მეოთხედფინალების კონტურები იკვეთება
აშშ-ის ნაკრები აგრძელებს ბრძოლას პირველი ადგილისთვის რუსეთის ნაკრებთან. დიდი ალბათობით, A ჯგუფის გამარჯვებული ბოლო ტურში სწორედ ამ გუნდების მატჩში გაირკვევა.

მეექვსე ტურში ამერიკელებმა გაანადგურეს სლოვაკეთი, რომელმაც მხოლოდ პერიოდნახევარი იბრძოლა. 31-ე წუთზე გერნატმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და თითქოს, თავის გუნდს შანსი მისცა. მაგრამ, მეორე პერიოდის ბოლოს, ამერიკელებმა სწრაფად მოამთავრეს საქმე, როცა გოდრომ კარის უკნიდან შესანიშნავი პასი მისცა დვორაკს, შემდეგ კი ტრაუბამ გაიტანა შთამბეჭდავი გოლი - ოთხი მოთამაშე მოატყუა და ახლო კუთხეში შეაცურა შაიბა. მესამე პერიოდში ამერიკელებმა, უბრალოდ, ბოლო მოუღეს დემორალიზებულ მეტოქეს.

ისედაც ძლიერმა შვედეთის ნაკრებმა კიდევ ორი ვარსკვლავი დაიმატა - ჰენრიკ ლუნდკვისტი და ნიკლას ბექსტრიომი. "რეინჯერსის" ვარსკვლავი მეკარე ნაკრებში თავის უმცროს ძმას ჯოელ ლუნდკვისტს შეუერთდა, რომელიც "ფრიოლუნდაში" თამაშობს. როგორც ირკვევა, ძმებს 12 წელია ერთად არ უთამაშიათ.

როგორც ჩანს, ჯოელს ისე გაუხარდა ძმასთან შეხვედრა, რომ მესამე წუთზე გაუტანა დანიას. მეორე პერიოდში ბექსტრიომმაც შეგვახსენა თავი - მისი პასით ნიულანდერმა დუბლი შეასრულა. ამ მომენტისთვის, ტაბლოზე 3:0 ეწერა და ნერვულ დასასრულს არაფერი მოასწავებდა.

მაგრამ, დანიელებმა შეძლეს გაბრძოლება - მადსენმა და ლაურიდსენმა ორჯერ გაუტანეს ლუნდკვისტს. და როცა სიტუაცია თითქოს დაიძაბა, საქმეში ბექსტრიომი ჩაერთო - მისმა გოლმა გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნა. შვედეთმა რუსეთთან და აშშ-სთან ერთად გაინაღდა A ჯგუფიდან მეოთხედფინალში თამაში.

ფრანგები ძალიან თამამად არიან საშინაო ჩემპიონატზე - მოუგეს ფინეთს, უგებდნენ კანადას და ახლა, ჩეხეთის დამარცხებაც მოინდომეს. პირველ პერიოდში ისინი არაფერში ჩამოუვარდებოდნენ ფავორიტს და ერთადერთი გოლი რიცხობრივ უმცირესობაში გაუშვეს.

მეორე პერიოდის დასაწყისში, სტეფან და კოსტამ სწრაფად გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მასპინძლები დააღალატა მეკარე არდიმ. მან იოლი გოლი გაუშვა რჟეპიკის შორეული დარტყმის შემდეგ, ვერ მოასწრო რუტას გასროლაზე რეაგირება, რასაც მესამე სულელური გოლი მოჰყვა იმავე რჟეპიკისგან. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და ამ წაგების შემდეგ, ფრანგების მეოთხედფინალში გასვლის შანსები მიზერული გახდა.

კანადის დამარცხების შემდეგ, შვეიცარიელებმა საკუთარი უძლეველობა ირწმუნეს და პირველ ტაიმში ფინელებს ცუდი დღე აყარეს - ჰერცოგმა ანგარიში გახსნა მას შემდეგ, რაც ფინეთმა ვერაფერი შექმნა ორწუთიანი რიცხობრივი უპირატესობისას, ხოლო ჯენაცის გოლის შემდეგ, "სუომიმ" მეკარე გამოცვალა.

შვეიცარიას კარგი შანსი ჰქონდა, საბოლოოდ მოეღო ბოლო მეტოქისთვის, მაგრამ "ხუთი სამზე" უპირატესობა ვერ გამოიყენა. ეს ყველაფერი ძვირად დაუჯდა ამ გუნდს. ფინელთა ახალმა მეკარემ სიატერიმ ბრწყინვალედ ითამაშა, მისმა პარტნიორებმა კი დაალაგეს თამაში რიცხობრივ უპირატესობაში.

ჰიეტანენმა პირველი პერიოდის ბოლოს გაიტანა, რანტანემა კი მესამე პერიოდის შუაში. ოვერტაიმში ყველაფერი გადაწყვიტა ფინელთა ლიდერების ინდივიდუალურმა ოსტატობამ - ფილპულამ დააბრუნა თავისი გუნდი მეოთხე ადგილზე.

A ჯგუფი

სლოვაკეთი-აშშ 1:6

0:1, 1:3, 0:2

გოლები: 0:1 კელერი-5 (ა. ლი-3, სკიეი-1), 0:2 გოდრო-5 (ჰეიესი-1), 1:2 გერნატი-2 (ჰუდაჩეკი-1, დრავეცკი-4), 1:3 დვორაკი-1 (გოდრო-3), 1:4 ტრაუბა-1, 1:5 გოდრო-6 (ჰეიესი-2), 1:6 ა. ლი-4 (აიკელი-4, ჰანიფინი-2).

დანია-შვედეთი 2:4

0:1, 0:2, 2:1

გოლები: 0:1 ჯ. ლუნდკვისტი-1 (კრიუგერი-2, ერიქსონ ეკი-2), 0:2 ვ. ნიულანდერი-3 (კლინგბერგი-2, ლინდბერგი-1), 0:3 ვ. ნიულანდერი-4 (ბექსტრიომი-1), 1:3 მორ. მადსენი-2 (ელერსი-3), 2:3 ლაურიდსენი-1 (ელერსი-4, რეგინი-1), 2:4 ბექსტრიომი-1 (კლინგბერგი-3, ვ. ნიულანდერი-5).

თ მ ომ ოწ წ შ ქ

1. აშშ 6 5 0 0 1 26:11 15

2. რუსეთი 5 4 1 0 0 27:5 14

3. შვედეთი 6 4 0 1 1 25:11 13

4. ლატვია 5 3 0 0 2 11:9 9

5. გერმანია 6 2 1 1 2 16:20 9

6. დანია 6 0 2 0 4 11:22 4

7. სლოვაკეთი 6 0 1 2 3 10:24 4

8. იტალია 6 0 0 1 5 6:30 1

B ჯგუფი

საფრანგეთი-ჩეხეთი 2:5

0:1, 1:2, 1:2

გოლები: 0:1 პასტრნაკი-1 (ჰორაკი-2, ვორაჩეკი-5), 1:1 ს. და კოსტა-6 (ფლერი-2), 1:2 რჟეპიკი-2 (კუნდრატეკი-2), 1:3 რუტა-1 (ჩერვენკა-3), 1:4 რჟეპიკი-3 (კემპნი-1), 2:4 რუსელი-3, 2:5 ზოგორნა-1 (ჰორაკი-3).

შვეიცარია-ფინეთი 2:3

2:1, 0:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ჰერცოგი-3 (რიხარდი-3, უნტერზანდერი-5), 2:0 ჯენაცი-1 (ლოფელი-4), 2:1 ჰიეტანენი-2 (სავინაინენი-2, აჰო-5), 2:2 რანტანენი-2 (ლაიუნენი-2, აჰო-6), 2:3 ფილპულა-2 (სავინაინენი-3, ჰიეტანენი-1).

თ მ ომ ოწ წ შ ქ

1. კანადა 5 4 0 1 0 22:8 13

2. ჩეხეთი 6 3 2 0 1 22:11 13

3. შვეიცარია 6 2 2 2 0 19:13 12

4. ფინეთი 6 2 2 1 1 18:17 11

5. ნორვეგია 5 2 0 2 1 10:10 8

6. საფრანგეთი 6 1 2 0 3 19:18 7

7. ბელარუსი 6 1 0 1 4 11:24 4

8. სლოვენია 6 0 0 1 5 12:32 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიშა63
რაღა დროს ეს ინფორმაციაა ???
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა