"ლოკომოტივის" ნახევარმცველმა კლუბის ვებგვერდზე საკუთარი ბლოგი გამოაქვეყნა
თბილისის "ლოკომოტივის" ვებგვერდზე საინტერესო სიახლე დანერგეს. გუნდის ნახევარმცველმა ნიკა ჭანტურიამ საკუთარი ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც "ლელოზე", სტიმულსა და მაყურებლის ფაქტორზე საინტერესო რამ დაწერა...

"ფეხბურთელობა არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც დონე მაღალი არ არის და ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად ორმაგი ძალისხმევა სჭირდებათ. ჩემი ბლოგის მთავარი მიზანი ქართული ფეხბურთით და ჩვენი გუნდის ყოველდღიურობით დაინტერესებული ადამიანებისა და გულშემატკივრებისთვის არსებული სიტუაციის ახლოს გაცნობაა...

ფეხბურთელისთვის ყველაზე ძნელი იძულებითი დასვენებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდს სჭირდები. სწორედ ეს გრძნობა მქონდა 5 მაისს ბათუმში, როცა "დინამოს" წინააღმდეგ "ლოკომოტივმა" სავსე ტრიბუნების წინაშე ითამაშა.

გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დავეხმარე, მაგრამ ურთულესი მატჩი მოვიგეთ, რამაც უზომოდ გამახარა. იმდენად მაგარი საფეხბურთო საღამო გამოვიდა, ძალიან დამწყდა გული, რომ ვერ ვითამაშე. მინდოდა, ამ ლამაზი სანახაობის მონაწილე მეც ვყოფილიყავი", - წერს ჭანტურია და იქვე საკუთარ კონდიციებზეც ამახვილებს ყურადღებას:

"მიხარია, რომ გუნდს დადებითი შედეგის მიღწევაში მეც დავეხმარე. წელს ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე გასულ სეზონებში, რადგან ტრავმისა და უთამაშებლობის გამო ცუდი პერიოდი გამოვიარე.

ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და ნდობაა. მეც ვცდილობ, საკუთარი თამაშით ეს ნდობა გავამართლო. გაზეთ "ლელოს" ვერსიით, ტურის სიმბოლურ გუნდში ორჯერ მოვხვდი, რაც დამატებითი სტიმულია.

ვთვლი, რომ ფეხბურთელი ყოველთვის გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს. თბილისის "დინამოსთან" ძირითადში ვერ მოვხვდი, მიუხედავად იმისა, რომ მზად ვიყავი და თამაში პირველივე წუთიდან მინდოდა. მოედანზე მეორე ტაიმში შევედი, მაშინ, როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.

დამწყდა თუ არა გული მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე? კი, მაგრამ ზუსტად გავუგე, რადგან "ლოკომოტივის" მთავარი სიძლიერე გუნდურობასა და ერთსულოვნებაშია...

მიმდინარე სეზონში ჩვენი კარგი შედეგის მთავარი განმაპირობებელი სწორედ ერთიანობაა. გიორგი დევდარიანმა ჩვენი მოტივირება და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება შესანიშნავად მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და თამაშის ამბიცია ყველა მათგანს აქვს, მწვრთნელი ცდილობს, გამოსავალი ისე იპოვოს, რომ გუნდის ინტერესები არ დააზიანოს და საუკეთესო შედეგიც გვქონდეს.

გასულ წლებში, "ლოკომოტივი" მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოდა, არადა, ამის ამბიცია გვქონდა. წლეულს, ამბიციასთან ერთად, შედეგიც მოვიდა. რა თქმა უნდა, ახლა აღარც ეს გვაკმაყოფილებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პერიოდი გუნდის დიდი წარმატების დასაწყისია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
გაიხარე ნიკა, სულ წარმატებებს გისურვებ.
merab
წარმატებას გისურვებთ, ნამდვილად საუკეთესო მწვრთნელი გაყვთ და სპორტსმენებიც მაქსციმალურად ცდილობთ შედეგის დადებას...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა