26 წლის ფეხბურთელი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ყენიამ თბილისის "ლოკომოტივთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ლევან ყენია თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას დაიცავს

როგორც ჩანს, 26 წლის ნახევარმცველმა მშობლიურ კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მიიღო. მანამდე მან გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა, სადაც ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა, მომავალ კლუბზე კი არაფერი უთქვამს.

"ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს მცირე ცვლილებით გთავაზობთ.

ყენია ისეთ ასაკშია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მისი კვლავ უნდა ეიმედებოდეს. ის "მიხეილ მესხზე", თბილისის "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" მატჩის დროს ვნახეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით...

- პირველ რიგში, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა გკითხოთ...

- ჯერაც არ ვიცი, როდის შევძლებ მინდორზე დაბრუნებას. ახლა სარეაბილიტაციო პერიოდი მაქვს. ზუსტად ვადებს ჯერ ვერ გეტყვით. იმედია, მალე შევძლებ დაბრუნებას.

- კარგად მიდის მკურნალობა?

- გერმანიაში ვმკურნალობ. შესანიშნავი პირობებია...

- მოვლენებს, ალბათ, არც დააჩქარებთ...

- არა, არავითარ შემთხვევაში! მინდორზე მაშინ გავალ, როცა ბოლომდე ჯანმრთელი ვიქნები.

მთავარია, ტრავმას საბოლოოდ დავაღწიო თავი. საქართველოში ჩამოვედი იმისთვის, რომ მონატრებული ხალხი მოვინახულო, ცოტა დავისვენო... ყველას ენატრება სამშობლო და მეც ასე ვარ...

- ბოლო წლებში იმდენი რამ გადაიტანეთ, ცოტა საკვირველიც კია, როგორ უძლებთ ამდენს...

- აი, "გაძლება" არის ზუსტად ის სიტყვა, რასაც მე ვაკეთებ, მაგრამ სხვა გზა არ არის. მჯერა, შევძლებ ისე დაბრუნებას, როგორც მე მინდა, რომ დავბრუნდე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

LIVE
ვისაც არ გადაგიტანიათ ეს ტრავმა და არიც ეს რაა ირონია იქნებ გვერდზე გადადოთ რაც შეეხება დაბრუნებას და იმედებს ამის არანაირი შანსი არ არის ვერ დაბრუნდება ისეთი ყენია ვერასდროს როგორიც გვახსოვს კარიერის დასაწყისში სულ რომ გამოჯამრთელდეს რისი შანსიც პრაქტიკულად არ არსებობს ამ ტრავმას საშინელი სინდრომი აქვს და ყოველთვის მოერიდება ორთაბრძოლაში შესვლას და შიში მოედანზე ფეხბურთელს ხელს უშლის ტრავმაზე მეტად საქართველოს ჩემპიონატს ითამაშებს შეიძლება უცხოეთის დაბალი ლიგებიც გაქაჩოს მაგრამ ის ვერასდროს დაბრუნდება რაც გვახსოვს
55555
როგორ მეიმედებოდა ეს ბიჭი,ოქრიაშვილი,მაგრამ როგორი პერსპექტიულებიც იყვნენ ისეთივე პერსპექტიულებად ბერდებიან.ღმერთმა ჯამრთელები ამყოფოთ.
999999999
ჩვენია ხატია სამშობლო-გისურვებ წარმატებას,მთავარია რწმენა,თქვენს უკან ახალგაზრდები დგას,იგულისხმება 18-20 წლის ბიჭები.
gizog
ლევან გაიხარე, ყველაფერი წინ არის, მთავარია ფარ-ხმალი არ დაყარო, წინ კიდევ ბევრი საბრძოლია ევროპაშიც და საქართველოსთვისაც. მალე გამოჯანმრველებას გისურვებ, გფარავდეს უფალი. გელოდებით მწვანე მინდორზეეეეე
სოსო
ლევანი დაბრუნდა,ლევანი მოედანს დაუბრუნდება და ლევანი ისე ითამაშებს,როგორც მხოლოდ მას შეუძლია.აი მაშინ ზოგს რომ უკვირს,ეს კიდევ თამაშობსო,აალაპარაკებს,აუჰ,რა მაგრად თამაშობსო.
ehhh
ეს კიდე ტამაshობს
ქუთაისელი
ლევან, ბევრი ვართ გულშემატკივრები, რომლებსაც სწამს რომ დაბრუნდები! ღმერთმა გამოგაჯანრთელოს!
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები