მატჩები კვიპროსელმა მარკოს ბაღდატისმა და ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ, რომლებსაც ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში ვერ აქვთ.

პირველი წრიდან დატოვა ინდიან უელსის მასტერსი მოქმედმა ჩემპიონმა ივან ლუბიჩიჩმა, თუმცა მისი მარცხი მოსალოდნელი იყო. თანდათან შედის ფორმაში ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელმაც ცოტა ხნის წინ დელრეი ბიჩის ტურნირი მოიგო, შემდეგ დევისის თასზე უარი თქვა და ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსებისთვის უკეთ მოსამზადებლად ამერიკაში დარჩა. ლუბიჩიჩის წინააღმდეგ არგენტინელი თავიდან ვერ გაიხსნა და ამის გამო სამი სეტის ჩატარება დასჭირდა. ხორვატმა დაკარგა შარშანდელი გამარჯვებისთვის მოპოვებული სარეიტინგო ქულები და კლასიფიკაციაში დაახლოებით 50-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდება.

აღვნიშნავთ მამაკაცთა ტურში რაფაელ ნადალის წარმატებულ დაბრუნებას. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდა და პრობლემა არ ჰქონია რიკ დე ვიუსტის წინააღმდეგ - 6:0, 6:2. რაფას ძალიან კარგი ბადე შეხვდა - მეოთხედფინალამდე არც ერთ განთესილთან არ უწევს შეხვედრა.

მამაკაცებისგან განსხვავებით უკვე დაასრულეს მეორე წრე ქალებმა და აქაც სენსაციის გარეშე ამ ეტაპს არ ჩაუვლია. სხვათა შორის, მთავარი სენსაციის ავტორი ამჯერადაც ამერიკელი ჩოგბურთელი გახდა. 18 წლის ამერიკელმა კრისტინა მაკჰეილმა სულ ახლახანს მოიგო თავისი პირველი მატჩი პროფესიულ ტურში და ამიტომაც რუსი სვეტლანა კუზნეცოვას წინააღმდეგ აშკარა აუთსაიდერად მიიჩნეოდა.

ახალგაზრდა მასპინძელმა ნამდვილი ბრძოლა გაუმართა "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონს და გადამწყვეტ მომენტებში, როცა გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა რუსის კლასსა და გამოცდილებას, მოულოდნელად მაკჰეილმა უფრო ოსტატურად და ლაღად ითამაშა. ორივე სეტი ტაი-ბრეიკზე დასრულდა, ამასთან, კუზნეცოვამ მეორე პარტიაში სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო. სვეტლანამ ორივე ტაი-ბრეიკი წააგო - 6:7(4), 6:7(7) და მაკჰეილმა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

კუზნეცოვას თუ არ ჩავთვლით, განთესილი ჩოგბურთელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. იარმილა გროტისა (29-ე ნომერი) და ცვეტანა პირონკოვას (30) წაგებებს სენსაციად ვერ მოვნათლავთ. მხოლოდ პეტრა კვიტოვას (12) მარცხი აღმოჩნდა დიდი მოულოდნელობა. ამ ჩეხმა ჩოგბურთელმა სეზონში კარგი სტარტი აიღო და ორი ტურნირის მოგება მოასწრო, მაგრამ აქ პირველივე მატჩი დათმო თანამემამულე ბარბორა ზახვალოვასთან.

შეიძლებოდა ერთი სენსაციით მეტი ყოფილიყო უფრო ყურადღებით რომ ეთამაშა ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესს. მისი მეტოქე მარია შარაპოვა პირველ სეტში მუდმივად მდევრის როლში იყო, მაგრამ, როცა ესპანელს ერთი ნაბიჯი აკლდა გამარჯვებამდე, მოდუნდა და მარიას ზედიზედ სამი გეიმი და მასთან ერთად სეტი მოაგებინა. თუმცა მეორე სეტში ანაბელი ბოლომდე კონცენტრირებული იყო, ერთი მატჩბოლი მოიგერია და ტაი-ბრეიკზე გაათანაბრა ანგარიში. გადამწყვეტ სეტში რუსს უკეთესი განწყობა ჰქონდა და მეტოქე გაანადგურა - 6:1. თამაში ზუსტად სამი საათი გაგრძელდა.

ქალთა ტურნირის მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, კიმ კლაისტერსისა და კაროლინ ვოზნიაცკის დაპირისპირება იქნება, რომლებიც მთავარი პრიზის გარდა რეიტინგის პირველი პოზიციისთვის იბრძვიან. მართალია, ვოზნიაცკი ამჟამად პირველზეა, მაგრამ კლაისტერსი უკეთეს სიტუაციაში იმყოფება, რადგან დანიელს 700 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი (შარშან მან ფინალამდე გააღწია), ბელგიელს - მხოლოდ 80. ასე რომ, კაროლინმა ტურნირი უნდა მოიგოს, რომ კლასიფიკაციაში ქულათა მარაგი შეივსოს, ბელგიელს კი ამისთვის მეოთხე წრეში გასვლაც ეყოფა.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 645 000 დოლარი

I წრე

ჟულიენ ბენეტო (საფ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:4, 6:4; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 7:6, 6:4; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ფაბიო ფონინი (იტა) 5:7, 6:2, 6:4; იგორ ანდრეევი (რუს)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:4, 6:7, 6:4; რაიან ჰარისონი (აშშ)-ჟერემი შარდი (საფ) 6:7, 7:6, 6:3; ანდრეი გოლუბევი (ყაზ)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:2, 6:1; სანტიგო ხირალდო (კოლ)-დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ) 6:4, 6:7, 6:3; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:2, 6:3; პაბლო კუევასი (ურუ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:5, 6:3; ფლორან სერა (საფ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:4, 6:7, 7:6; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 6:2, 7:5; რიკარდო მელო (ბრა)-რუბენ რამირეს იდალგო (ესპ) 6:4, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:2, 7:6; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-დასტინ ბრაუნი (იამ) 6:4, 7:5; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-კრის გუჩიონე (ავსტრა) 3:6, 6:3, 6:2; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-როჰან ბოპანა (ინდ) 6:7, 7:6, 6:4.

II წრე

ტომი რობრედო (ესპ, 25)-მიშა ზვერევი (გერ) 6:3, 3:6, 7:5; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9)-რიჩარდას ბერანკისი (ლიტ) 7:5, 2:0 უარი; ალბერტ მონტანიესი (ესპ, 23)-იარკო ნიემინენი (ფინ) 7:6, 2:6, 7:6; სომდევ დევარმანი (ინდ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ, 19) 7:5, 6:0; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 14) 5:7, 6:4, 6:2; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 20)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:4, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ)-დავიდ ფერერი (ესპ, 6) 7:6, 6:3; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 32)-ტიმ შმიჩეკი (აშშ) 2:6, 6:2, 7:6; ჟილ სიმონი (საფ, 28)-რაინერი შუტლერი (გერ) 6:3, 7:6; დონალდ იანგი (აშშ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 5) 7:6, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-რიკ დე ვიუსტი (ს. აფრ) 6:0, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 11)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:4, 6:4; სემ კუერი (აშშ, 21)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 6:4, 6:4; ქსავიე მალისე (ბელ)-ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 15) 7:6, 7:5; რაიან სვიტინგი (აშშ)-ხუან მონაკო (არგ, 27) 6:1, 0:6, 6:1; რობინ სიოდერლინგი (შვედ, 4)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:3, 7:6.

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

II წრე

კიმ კლაისტერსი (ბელ, 2)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:2, 6:0; ვერა ზვონარევა (რუს, 3)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 6:3, 7:6(4); ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5)-ჟუჟანა ონდრაშკოვა (ჩეხ) 6:2, 6:0; ელენა იანკოვიჩი (სერ, 6)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:2, 6:1; შაარ პეერი (ისრ, 10)-ბეტანი მატეკი (აშშ) 4:6, 7:6(5), 6:3; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 12) 3:6, 6:2, 7:5; კაია კანეპი (ესტ, 14)-ხისელა დულკო (არგ) 3:6, 6:2, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 2:6, 6:3, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-ანასტასია სევასტოვა (ლატ) 6:2, 7:5; ანა ივანოვიჩი (სერ, 19)-კიმიკო დატე (იაპ) 6:4, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 21)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 7:6(8), 7:5; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 23)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:4, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 25)-სანია მირზა (ინდ) 6:3, 6:3; სარა ერანი (იტა)-იარმილა გროტი (ავსტრა, 29) 7:5, 4:6, 6:2; ალიზ კორნე (საფ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 30) 7:5, 3:6, 6:2; ჯულია გორჯესი (გერ, 32)-სიბილ ბამერი (ავსტრია) 6:1, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:3, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 4)-ლაურა პოუს-ტიო (ესპ) 6:2, 6:2; შუაი პენგი (ჩინ)-ნა ლი (ჩინ, 7) 4:6, 6:3, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 9)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 7:6(5), 6:4; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11) 7:6(4), 7:6(7); ფლავია პენეტა (იტა, 13)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:4, 3:6, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 16)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 7:5, 6:7(3), 6:1; ნადია პეტროვა (რუს, 18)-სოფია ანდერსონი (შვედ) 6:4, 7:6(3); არავან რეზაი (საფ, 20)-შუაი ჟანგი (ჩინ) 7:6(5), 6:0; ალისა კლეიბანოვა (რუს, 22)-აგნეს შავაი (უნგ) 6:3, 7:5; მარია კირილენკო (რუს, 24)-ანა ჩაკვეტაძე (რუს) 6:2, 1:3 უარი; დინარა საფინა (რუს)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 26) 7:6(2), 6:4; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ, 27) 4:6, 6:4, 6:4; მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ, 28)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 7:5, 6:0; ურსულა რადვანსკა (პოლ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 31) 6:3, 5:7, 6:2.

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა