სერია A. XXIX ტური: მილანის "მილანსა" და "ინტერს" ფეხი დაუცდათ, "ნაპოლი" და "უდინეზე" კი სტუმრად დაფრინავენ
იმდენი რამეა მოსაყოლი, რომ არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ - ლიდერმა საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთან დაკარგა ქულები, ამით მისმა უახლოესმა მდევარმა ვერ ისარგებლა, დედაქალაქურ დერბიში ნომინალურმა მასპინძელმა იძალა, "უდინეზემ" კი მეორე იტალიური კუნძულიც აიღო და კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება გამოჭედა. თავიდან დავიწყოთ და ორიოდე სიტყვა "ინტერის" "ბრეშასთან" წაფორხილებაზე ვთქვათ...

მილანური გრანდი სამი ქულის ასაღებად ესტუმრა ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს, მაგრამ მხოლოდ ფრეს გამორჩა. წინა მიმოხილვაში აღვნიშნეთ, რომ მას შემდეგ, რაც ჯუზეპე იაკინი ჩაუდგა "ბრეშას" სათავეში, გუნდი ცოცხალი თავით არ აგებს. თუმცა, ვერც იგებს და ამის გამო, სატურნირო მდგომარეობა კვლავაც მძიმე აქვს. არადა, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე რომ ანდრეა კარაჩოლოს თერთმეტმეტრიანი გაეტანა, "ბრეშა" სამ ქულას ჩაიწერდა აქტივში. დიახ, ჟულიო სეზარმა იძალა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, ანგარიში კი სტუმრებმა გახსნეს - შეხვედრის მე-18 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ვესლი სნეიდერმა კუთხური ჩააწოდა, ანდრეა რანოკიას თავური დარტყმის შემდეგ სამუელ ეტოომ შეუცვალა ბურთს მიმართულება და მეტოქის კარში მოათავსა. ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, რომელთა აღწერა შორს წაგვიყვანს, გამათანაბრებელი გოლი კი მასპინძლებმა შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გაიტანეს - ისევ კუთხური და დაახლოებით ანალოგიური სურათი: საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ, ბურთი პირდაპირ კარაჩოლოს დააჯდა თავზე და მანაც ზუსტი დარტყმით ჟულიო სეზარი უშანსოდ დატოვა. კარაჩოლოს რომ გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, ზემოთ ვთქვით - საბოლოოდ კი ფრე, 1:1.

უახლოესი მდევრის წაფორხილებით ვერ ისარგებლა "მილანმა" და საკუთარ მოედანზე "ბარის" გაუყო ქულები. აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ შეხვედრის საბოლოო რეზულტატზე მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებმა მოახდინა გავლენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ორი გოლი არ ჩაუთვალა: ერთხელ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მეორეჯერ კი ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ხელით თამაში შენიშნა.

განსაკუთრებით საკამათო სწორედ მეორე შემთხვევა გახლდათ, რადგან შვედმა უფრო მხრით გაისწორა ბურთი, ვიდრე ხელით. ასეა თუ ისე, "მილანმა" მხოლოდ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და ისიც მაშინ, როდესაც უკვე კაცნაკლული იყო მოედანზე. შეხვედრის უდავო "გმირმა" რეფერიმ იბრაჰიმოვიჩი გააძევა მოედნიდან, ვინც მეორე ყვითელი ბარათი არასპორტული საქციელისთვის მიიღო - ზლატანმა ხელი ჩაარტყა მეტოქე მცველს და ძირს დაანარცხა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც შეეძლო არბიტრს სხვა გადაწყვეტილების მიღება, რადგან დარტყმა მეტისმეტად მსუბუქი იყო, "ბარის" უკანახაზელმა კი ვარდნა აშკარად გააფორმა. აი, გოლი კი მართლაც ეფექტური გამოუვიდათ სტუმრებს - საჯარიმო გაითამაშეს ორიგინალურად, რუდოლფი შეატოვეს აბიატის პირისპირ და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მასპინძელთაგან ანტონიო კასანო გამოირჩა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში - მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით დაჰკრა ბურთს ფეხი და შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 1:1.

რომაულ დერბიში უფრო მოტივირებული "ლაციო" ჩანდა, თითქოს უკეთაც უტევდნენ ნომინალური სტუმრები და უფრო აზრიანადაც ბურთაობდნენ, მაგრამ გოლები სწორედ მათ კარში გავიდა. ეს ყველაფერი კი ფრანჩესკო ტოტის დამსახურებაა, რომელმაც ერთი რიგითი ჯარიმა გოლად აქცია და შემდეგ თერთმეტმეტრიანიც ზუსტად გამოიყენა. "რომას" კაპიტანი განსაკუთრებით აქტიური მეორე ტაიმში გახლდათ - გარდა გატანილი გოლებისა, არაერთხელ წამოაგო პროვოკაციაზე მეტოქე უკანახაზელები და დიდწილად სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ "ლაციომ" თამაში ცხრა ფეხბურთელით ჩაამთავრა. სტეფან რადუმ და კრიასტიან ლედესმამ ემოციები ვერ მოთოკეს, ერთმა თავი ჩაარტყა მეტოქეს, მეორემ კი ხელი უთავაზა. უკანასკნელი წუთები გლადიატორთა ბრძოლას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფეხბურთს და არბიტრს რომ ყველა ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინა, კიდევ არაერთ ფეხბურთელს მოუწევდა მოედნის დატოვება. ნამატჩევს ტოტი მედიის ყურადღების ცენტრში გახლდათ და აქვე, მის კომენტარს გავეცნოთ:

"ასეთ თამაშში ემოციების მოთოკვა რთულია და სიმართლე გითხრათ, მესმის კიდეც "ლაციოს" ფეხბურთელების. ჩემი მხრიდან არავითარი პროვოკაცია არ ყოფილა და არაფრისგან ნუ შექმნით სკანდალს. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. დღეს დავრწმუნდით, რომ ეს შეგვიძლია და გაჩერებას არ ვაპირებთ".

ჩემპიონთა ლიგაზე ჩამოვარდა სიტყვა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "უდინეზემ" შეაბიჯა ოთხეულში. ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო, რადგან ფრიულელები ფანტასტიურ ფეხბურთს თამაშობენ და ამის ნათელი დადასტურება "კალიარისთან" გამართული გასვლითი პაექრობა გახლდათ. "უდინეზემ" ოთხი უპასუხო ბურთი "მიართვა" მეტოქეს და უდინეში სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა. არადა, სარდინიელები საკუთარ მოედანზე როგორც წესი, კარგად თამაშობენ და იქ მათი დამარცხება ურთულესი საქმეა. როგორც ჩანს, არა ფრიულელებისთვის, რომლებმაც მორიგი საფეხბურთო სპექტაკლი დადგეს. ორი გოლი ანტონიო დი ნატალეს ანგარიშზეა, ერთი ანექსის სანჩესის, ერთიც ბენეტიამ გაიტანა და ესეც საბოლოო რეზულტატი, 0:4.

შეგახსენებთ, რომ "უდინეზემ" სიცილიელთა მთავარი გუნდიც გაანადგურა მისსავე მოედანზე და თანაც, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით, 7:0. ფაქტია, რომ ფრანჩესკო გვიდოლინის გუნდს გასვლაზე თამაში შესანიშნავად გამოსდის. პირველი ნახევარი საათის განმავლობაში, "კალიარი" დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობდა და ფრთხილად უტევდა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასე "მოწიწებით" "უდინეზეს" კარს ვერ აიღებდა - ტაიმის უკანასკნელ წუთებზე დიდი ძალებით გადავიდა მეტოქის ნახევარზე და დაისაჯა კიდეც. მართალია, სტუმრებმა პირველი გოლი კუთხურიდან გაიტანეს, მაგრამ ზოგადად, კონტრშეტევებითYგატეხეს მეტოქე. "უდინეზეს" მთავარი იარაღი სწორედ კონტრიერიშებია, ამ საქმის უბადლო ოსტატები კი ანტონიო დი ნატალე და ალექსის სანჩესი არიან. თუ ასე გააგრძელეს უდინელებმა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

ბოლოს, "იუვენტუსის" "პროგრესის" შესახებ უნდა ვთქვათ - ზედიზედ სამი წაგებული შეხვედრის შემდეგ, ლუიჯი დელ ნერის გუნდმა ქულა აიღო. ჩეზენაში ორი "ბიანკონერის" დაპირისპირება შედგა და ფრედ დასრულდა. ტურინელთაგან ალესანდრო მატრიმ გამოიჩინა თავი და დუბლი მიითვალა აქტივში, რაც დიდწილად მისი პარტნიორის და სეხნიის, ალესანდრო დელ პიეროს დამსახურება გახლდათ. "პინტურიკიო" შესანიშნავი პასებით ამარაგებდა ახალგაზხრდა თანაგუნდელს და ამად იყო, სტუმრები ორი ბურთის უპირატესობით რომ დაწინაურდნენ. სამაგიეროდ, ტურინელთა უკანა ხაზი ჩავარდა და მოპოვებული ფორა ქარს გაატანა - ხიმენესის ზუსტ თერთმეტმეტრიანს, პაროლომ მიაყოლა შედეგიანი დარტყმა და 2:2. დელ ნერის თქმით, კრიტიკა, სტვენა და ცინიზმი სულ მალე ტაშით, ქებით და დიდებით შეიცვლება. ვნახოთ...

ბრეშა-ინტერი 1:1

ბრეშა (3-5-1-1): არკარი - ბეგა, ძობოლი, ძებინა - ძამბელი (61. ედერი), ბერარდი (26. დაპრელა), ჰეტემაი, ვასი (83. ლანცაფამე), კონე - დიამანტი - კარაჩოლო.

ინტერი (4-2-3-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, რანოკია, ლუსიო (65. კორდობა), ნაგატომო (78. მატერაცი) - სტანკოვიჩი, ძანეტი - პანდევი, სნეიდერი, ეტოო - პაცინი (70. ხარჯა).

გოლები: 0:1 ეტოო (63), 1:1 კარაჩოლო (85).

გაფრთხილება: ძებინა, კონე, ჰეტემაი, დაპრელა - მაიკონი.

გაძევება: კორდობა (89) - კარაჩოლო (90).

გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 11-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(7)-13(7); ბურთის ფლობა: 41%-59%.

მაყურებელი: 20 000

ჩეზენა-იუვენტუსი 2:2

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - სანტონი (80. ჩეკარელი), პელეგრინო, ფონ ბერგენი, ლაურო - კაზერტა (52. მალონგა), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი (73. როზინა) - ბოგდანი.

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, ტრაორე - კრასიჩი (46. გრიგერა), აკვილანი, მარკიზიო, პეპე - დელ პიერო (67. მარტინესი), მატრი (77. იაკვინტა).

გოლები: 0:1 მატრი (19), 0:2 მატრი (35), 1:2 ხიმენესი (41-პენ.), 2:2 პაროლო (80).

გაფრთხილება: ლაურო, ხიმენესი - ბუფონი, ბონუჩი, აკვილანი.

გაძევება: მოტა (43).

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-6; კარში დარტყმა: 11(7)-12(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 15 000

მილანი-ბარი 1:1

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ვან ბომელი, გატუზო (81. ზეედორფი), მერკელი (46. ემანუელსონი) - რობინიო (56. კასანო) - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო (46. რინალდი), გლიკი, როსი, ბელმონტე - კოდრეა, ალვარესი (61. ჰუსეკლეპი), ალმირონი, ბენტივოლიო - გეზალი, რუდოლფი (68. კოპუნეკი).

გოლები: 0:1 რუდოლფი (39), 1:1 კასანო (82).

გაფრთხილება: ნესტა, იბრაჰიმოვიჩი - ჟილე, როსი, ბენტივოლიო.

გაძევება: იბრაჰიმოვიჩი (74).

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 17-8; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 17(7)-7(3); ბურთის ფლობა: 72%-28%.

მაყურებელი: 68 000

რომა-ლაციო 2:0

რომა (4-3-1-2): დონი - ჟუანი, მექსე, ნ. ბურდისო, რიისე - პიზარო, დე როსი, პეროტა - მენეზი (57. ტადეი) - ტოტი (90. კასტელინი), ვუჩინიჩი (82. სიმპილისიო).

ლაციო (4-2-3-1): მუსლერა - ლიხტშტაინერი, ბიავა, სტენდარდო, რადუ - მათუზალემი, ლედესმა - ერნანესი (83. კოზაკი), სარატე (76. მაური), სკული - ფლოკარი (83. ბროკი).

გოლები: 1:0 ტოტი (70), 2:0 ტოტი (90-პენ.)..

გაფრთხილება: პიზარო, დე როსი, ვუჩინიჩი, ტოტი - ლიხტშტაინერი.

გაძევება: რადუ (87), ლედესმა (90).

გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 18-18; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 4(2)-6(1); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 37 000

კალიარი-უდინეზე 0:4

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ლაძარი (85. ლანერი), კონტი, ნაინგოლანი - კოსუ - რაგაცუ (57. მისიროლი), აკვაფრესკა.

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა, დომიცი - ისლა, პინცი, ასამოა, ინლერი, არმერო (72. პასკუალე) - დი ნატალე (84. დენისი), სანჩესი (80. აბდი).

გოლები: 0:1 ბენეტია (43), 0:2 სანჩესი (44), 0:3 დი ნატალე (48), 0:4 დი ნატალე (53).

გაფრთხილება: ასტორი, კონტი, კოსუ (კალიარი).

გაფრთხილება: 3-0; კუთხური: 7-9; ჯარიმა: 9-11; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 7(2)-7(6); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 11 000

კატანია-სამპდორია 1:0

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი - სპოლი, ალვარესი (53. ლიამა), სილვესტრი, მარკეზე - კარბონი, ლოდი - რიკიუტი, გომესი (46. შელოტო), ბერგესიო - მაქსი ლოპესი (77. ლედესმა).

სამპდორია (3-5-1-1): კურჩი - ძაური, ვოლტა, ვიდალი - ლეჟკო (63. კომანი), მანინი, დესენა, პოლი (79. ბიაბიანი), ტისონე - გუბერტი (46. ციგლერი) - მაკარონე.

გოლი: 1:0 ლიამა (75).

გაფრთხილება: ალვარესი, მარკეზე, გომესი - ტისონე, ლაჟკო, გუბერტი.

გაძევება: ტისონე (23).

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 6-0; ჯარიმა: 20-24; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 5(2)-3(1); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 14 000

კიევო-ფიორენტინა 0:1

კიევო (3-4-1-2): სორენტინო - სარდო, ანდრეოლი, მანდელი - მანტოვანი, პულცეტი (56. ლუჩანო - 72. ურიბე), რიგონი, იოკიჩი - მარკოლინი - პელისიერი, თერეუ (46. მოსკარდელი).

ფიორენტინა (4-3-1-2): ბორუცი - დე სილვესტრი (90. კომოტო), გამბერინი, ნატალი, პასკუალი - მონტოლივო, ბეჰრამი, ვარგასი (77. მარკიონი) - სანტანა - მუტუ, ჯილარდინო (87. ბაბაქარი).

გოლი: 0:1 ვარგასი (48).

გაფრთხილება: ანდრეოლი, ცეზარი, მანტოვანი, პელისიერი, მოსკარდელი - ჯილარდინო.

გაფრთხილება: 5-1; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 12(5)-11(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 9 000

ჯენოა-პალერმო 1:0

ჯენოა (4-4-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე, კრიშიტო - კუჩკა, კონკო (71. რაფინია), ველოზო, როსი (83. კიკო) - ფლორო ფლორესი (88. ბოზელი), პალასიო.

პალერმო (3-4-1-2): სირიგუ - მუნოზი, ბოვო, მილიაჩო - კასანი (7. დარმიანი), ბასინოვიჩი, ნოჩერინო, ბალცარეტი - პასტორე - მიკოლი (55. ილიჩიჩი), ერნანდესი (81. პინილია).

გოლი: 1:0 ფლორო ფლორესი (78).

გაფრთხილება: დაინელი - ბოვო.

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 7-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12(6)-9(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 25 000

ლეჩე-ბოლონია 0:1

ლეჩე (4-4-2): როზატი - ტომოვიჩი, გუსტავო, ფაბიანო, ბრივიო (52. მესბა) - ჯაკომაცი, ვივესი, ოლივერა, მუნარი - კორვია, ჯედა (56. ჩევანტონი - 79. პიატი).

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო (75. ლუპატელი) - კაზარინი, პორტანოვა, ბრიტოსი, რუბინი - პერესი, მუდინგაი, მუტარელი (68. ბუშე) - დელა როკა - რამირესი, დი ვაიო (90. მორასი).

გოლი: 0:1 რამირესი (33).

გაფრთხილება: ბრივიო, მუნარი - ბუშე.

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 11-1; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 8(3)-4(3); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 11 000

პარმა-ნაპოლი 1:3

გოლები: 1:0 პალადინო (79), 1:1 გამშიკი (52), 1:2 ლავესი (56), 1:3 მაჯო (88).

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 29 18 8 3 51-21 62

2. ინტერი 29 17 6 6 55-31 57

3. ნაპოლი 29 17 5 7 44-26 56

4. უდინეზე 29 16 5 8 54-30 53

5. ლაციო 29 15 6 8 35-25 51

6. რომა 29 14 7 8 45-39 49

7. იუვენტუსი 29 11 9 9 43-37 42

8. ფიორენტინა 29 10 10 9 33-29 40

9. პალერმო 29 12 4 13 44-46 40

10. კალიარი 29 11 6 12 35-34 39

11. ბოლონია 29 11 9 9 32-36 39

12. ჯენოა 29 10 8 11 28-32 38

13. კიევო 29 7 11 11 28-31 32

14. კატანია 29 8 8 13 25-38 32

15. სამპდორია 29 7 10 12 25-33 31

16. პარმა 29 6 11 12 28-41 29

17. ჩეზენა 29 7 8 14 25-40 29

18. ლეჩე 29 7 7 15 31-51 28

19. ბრეშა 29 6 8 15 23-36 26

20. ბარი 29 4 8 17 16-43 17

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 24 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - კავანი (ნაპოლი); 19 - ეტოო (ინტერი); 17 - დი ვაიო (ბოლონია); 16 - მატრი (იუვენტუსი); 14 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა